"როცა კაბა ბიუჯეტის სახსრებით არ არის შეძენილი, რატომ უნდა გაღიზიანდეს ვინმე?!"
23-11-2013
"როცა კაბა ბიუჯეტის სახსრებით არ არის შეძენილი, რატომ უნდა გაღიზიანდეს ვინმე?!"
ქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე პოლიტიკოსებისა და მათი მეუღლეების ჩაცმულობის სოციალურ ქსელში განხილვა ლამის ოსკარების ცერემონიალზე გამოცხადებული მსახიობების კრიტიკას გაუთანაბრდა. განსაკუთრებული ყურადღება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ,,დიორის"" პალტომ, ,,ლობუტინის" ფეხსაცმელმა და ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ,,ოსკარ დე ლა რენტა"- საღამოს კაბამ მიიქცია.

ინაუგურაციაზე ქართული პოლიტელიტის წარმომადგენელი ქალბატონების ჩაცმულობის შეფასება დიზაინერ ავთო ცქვიტინიძეს მივანდეთ.

ავთო ცქვიტინიძე:


- ამ ქალბატონების ჩაცმულობა ისეთი განხილვადი იყო სოციალურ ქსელში, რომ იძულებული გავხდი, ყურადღება მიმექცია
და მენახა, რა ეცვათ ასეთი. "ზემოდან" დავიწყოთ. მომწონს, როგორც იცვამს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე. მას ნაპოვნი აქვს თავისი სილუეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. ჩემთვის ერთადერთი დისკომფორტი მუქი ფერის სათვალე იყო. პალტო ეცვა ძალიან ლამაზი და მას ძალიან უხდებოდა. ვგიჟდები ლობუტინის ფეხსაცმელებზე, ძალიან მომწონს -
"სტატუსურია."
ეს კლასიკური ფეხსაცმელია, ყველაფერს უხდება, რაც არ უნდა ჩაიცვა.

ასევე მომეწონა ანუკი არეშიძე, ვფიქრობ, რომ ამ ცერემონიისთვის მას ყველაზე შესაბამისად ეცვა. ძალიან სადად და დახვეწილად იყო ჩაცმული. არ იყო პომპეზურად, საზოგადოების გაღიზიანება ან ზედმეტი ყურადღების მიპყრობა არ უცდია. მომეწონა და უხდებოდა ვარდისფერი ლაბადა, კანისფერ გიპიურის კაბაზე. საღამოს კახისაც ღია ვარდისფერი ჰალსტუხი ეკეთა. ეს წყვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

- განხილვის საგანი გახდა ეკატერინე ხვედელიძის შავი გიპიურით გაწყობილი კაბა, რომლის მსგავსი ,,გუჩის"" ახალ კოლექციაშია.


- გიპიური ამ სეზონზე ყველაზე აქტუალურია. თითქმის ყველა გამოსასვლელი კაბა ამ ქსოვილით კეთდება, მთავარია მისი სწორად გამოყენება. ორივე შემთხვევაში ძალიან კარგი ნამუშევარი იყო და არ გახლდათ ვულგარული. ნამდვილად ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს კაბა ნამდვილი ,,გუჩი". შავი გიპიურის კაბები ამ სეზონზე, ძირითადად, ,,დოლჩეგაბანას"" და ,,ვალენტინოს"" აქვს წარმოდგენილი. ეს კაბა კი ამ ორი ფირმიდან არც ერთს არ ეკუთვნის, თუმცა, მშვენიერი რამაა.

- საზოგადოების გამოხმაურება მოყვა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკას ჩაცმულობასაც, კერძოდ, მის ძვირადღირებულ, ცნობილი ბრენდის კაბას...

- ნუნუკა თამაზაშვილი რა ლამაზი და კოხტა გოგო ყოფილა, მშვენიერია. საზოგადოება ,,ფეისბუქის"" მეშვეობით ამ კაბის ფასს განიხილავს და ბევრი გაღიზიანდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ როცა კაბა ბიუჯეტის სახსრებით არ არის შეძენილი, რატომ უნდა გაღიზიანდეს ვინმე?! ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ საშუალება აქვს, ჩაიცვას ის, რაც მას უნდა. მით უმეტეს, როცა გოგონას კარგი ვიზუალი აქვს და ძალიან უხდება ,,ოსკარ დე ლა რენტას" ეს მოდელი.

- ინაუგურაციაზე და შემდეგ საღამოს წვეულებაზე იყვნენ პოლიტიკოსი ქალბატონებიც.

