"ფორსაჟის" ვარსკვლავი პოლ უოკერი ავტოავარიაში დაიღუპა
01-12-2013
"ფორსაჟის" ვარსკვლავი პოლ უოკერი ავტოავარიაში დაიღუპა
ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელმაც ფილმ "ფორსაჟით" გაითქვა სახელი, 40 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა შაბათს, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარიტაში მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი წითელი პორშე, რომლის საჭესთან უოკერის მეგობარი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. როდესაც ადგილზე მაშველები
მივდნენ, მათ მანქანა ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სალონში ორი გვამი აღმოაჩინეს, ერთი თავად პოლის და მეორე მისი მეგობრის.

პოლ უოკერი 1973 წელს კალიფორნიის ქალაქ გლენდალეში დაიბადა. მსახიობი
დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა ყოფილი შეყვარებულისგან 14 წლის ქალიშვილი ყავს. აღსანიშნავია რომ პოლი "ფორსაჟ 7"-ის გადაღებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის გამოსვლა 2014 წელს იგეგმებოდა.


lalo
02 დეკემბერი 2013 20:24
კარგი მსახიობი იყო, ძალიან მომწონდა, სამწუხაროა((

რედაქტორის რჩევით