ია ფარულავა: ”მერსედესის” ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია
09-01-2014
ია ფარულავა: ”მერსედესის” ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია
”ჯერჯერობით, მე მშიერი არ ვარ. ხალხი თუ შიმშილობს, ეს არ ვიცი”

”წინა მთავრობასა და ახლანდელ მთავრობას შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძნობ ”


ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:

ია ფარულავა:

- ჯერჯერობით, მე მშიერი არ ვარ. ხალხი თუ შიმშილობს, ეს არ ვიცი. ამ ეტაპზე ქვეყანას ვერც უკან და ვერც წინსვლას ვერ ვამჩნევ. ამ ყველაფრის შემჩნევასა და გაანალიზებას დრო სჭირდება. მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ინერციით ჯერ წინ მივდივართ, მერე როგორ იქნება საქმე, ვერ გეტყვი.
ლარის კურსმა რომ საგრძნობლად მოიმატა, ამას ვხედავ და ვიცი, რომ ეს კარგის მომასწავებელი სულაც არ არის.

- ლარის კურსის მომატების გარდა, თქვენ კიდევ რა პრობლემა გაწუხებთ?

- პირადად მე, არანაირი პრობლემა არ მაწუხებს. წინასაარჩევნოდ, ახალი ხელისუფლების მხრიდან, რაღაც ოცნებების ახდენაზე იყო საუბარი და თუ ხალხს
ეს ოცნებები აუხდა, ძალიან მიხარია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ასე იყოს.
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემს ქმარს აუხდა ოცნება და ცოლად მომიყვანა.

- ძველი ხელისუფლების დროს პოლიტიკაში ერკვეოდით?

- არ ვერკვეოდი, მაგრამ მომწონდა, უამრავი მშენებლობა რომ მიდიოდა, საინტერესო პროექტები კეთდებოდა. არაერთი მომღერალი მეგობარი მყავს და მათგან ვიცი, რომ იმ დროს ისინიც კმაყოფილები იყვნენ, თუმცა შოუბიზნესი მაშინაც ჩამკვდარი იყო და ახლაც ასეა. კლასიკურ მუსიკასაც საკმაოდ მცირე აუდიტორია ჰყავს. კლასიკური მუსიკის თემით ბოლო დროს უფრო მეტად დაინტერესებული ვარ, რადგან მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე კლასიკოსი მუსიკოსია. კონცერტის ბილეთის შეძენას, ადამიანს ურჩევნია, რომ იქ მოსაწვევით მივიდეს და მუსიკას უფასოდ მოუსმინოს. კინოს სფეროსაც ძალიან უჭირს. არც მაშინ და არც ახლა გადაღებულა ისეთი ფილმი, რომელზეც შეიძლებოდა გული დამწყვეტოდა და მეთქვა, რომ მასში სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩემი საქმიანობით კმაყოფილი ვარ და ამაზე იმ უამრავი ადამიანის სიყვარული მეტყველებს, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და მეფერებიან. ამიტომ, უნდა ვაღიარო, რომ წინა მთავრობასა და ახლანდელ მთავრობას შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძნობ.

- ახალი წლის სამზადისშიც ვერ იგრძენით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილია? არანაირი განსხვავება არ იყო?


- მხოლოდ ის, რომ ”რუსთავი 2”-მა არ აჩვენა პატარიარქისა და ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვა, მაგრამ პრობლემა არც ეს იყო, მსურველებს შეგვეძლო, სხვა არხზე გადაგვერთო და ეს მილოცვები მოგვესმინა. განსხვავება კიდევ ის იყო, რომ გოჭი და ინდაური ცოტა გაძვირებულია.

- ე.ი. პროდუქტი გაძვირდა?


- არ ვიცი. პროდუქტებს მე არ ვყიდულობ. ამ ყველაფერზე საუბარი ჩემთან ცოტა რთულია, რადგან ”მერსედესის” ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია, მაგრამ არ ვიცი, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. ვიცი, რომ ხალხს უჭირს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.
fedia
28 თებერვალი 2014 11:25
ია რომ დამცინავი,უზრდელი და უტაქტოა ესეც ჟურნალისტს გადააბრალეთ.ტელევიზორში საჯდომი მოგვიშვირა ამომისვიო და იმის მერე მაგ გარყვნილის რამე გიკვირტ???
nuka
05 თებერვალი 2014 11:03
ვიმკითხაოთ ეხლა ჟურნალისტმა გადაამღერა ეს ინტერვიუ,დაჭრა,დაჩეხა თუ ცხოვრებისგან გაზულუქებულმა და გულქვა ადამიანმა თქვა ყოველივე... ნუ ასე გამოდის ჟურნალისტები მუდამ ტყუილს ამბობენ?!. ყველაფერი ჟურნალისტებს ბრალდებათ სამწუხაროდ....კარგიც რომ დაეწერა ამავე ჟურნალისტს იაზე,მაინც გამოჩნდებოდა ვინმე უკმაყოფილო... ასე რომ ჟურნალისტებო თქვენს გასაგონად ვამბობ! ივანიშვილიდან დაწყებული უბრალო მოქალაქემდე დამთავრებული ყველა თქვენს არაპროფესიონალიზმზე საუბრობს და ყველა თქვენს ლანძღვაშია...იქნებ მოიფიქროთ გამოსავალი? სად არის თავმოყვარეობა? თვენთვის სულერთია ნუთუ...ხალხი აღარ გენდობათ უკვე...
marinadumbadze
19 იანვარი 2014 20:03
რატომ გგონიათ რომ ვერ დასცინებს ხალხს,რა, ინტელექტი გააჩნია თუ მაგარი განათლებული მყავს.რატომ მიხვდება ხალხის გაჭირვებას,ჯიპიდან არ ჩანს შიმშილი.

რედაქტორის რჩევით