ნოდარ რევია: "როგორ გგონიათ, რუსულ "ვოისში" ქართველს პირველ ადგილზე გაუშვებენ?!" (ექსკლუზივი)
11-11-2013
ნოდარ რევია: "როგორ გგონიათ, რუსულ "ვოისში" ქართველს პირველ ადგილზე გაუშვებენ?!" (ექსკლუზივი)
"ყველაზე არაკომფორტულად თავს მოსკოველ ქართველებთან ვგრძნობდი"

"თქვენი გაზეთით მინდა ბებია მოვიკითხო, უთხარით, გუდუნა კარგადაა და ძალიან ენატრები-თქო"


"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!" - ამ ფრაზას, ალბათ, ყველა ქართველი სიამაყით წარმოთქვამს, როცა ქვეყნის გარეთ და მით უმეტეს - რუსეთში წარმატებას აღწევს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი 21 წლის ქართველი ნოდარ რევია გახლავთ. მისი წარმატების მიზეზი უნიკალური ხმაა. ახლა ის რუსულ "ვოისში" მონაწილეობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ კონკურსშიც -
"Xფაქტორი," სადაც 50 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა. ნოდარი სატელევიზიო კონკურს "შოუ #1"-ის გამარჯვებულიც გახლავთ, რომლის წამყვანი ფილიპ კირკოროვი იყო. რევია მისი ფავორიტი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!!!


ნოდარი თბილისში დაიბადა. მის ოჯახს, ბევრი ქართველის მსგავსად, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში მოუხდა წამოსვლა. დღეს ის
თავს რესტორანში სიმღერით ირჩენს.

გადავწყვიტე, 21 წლის "გრუზინს" გავსაუბრებოდი. ნოდარს ჟურნალისტებთან საუბარი ეკრძალება, რადგან ის ახლაც კონკურსის მონაწილეა, თუმცა, როგორც ნამდვილმა ქართველმა, უარი ვერ მითხრა.
- 11 წლისა წამოვედი მოსკოვში. მანამდე "ნახალოვკაში", მე-4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. სოსო პავლიაშვილსაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა. ვფიქრობდი, აქ უფრო შევძლებდი საკუთარი ნიჭის წარმოჩენას. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, ჩემი გავიტანე და ავტობუსით გამომიშვეს. დედამ მამას დაურეკა, ბარგს ვგზავნი და ჩაიბარეო... მამა დამეხმარა, რომ მომღერალი გავმხდარიყავი. 17 წლისა მეგობარ გოგონასთან გადავედი საცხოვრებლად. მისი მშობლებიც ძალიან მიწყობდნენ ხელს. ვამბობდი, რომ სამი ოჯახი მყავდა - დედის, მამის და ჩემი მეგობარი გოგონასი, რომელსაც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ დავშორდი.…

- როგორ შეეთვისე მოსკოვს?

- არაკომფორტულად თავს მხოლოდ მოსკოვის ქართულ სკოლაში ვგრძნობდი, სადაც ორი წელი ვისწავლე, მერე რუსულში გადავედი და მეშველა. მოსკოველი ქართველობა სხვა ფენომენია... აქ დაბადებულ მოსკოველ ქართველებთან საერთო ენის გამოძებნა გამიჭირდა.

- სიმღერის ნიჭი როდის აღმოგაჩნდა?
- ბავშვობაში რობერტ ბარძიმაშვილთან დავდიოდი, მერე - ციცინო ციცქიშვილთან, პიონერთა სასახლეში. დიდ სცენას 10 წლისა ვეზიარე, როცა პირველად დავდექი ფილარმონიის სცენაზე.

- "ვოისში" როგორ მოხვდი?

- კასტინგი გამოცხადდა და...

- ბრმა კასტინგზე ჟიურის ოთხივე წევრი შემოტრიალდა, ყველა ფიქრობდა, რომ დიმა ბილანთან წახვიდოდი, რადგან გარეგნობითაც ძალიან ჰგავხარ, მაგრამ...

- ბილანის ან აგუტინის არჩევას ვფიქრობდი, თუმცა, როცა ყველა შემოტრიალდა, რატომღაც, პელაგია ავირჩიე... არც ვნანობ...

- რა გეგმები გაქვს?

- ჯერ კონკურსში გამარჯვებისთვის ვიბრძვი, მერე ვნახოთ... აუცილებლად გავაგრძელებ სიმღერას.

- გაქვს გამარჯვების შანსი?
- როგორ გგონიათ, ქართველს რუსულ "ვოისში" პირველ ადგილზე გაუშვებენ? გარდა ამისა, ძლიერი კონკურსანტები არიან და... თუმცა, ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს.

- საქართველოში თუ გყავს ვინმე?
- ბებია, დიდი ბებია, ბიძაშვილები... ბებია გუდუნას მეძახის და თქვენი გაზეთით მინდა მოვიკითხო, უთხარით, გუდუნა კარგადაა და ძალიან ენატრები-თქო.…

- ბებიას აუცილებლად ვეტყვით... რას უსურვებ ქართველებს?

- იყვნენ ლმობიერები, რადგან მეჩვენება, რომ პოლიტიკამ ყველა გააღიზიანა და დაძაბა.

- რას ნიშნავს შენთვის, იყო ქართველი და მით უმეტეს - რუსეთში?

- დღევანდელი ურთიერთობების გამო მოსკოვში საქმიანობა და ქართველობა პასუხისმგებლობაა... ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! 

- ჩამოსვლას ხომ არ აპირებ?
- ზაფხულობით ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ სულ, ალბათ - ვერა...

P.S. ასაკით პატარა და გულით დიდი ქართველის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს გენს გადაშენება არ უწერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 11 წლის ასაკში წამოსულ რევიას ქართული არათუ დავიწყებია, არამედ სულით ხორცამდე ქართველად გაზრდილა!!!… ეგებ სხვა ქართველებმაც მიჰბაძონ მას და თავად თუ არა, შვილებს მაინც ასწავლონ ქართული!
...ჩვენ კი ნოდარს წარმატებებს ვუსურვებთ...

თეა ღვანია
თბილისი-მოსკოვი
Sasasa
14 ნოემბერი 2013 18:01
ქართულ ვოისში მოიგებს რუსი? : ))) :D სხვებზე რო ლაპარაკობთ ჯერ საკუთარზე ილაპარეთ
noe
13 ნოემბერი 2013 17:22
ეს კარგი ბიჭია, მაგრა იქ კიდევ ერთი ქართველი გელა გურალია მონაეილეობს. და ერთ-ორ სიტყვას მასზეც თუ დაწერთ ურიგო არ იქნება, თან გელას ხმა მართლაც რომ უნიკალურია და ყველაფერი თუ ობიექტურად წარიმართა გამარჯვების რეალური შანსი აქვს. რასაც ქვია რუსი ქალბატონები ჭქუას კარგავენ გელაზე, თუ ჩემი არ გჯერათ შედით სოციალურ ქსელ "კონტაქტტში" და ნახეთ გელას მხარდამჭერი ჯგუფი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში აილინკი : http://vk.com/gela_guralia
mari
13 ნოემბერი 2013 17:19
ლეილა, რა კომენტარია ეხლა ეს? მოგისმენია მაინც, როგორ მღერის? ძალიან მაგარი იყო გოლოს-ში რევიას და გიორგი მელიქიშვილის რინგი, უყურეეეეთ.

რედაქტორის რჩევით