მარკუს მეტრეველი: ქართული ქელეხი განწირული ტრადიციაა და სრულ მარაზმად მიმაჩნია!
მარკუს მეტრეველი: ქართული ქელეხი განწირული ტრადიციაა და სრულ მარაზმად მიმაჩნია!
"საშინელებაა ასევე უზარმაზარი და დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მრავალსართულიანი სუფრა "

"საშინელი ეგოიზმია მამაკაცისგან იმის თქმა, რომ ის ამა თუ იმ ქალისთვის აუცილებლად პირველი მამაკაცი უნდა იყოს"

"იყავი თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი"
- წერდა მომღერალი მარკუს მეტრეველი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. ამ ფაქტს გულგრილმა ვერ ჩავუარე და შევეხმიანე...


- რას ნიშნავს შენთვის სიტყვა - ტრადიცია?

- ტრადიციებს ადამიანები ქმნიან. ზოგიერთი ტრადიცია უბრალოდ განწირული და ჩემთვის მიუღებელია, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილის
ვეთანხმები...  არ მესმის, ბრმად რატომ უნდა მივყვე ვიღაცის დაარსებულ ადათ-წესებს? ვინმემ ოდესმე მკითხა, როცა ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას ამკვიდრებდა? იქნებ ის ჩემთვის მიუღებელია?

- გასაგებია, მაგრამ ქართველობა ხომ სწორედ ტრადიციებმა შემოგვინახა...


- ეს მცდარი მოსაზრებაა... არავითარმა ტრადიციებმა არ შემოგვინახა... ქართველობა ერის ვაჟკაცობამ, ბრძოლისუნარიანობამ და ქართველი
მეფეების სიმტკიცემ შემოგვინახა...
ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ერი აღარ იარსებებდა, რადგანაც იმდენ ადამიანშია გამჯდარი - შური, ბოღმა, ერთმანეთის გაყიდვა, ზიზღი, გადაგდება, ჩაქოლვა, განადგურება, მოსპობა. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე ჩვენმა მტკიცე სარწმუნეობამ, ენამ, უფლის წყალობამ მოიყვანა და ბევრჯერ გადაარჩინა...

- განწირულ ტრადიციად რა მიგაჩნია?

- განწირული ტრადიციაა, ქართული ქელეხი, რომელიც სრულ მარაზმად მიმაჩნია... სუფრის წევრები იქ ისე თვრებიან, რომ ზოგჯერ მიცვალებულიც კი ავიწყდებათ და ის თავშეყრა ღრეობაში გადადის. საშინელებაა ასევე უზარმაზარი და დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მრალსართულიანი სუფრა, რომელიც მინიმუმ, ვიღაცის დაჭრა-დასახიჩრებით მთავრდება. ამასთან, არც გართობა გვეხერხება... ახალგაზრდები კლუბში მიდიან და იქ მუმიებივით, დაკომპლექსებულები დგანან...

მაღიზიანებს "ქალიშვილობის ისტიტუტი" თუ უკვე "აკადემიაც" გახდა... ამ ტრადიციის თანახმად, დამიანები ურცხვად ერევიან სხვის ცხოვრებაში - სხვის ლოგინში აფათურებენ ხელებს... მამაკაცის მოსაზრება - "არა ქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან!" - სამარცხვინო რამ არის... პირველ რიგში გოგო უნდა გიყვარდეს და ის ცოლად მისი "საქალწულე აპკის" გამო არ უნდა მოიყვანო... მისმა ადამიანობამ, სულმა და გულმა უნდა მიგიზიდოს.

საშინელი ეგოიზმია მამაკაცისგან იმის თქმა, რომ ის ამა თუ იმ ქალისთვის აუცილებლად პირველი მამაკაცი უნდა იყოს. ქალს რატომ არ აქვს იმავეს თქმის უფლება?! ორივე ხომ თანასწორი უფლებების მქონენი არიან?..

- ქართული ტრადიციებიდან რომელი მოგწონს?

- ძალიან მომწონს უფროს-უმცროსის თავაზიანი ურთიერთიერთობის ტრადიცია, ნათლობის ტრადიცია, შობისა და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, ასევე მარიამობა. ახალი წელის აღნიშვნა ქალაქის ქუჩებში მსიამოვნებს, უამრავი ხალხი გარეთ ერთად რომ ზეიმობს... მიყვარს თბილისობა, მცხეთობა...

- რადგან ტრადიციებსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე ვლაპარაკობთ და თან, ტრადიციებში რაღაცები მოგწონს, რაღაცებს უარყოფ, აქვე გვითხარი, - როგორი ტიპი ხარ - ტრადიციული თუ არატრადიციული?

- მე არატრადიციული ადამიანი ვარ... ჩემი ტრადიციები ჩემი სულიდან და გულიდან მომდინარეობს. საკუთარ ტრადიციებს საკუთარ "მეში" თვითონ ვნერგავ... უბოროტო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. არ მიყვარს შურიანობა, ბოღმის დაფრქვევა, მსიამოვნებს ადამიანების თანადგომა, მეგობრობა სიხარულის მინიჭება.

