ია ფარულავა – ბეკეკებს რომ კლავენ და მწვადებს კარგად ათხლაფუნებენ, კარგია?!.
17-12-2013
ია ფარულავა – ბეკეკებს რომ კლავენ და მწვადებს კარგად ათხლაფუნებენ, კარგია?!.
"სტელა მაკარტნის დაურეკეთ!"

"რომელი ევროპული საზოგადოება ჩვენ ვართ, რომ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ?"


ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქართული ბომონდი ქურქებში შეიმოსა. ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელეს და საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე კორესპონდენტი გახდა, რომელსაც პირდაპირ მელიის გამოსახულებით თეთრი ბეწვი ქონდა შემოხვეული.

ცხოველთა დამცველები ასეთ საქციელს გმობენ, მოდის მიმდევრები კი მიიჩნევენ, რომ ბეწვეული ყოველთვის ყველაზე ტრენდული სამოსია. ამ საკითხზე თავისი აზრი მსახიობმა ია ფარულავამაც გაგვიზიარა.

-decoration: underline;">
ია ფარულავა:

- ამ წუთას მაცვია გაპარსული ,,ნორკა" როგორ არის ქართულად? ცაცვი, მოცვი რაღაცა...

- თქვენთვის ნორმალურია, გეცვათ ბეწვი?

- ამაზე არაერთხელ იყო ლაპარაკი და ზუსტად ის, ვინც იბრძოდა ბეწვეულის წინააღმდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ვნახე ქურქში გამოწყობილი. იცით ვის დაურეკეთ, სტელა მაკარტნის (იცინის). მსოფლიოში ბეწვეულის წარმოების იმხელა
ინდუსტრიაა, მე ჩავიცვამ თუ არ ჩავიცვამ, ამით არაფერი არ იცვლება. რომელი ევროპული საზოგადოება ჩვენ ვართ, რომ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ? ეს არის მატრაკვეცობა ჩვენი მხრიდან, მე თუ მკითხავთ. მაშინ რატომ ჭამენ ხორცს? მე მაგალითად, ხორცს არ ვჭამ იმიტომ რომ მეცოდება ის ცხოველი, რომელსაც კლავენ. ბეკეკებს რომ კლავენ და მწვადებს კარგად ათხლაფუნებენ, კარგია?!. მე მეცოდება, რასაც სახე აქვს, ყველაფერი და არ ვჭამ. იცით, სხვა საკითხი რა არის, რომ ძალიან ძვირი სიამოვნებაა ეს ამბავი. თორემ ამავე დროს, გულის სიღრმეში ყველა ქალი ოცნებობს, რომ კარგი ქურქი ქონდეს.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
tetia
15 იანვარი 2016 09:10
ფარულავას ჰყავდა ფადიიი.ფადის კიდე ონიანი.მარტო დარჩა ბოტოქს ყვავი.არ ხართ ვინმე ცოლიანი???????
123
12 იანვარი 2014 17:43
ნამდვილი ქალი ყველა ისურვებდა ქურქს, გარდა იმისა ვისაც მხოლოდ აჯაჯულ-ჩამოჯაჯული რაღაც აცვია და ვითომ მოდაზე, ქალი არის ჩაცმა-დახურვა,მოვლა, მაგრამ ქართველი კაცის ხელში ქურქი კი არა დერმატინის კურტკა რომ გიყიდონ ისიც დიდი ფუფუნებაა, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ უკიდურესად მეცოდება ყველა ცხოველი,ფრინველი და თუნდაც ის კნუტები-სატანისტები რომ რაღაცა უაზრო რიტუალების გამო სასაფლაოებზე კლავენ,ვინაა რო პატრონი????
petre
12 იანვარი 2014 16:12
თიკა, ზიმბამბო არა. ზიმბაბვე ჰქვია იმ ქვეყანას:)

რედაქტორის რჩევით