სალომე ქათამაძე: "რასისტი არ ვარ, ქუთაისურად ვიხუმრე, ჩემი ჭკუით...”
19-12-2013
სალომე ქათამაძე: "რასისტი არ ვარ, ქუთაისურად ვიხუმრე, ჩემი ჭკუით...”
"შავკანიანებს დიდ პატივს ვცემ... მათ სულ სხვა აგებულების ყელი და იოგები აქვთ"

"ვინმემ რომ თქვას, ეს გოგოები თეთრები არიანო, ხომ არ გვეწყინება?"

"ქართველი გოგონები სოლარიუმში იმის გამო დადიან, რომ "გაშავდნენ"


პოპულარული სატელევიზიო შოუს - ”ერთი ერთში” - მორიგი კენჭისყრისას გაირკვა, რომ მომღერალსა და პროექტის მონაწილეს, სალომე ქათამაძეს მომდევნო შოუში არეტა ფრანკლინის განსახიერება მოუწევს. ამ საკითხზე სალომემ კომენტარი გააკეთა: აღარ შემიძლია ამდენი შავი ხალხის გაკეთებაო. მომღერლის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში უამრავი
ადამიანი გამოეხმაურა და მას რასიზმშიც დასდეს ბრალი.
ვრცელი განმარტებისთვის თავად სალომეს დავუკავშირდით.

სალომე ქათამაძე, მომღერალი:

- შოუს დროს ვთქვი: აღარ შემიძლია ეს შავი ხალხი-მეთქი. გასაგებია, რომ შეცდომა დავუშვი. განმარტება იქვე უნდა გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, ქუთაისელი ვარ და ჩემი ჭკუით, ქუთაისურად ვიხუმრე. რასისტი ნამდვილად არ ვარ. რასიზმისგან
ღმერთმა დაგვიფაროს მეც და ჩემი ოჯახის ნებისმიერი წევრიც, რადგან ეს ძალიან ცუდი თვისებაა. შავკანიანებს დიდ პატივს ვცემ, რადგან უძლიერესი ვოკალური მონაცემები აქვთ. მოგეხსენებათ, მათ სულ სხვა აგებულების ყელი და იოგები აქვთ. აბსოლუტურად განსხვავებული ხმა ამოსდით. უიტნი ჰიუსტონის, არეტა ფრანკლინის და სტივ უანდერის სიმღერებზე ვარ გაზრდილი. ქართველი გოგონები სოლარიუმში იმის გამო დადიან, რომ "გაშავდნენ". მეც მათ რიცხვში ვწერივარ. ძალიან მომწონს მუქი კანი, რადგან ლამაზია. დამღალა შავმა ხალხმა-მეთქი, იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ ძალიან რთულია ფერადკანიანი მომღერლის განსახიერება. მათ საოცრად ძლიერი ხმა აქვთ და მათი რეპერტუარიც რთული შესასრულებელია.

როცა რომელიმე კონცერტის შემდეგ ჩემთან თაყვანისმცემელი ან გულშემატკივარი მოსულა და უთქვამს, ისეთი ხმა ამოგდის, შავკანიანი მეგონეო, ეს დიდ კომპლიმენტად მიმიღია. ბავშვივით მიხარია, როცა ასე მაფასებენ.

- სალომე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე სტატუსი, სადაც განმარტებას აკეთებ, თუმცა, იქ ამბობ, რომ გიყვარს ზანგები და არა - შავკანიანები.

- ხანდახან არ ვუფიქრდები, რას ვამბობ. ვიცი, რომ მათთვის სიტყვა ზანგი შეურაცხმყოფელია. ისე, ჩვენზე ვინმემ რომ თქვას, ეს გოგოები თეთრები არიანო, ხომ არ გვეწყინება? თეთრი ფერის ვარ და რატომ უნდა მეწყინოს?

- ამ პროექტში მერამდენედ მოგიწევს ფერადკანიანი მომღერლის განსახიერება?

- მესამედ. პირველი ჰიუსტონი იყო, მაგრამ არ გამიჭირდა, რადგან ჰიუსტონის მუსიკაზე ვარ გაზრდილი. უანდერისა და ფრანკლინის შემოქმედებაც ძალიან მომწონს, მაგრამ უანდერის შესრულება რთული იყო, რადგან კაცის და ქალის როლების მორგება ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან? ჰოდა, რომ წარმოვიდგინე, ესეც რა რთული იქნებოდა, ამიტომ ვთქვი ასე, რასიზმი გულშიც არ გამივლია.

ნათია ჟივიძე (სპეციალურად საიტისთვის)

mj
20 დეკემბერი 2013 20:56
ზანგი შავია და როგორ უნდა მოეხსენიებინა სხვაგვარად?! ეს არაა რასიზმი თამაზს ვეთანხმები სრულად!
ამრიეტოკ
20 დეკემბერი 2013 20:14
ქათამაძე და ქუთაისელები თურმე დაუკვირვებლები ვართ. ია ფარულავა და თბილისელები ბევრად უფრო დაკვირვებულები ყოფილან. ისეც ბებითქვენისამ...
ofurcgxeti
20 დეკემბერი 2013 18:00
თანაც ორი შავი კაცი იქვე იჯდა ჟიურიში. წამოსცდა და შეეცილე ახლა სიტყვაში. არ აპატიოთ ერთი შეცდომა. ისე ქუთაისლები მაგარი დაუკვირებელი ხალხი ხართ.

რედაქტორის რჩევით