- მაია ფანჯიკიძის საღამოს კოსტიუმი არის ჩემი შეკერილი. წითელი გობელინის მაქმანებიანი პიჯაკი და ნატურალური შალის ქვედაბოლო, რომელიც სილუეტზე იყო მომდგარი. მინდოდა, რომ მაია ძალიან ნაზი, ქალური და ეფექტური ყოფილიყო. პირველად მოხდა ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ მის მიმართ განწყობილი.

- პრეზიდენტ გორგი მარგველაშვილის მეგობარი მაკა ჩიჩუა დეკოლტეს გამო გააკრიტიკეს.

- პრეზიდენტის მეუღლე ძალიან ლამაზი ქალია. დეკოლტის გამო რატომ აკრიტიკებენ? მერე რა, რომ მაკას ზედმეტად ღრმა დეკოლტე ეცვა, უნდოდა და ჩაიცვა, ვერ მოიხდინა, თუ? ის იმდენად ეფექტური გოგოა, რომ შეუძლია ასეთი დეკოლტე ჩაიცვას.

- რას იტყვით ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით გაწყობილ პალტოზე?


- ალასანია მეუღლე ვიზუალურად ძალიან მომწონს. ძალიან ეფექტური ქალბატონია. ყველაფერი შავი ფერის რატომ გადაწყვიტა ნეტა? მას ძალიან ლამაზი ფეხები აქვს. ამ ყველაფერზე ღია ფერის კოლგოტი რომ სცმოდა, შეიძლება ასეთი მთლიანად შავი არ გამოჩენილიყო და ფეხიც უკეთ გამოჩნდებოდა. თუმცა არც ასე ჩანს ცუდად. ამ ფოტოში ძალიან კარგად, კლასიკურად აცვია.

- ანუკა არეშიძის გვერდით თეატრში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იჯდა თეთრი ფურფუშებიანი ბლუზით.


- იუსტიციის მინისტრი ძალიან სადად და მოკრძალებულად გამოიყურებოდა. თავისი იმიჯიდან გამომდინარე, რადიკალურად განსხვავებული არაფერი ჩაუცვამს და არც ექპერიმენტები ჩაუტარებია, რაც მისგან არც იყო მოსალოდნელი. ასევე სოლიდურად გამოიყურებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მეუღლე და სხვა ქალბატონებიც.

- ინაუგურაციაზე განსხვავებული ჩაცმულობით გამოირჩნენ ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მეუღლე.


- ჩემი აზრით, ამ ნაბიჯით ლევან ვასაძემ ძალიან კარგი რეკლამა გაუკეთა საკუთარ მაღაზიას ,,სამოსელი პირველი". ეს მისი კომპანიის ძალიან კარგი რეკლამაა. კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთი ვიზუალით უცხოელი სტუმრები ძალიან ისიამოვნებდნენ. საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარია, ლედი გაგასავით ჩაცმული არ მივიდნენ ასეთ ღონისძიებაზე. განსაკუთრებულად სტილიდან ამოვარდნილი არავინ ყოფილა. ყველაფერი საქმიანი იყო და არაპომპეზური. ამით არ შევწუხებულვართ ერი და ბერი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
Ana kachia
20 აგვისტო 2017 01:34
Biujetidan moparuli pulit rom kidulob imashia sakme. Shexedulebit arts erti ar varga,esaris soplis dedakatcebs dzvirad girebuli tansatcmeli rom chaatsva.
tamaz
28 ნოემბერი 2013 10:32
ქება და დიდება ჩემგან ავთანდილს. ყველაფერი ტაქტიანად, კორექტულად და საქმიანადაა (და რაც მთავარია, სამართლიანად).
sulo
რო ტლიკინებ შარაგზის დედაკაცივით, საიდან ასეთი ინფორმირებულობა? ერტობა, პირადად რიცხავდი თანხებს ბიუჯეტიდან მათ ანგარიშებზე. ჰოდა იქნებ დაგვდო პატივი და დოკუმენტებიც წარმოადგინო.
ისე, ახი იქნებოდა, შენისთანა ვირთხისათვის ეტაცათ კუდში ხელი და ცილისწამებისთვის ორიოდე თვე გეხეხა ვირის აბანო, ისწავლიდით შენ და შენისთანები ჭკვას.
მანასე
27 ნოემბერი 2013 17:42
"ქოცებო" გუშინ არავინ და არაფერი მოგწონდათ, დღეს ყველა მოგწონთ. ასე ჩემო მანასეო....თქვენზეა ნათქვამი.

რედაქტორის რჩევით