- მომღერალი ხარ და ქართულ ფოლკლორულ მუსიკაზე რას იტყვი?


- ოოო... მუხლმოყრილი ქედს ვიხრი ქართული ფოლკლორის წინაშე. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე... ჩვენი პოლიფონია ხომ საყოველთაოდ ცნობილია და ერის განძია! ქართული ქორეოგრაფიაც გასაოცარი რამ არის... ეს არის ქართული მაღალი დონის კულტურა, რაც შემოგვრჩა.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (51)
მანჩო
07 იანვარი 2017 01:54
ვინც აქ ქალიშვილობის ინსტიტუტზე ქირქილებს, ან თვითონ აქვს პრობლემა, ან ოჯახში.... აბა ვინ უნდა მოიყვანოთ ცოლად? ქვეყნის ნათრევი? ნახევარ თბილისთან რომ არის ნამყოფი? ასეთი თიკო სადუნიშვილია და კიდევ მოიძებნებიან ასეთები და მოიყვანთ ცოლად? ან რძლად? არა მგონია. ან თქვენი ქალიშვილი რომ ცხოვრობდეს ასე, თანამედროვედ, არა მგონია ბედნიერები იყოთ ამით და იამაყოთ, თანამედროვე შვილები მყავსო. ყველამ გულში ჩაიხედეთ და ისე წერე\თ და ასხით ხოტბა-დიდება ამ მარკოზას
Iime
06 იანვარი 2017 00:21
შენი და შენისთანების გასარჩევი რაღაა ნეტა? ან შენ ვინა ხარ?! ტეტია კომენტარებს მოეშვით რა ( ნ ა გ ა ზ ო) ჰაჰაა
ნაია
18 ივლისი 2015 19:19
არავის კომენტარს არ წავიკითხავ, ვაზროვნებ რასაც დაწერენ. მე კი ჩემო მარკუს, ნამდვილო, ქართველო შემძრა თქვენს მიერ გაკეთებულმა გულღია კომენტარებმა. რასაც ბოროტი თვალი და ყური ჩვენთვის არასასურველ კომენტარს დაწერდა.გამაოგნე, რამდენად გიყვარს სიმართლის თქმა. არ იხევ უკან , თუნდაც უკვე გააზრებულიც კი გაქვს, რა მოყვება ამას. ლამაზ სულში, ლამაზი გულიც გქონია სიმართლით და სიკეთით სავსე. ბარაქალა თქვენს მშობელ დედას, რომ სასახელო შვილი გაუზრდია ევროპაში და არ დაუმახინჯებია თქვენთვის ქართული სული, რომელასაც სინდის ვუწოდებ მე. იმ სინდისს, რომელიც არ გააჩნია ბევრ ქართულ, თრადიციულ ოჯახში გაზრდილს.თქვენ ხართ ამ საუკუნის შვილი, აბა რაა, ისე ხომ არ უნდა იმსჯელოთ, როგორც ქვის ხანაში მსჯელობდნენ? დიდი პატივისცემით თქვენი ფანი, ნაია.
ნაგაზი
14 იანვარი 2014 12:13
მარკოზი ხაარ, თუ მარკუსი ხარ შენ თავს და შენს ოჯახს, შენს ცოლს მიხედე, დანარჩენი არ არის შენი და შენისთანების გასარჩევი...
pataruka
10 იანვარი 2014 10:40
ანა შე ძაან კდემამოსილო
ნათია
09 იანვარი 2014 14:33
მარკუსი თავად რომ არ ვიცი რას დაემგვანა ტრანსვესტიტ ტაქსის მძღოლს რომ ჰგავს..
ბერძნული ქელეხი ყავის სმა და კონიაკია ეგაა მაგათი ქელეხი..
ჩვენთან მარაზმს ჰგავს ქელეხი ეხლა თორემ ტრადიციული ქართული ქელეხი მიცვალებულზე ჭიქის წაქცევა და მოხსენიებაა არა ღრეობა ეხლანდელი.
დიდი ქელეხი იმიტომ დაიწყეს რომ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხისთვის უნდა ეჭმიათ და აბა საბერძნეთში 1 დღეში რომ ასაფლავებენ ეგაა წესი?
მარკუსმა თავის ოჯახს მიხედოს
მარკოზი არ ჰქვია ეს მარკუსი საიდან მოიგონა?
ჯანდაბას...
ყველა ტრადიციას თავისი საფუძველი გააჩნია, თუნდაც ქალიშვილობას.
ოღონდ მარაზმში არ უნდა გადავიდეს. ყველაფერში ნორმაა საჭირო თუნდაც სტუმართმასპინძლობას, უფროსების პატივისცემასა და
მიცვალებულთა მოხსენიებას.
ტრადიცია ერის სახეა ერი თუ საკუთარ ენასა და ტრადიციებს სათუთად არ უფრთხილდება კარგავს ინდივიდუალობას.
არც მშვენიერ საბერძნეთში სადაც სამწუხაროდ ათეული წელია ვარ ეს ბიჭი არ მინახავს სცენაზე, თუმცა ამბობენ რომ მღერის. არც აქაა მიღებული აღვირახსნილობა და ტიტველ-შიშველი სირბილი.
ევროპა ევროპაო, ევროპა რაღა ჯანდაბაა მისაბაძი რომ იყოს? რატომ ცუდი გადმოგაქვს კარგი გადმოიტანე შე კაი კაცო, აიღე ცოცხო და საკუთარი სახლის წინ დაგავე.
სანამ სხვის ცხოვრებაზე დაიწყებდე საუბარს ვინ რას აკეთებს საკუთარი ოჯახი უნდა გქონდეს მაგალითი და ეტალონი.



