ნუგზარ ერგემლიძე: სლავი ქალები კაცებს აკაცებენ, ქართველი ქალები კი თვითონ კაცობენ
26-12-2013
ნუგზარ ერგემლიძე: სლავი ქალები კაცებს აკაცებენ, ქართველი ქალები კი თვითონ კაცობენ
ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

-რატომ გაურბით ქართველ მამაკაცებს თვალები სლავი ქალებისკენ?

ნუგზარ ერგემლიძე:

- ერთ-ერთი ფაქტორია. ისინი აკაცებენ კაცებს. ქართველი ქალები თვითონ კაცობენ. ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი ქალები, ნაზი არსებები გვჭირდება, ნაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი ყოველთვის ნაზია. თქვენ ჭკვიანი ვინ გგონიათ, ვინც თავის მხრებზე იღებს მმართველობას? ჭკვიანი ის არის, ვინც სხვას ამმართველებს. ახლა რომ გოგონები დარბიან და ფულს შოულობენ, ეს ჯუნგლის კანონია, თავის მამრებთან მიაქვთ ხორცი. სინამდვილეში მამრმა უნდა მიუტანოს მდედრს.

ვრცლად იხილეთ ”რეიტინგის” გვერდზე


agneshka
05 თებერვალი 2014 11:59
რას გულისხმობთ "კაცებს აკაცებენ", ჭურჭელს რომ არეცხვინებენ, სახლს ალაგებინებენ,საჭმელი, ნაგავი, აბა არ გააკეთოს კაცმა. ალბათ ეგ მოგწონთ
tatuli
05 თებერვალი 2014 10:21
ეგ იმიტომ ბატონო ნუგზარ, რომ ქართველი ქალები ოჯახის მარჩენალები არიან და უსაქმურ ქართველ მამაკაცებს არჩენენ და რომელ ქალობაზე და სინაზეზეა საუბარი?
Inga
05 თებერვალი 2014 10:09
ასეთი სისულელე პირველად გავიგე, სლავი ქალები რომ ქმრებს აჩმორებენ, ამაზე რა აზრის ხართ? და სლავი ქალების უმეტესობა რომ აბსოლუტურად იგივენაირად, აქლემივით საკუთარ კუზზე მიათრევს ოჯახს, იმიტომ რომ ქმარი რომელმაც უნდა "გაგაქალოს" სიამოვნებით არის შEმომჯდარი იმ კუზის Kენწეროში? ეს არ იცოდით? ჯუნგლის კანონი კი არა, დღევანდელი რეალობაა ის, რომ, კაცების დიდმა ნაწილმა ხელი აიღო საკუთარი ფუნქციის შHესრულებაზე და ქალები ფაქტის წინაშე დაგვაყენა. და თურმე ისევ ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავე.

რედაქტორის რჩევით