maia burduli
23 დეკემბერი 2013 06:50
ანდერძი დატოვე... любой каприз за ваши деньги.
vasil
22 დეკემბერი 2013 15:03
ძალიან ცუდი შეხედულება გაქვთ ევროპაზე,მე ვცხოვრობ ევროპაში,ძალიან აფასებენ თავიანთ ტრადიციებს,ისტორიას,და საერთოდ ყველაფერს რაც გააჩნიათ,ქალიშვილობას რაც შეეხება აქაც იყოფა აზრი,მაგრამ არც გაბოზებულია ყველა,და არც მწარედ ინახავს ყველა ქალწულობას,ევროპის აღვირახსნილობაზე ისინი ლაპარაკობენ,ვინც თავის სოფელს თუ ქალაქს არ გაცილებულა,დარწმუნებული ვარ აქ ვინც ევროპაზე დაწერა,არცერთმა არ იცის რეალობა,არცერთი არაა ნამყოფი ევროპაში,ნეტა ისე დაგვაფასებინა და მოგვავლევინა ჩვენი ტრადიციები,ისტორია,ძეგლები და ა.შ. ,როგორც ევროპაში აკეთებენ
Data afrasidze
20 დეკემბერი 2013 12:35
qartveli gogo. ტუტუცი ცრუპენტელა ხარ. ესეიგი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და ხალხი ისე დათვრა მრავალჟამიერი შემოზძახა არა? ჯერ ვისაც მრავალჟამიერს მღერა შეუძლია იმის კულტურაც აქვთ სად როდის და რომელ სადღერგრძელოზე იმღეროს მრავალჟამიერი. მრავალჟამიერი იმღერეს დაკრძალვის სუფრაზე იძახი მატყუარა, გაუნათლებელი, გომბიო ხარ. ის არ მოგწონთ ქართული , ეს არ მოგწონთ და საერთოდ არაფერი მაშინ აიღე გუდა ნაბადი და წადი შენს საყვარელ უცხოეთში და დაემსგავსები შენი განათლების პატრონი თაგვს რომელსაც ფრენა მოუნდა და ღმერთს თხოვა ფრენა რატომ არ მასწავლეო და ღმერთმა მოსცა ფრთები გაფრინდა მაგრამ არავინ მიიღო ჩიტებმა ეს ვინ არის ეს მახინჯიო და დაკორტნეს არ მიიღეს. ამას შენ გიყვები რადგან ღამურა წაკითხული არ გექნება სხვებმა მაპატიონ. ასე მოგივა შენც. ჩვენ რითი გავნსხვავდებით სხვა ერებისაგან ადათით, ქართული კულტურით ჩვენი ხასიათით და ამიტომ ვართ მათვის საინტერესოვთორემ ყველაფერში თუ ევროპელებს მივბაძოთ, მითუმეტეს ევროპელები რომ უფრთხილდებიან თავიანთ ისტორიას წეს და ადათს ნეტავ ჩვენ ვუფრთხილდებოდეთ მასე. გოიმობა, გაუნათლებლობა აი რა არის ჩვენი მტერი. ევროპაში აღარ იციან როგორ მოუარონ თავიანთ ისტორიას და ადათ წესებს ამ ჩვენ გაუნათლებელებს "ქელეხი" გონიათ ცუდი არადა ზუსტად უსხოელები აფასებენ ვინც ყოფილა ქართულ ჭირის სუფრაზე ჩვენს პატივისცემას მიცველებულისადმი და მისი ოჯახისადმი. ისე თუ იცი ვინ იყო კენტ ბრაუნი თუმცა საიდან გეცოდინება, გეტყვი ამერიკის პირველი ელჩი იყო საქართველოში წაიკითხე მისი მოგონებები ჩვენს ადათ წესებზე და დიდი ადგილი აქვს დათმობილი ე.გ.რ.წ.დ. " ქელეხს".

Temo
19 დეკემბერი 2013 19:25
მთავარია რაც ღმერთმა დაგვიწესა და არა რასაც ადამიანები აწესებენ.ბევრი ტრადიცია დრომ დაამახინჯა თორემ თავდაპირველად სულ სხვანაირი იყო,მათშორის ქელეხიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა