"საშინლად რთულია იმღერო არია, როცა თავი ოთხ ძუძუს შორის გაქვს" - გია ონიანი
24-01-2014
"საშინლად რთულია იმღერო არია, როცა თავი ოთხ ძუძუს შორის გაქვს" - გია ონიანი
"სულ არ აინტერესებთ, როგორ მღერი, ვიზუალს მეტ ყურადღებას აქცევენ

"ყველაზე პიკანტური სცენები, რაც ოდესმე მქონია, "რიგოლეტოში" იყო ბონის თეატრის სცენაზე. როგორც ყოველთვის, აქაც გაშიშვლებაზე უარი ვთქვი, მაგრამ ურთულესი არიები, დუეტები და კვარტეტი სულ მტლაშა-მტლუშით ვიმღერე. მერწმუნეთ, სცენაზე ეს არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს... პირიქით, საშინლად რთულია იმღერო არია, როცა თავი ოთხ ძუძუს შორის გაქვს"... ამბობს მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე, ქართველი ტენორი  გია ონიანი, რომელმაც ჩვენთან მსოფლიო ოპერაში ბოლოდროინდელ სიშიშვლის ბუმზე დაიჩივლა. ბატონ
გიას ამ თემაზე სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით.


- ბატონო გია, ბოლო დროს ევროპაში გახშირდა თამამი საოპერო და საბალეტო სპექტაკლები...

- დღეს მთელს საოპერო სამყაროში შეიცვალა სიტუაცია... ოპერა 400 წელზე მეტია არსებობს და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე არ არსებობდა საოპერო რეჟისორი. მერე გაჩნდა რეჟისორების საჭიროება და დღეს ისინი
არიან სრული ბატონ-პატრონი ყველაფრის.
რა თქმა უნდა მოდაც იცვლება, მაგრამ ხშირად არა უკეთესობისკენ. ამიტომაც ცოტა განუკითხაობაა დღეს. მომღერალი დომინანტი არაა დღეს თეატრებში და ხშირად ჩვენს ბედს განკარგავენ არაპროფესიონალები და უვიცები... ეს სამწუხარო რეალობაა..

- ანუ კრიზისია?

- კლასიკურ ხელოვნებაში კრიზისი არ არის, პროფესიონალების კრიზისი უფრო მეტადაა.. დღეს არაფერს არ ნიშნავს და ხშირად სულ არ აინტერესებთ, როგორ მღერი. ვიზუალური მხარე უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე პროფესიონალიზმი.

- საქართველოშიც ხომ არ დადგება თანამედროვე დადგმების აუცილებლობა?

- საქართველოში იყო მცდელობა მოდერნისტული დადგმების. მაგალითად "ტრუბადური", რომელიც ფრანკოს ეპოქის ესპანეთში გადმოიტანა რეჟისორმა. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ დადგმაში და საკმაოდ ნორმალური იყო. ჩვენი პუბლიკა მაინც კონსერვატიულია და უფრო ტრადიციულ დადგმებს ემხრობა. თუმცა მერწმუნეთ, თანამედროვე დადგმებიც არაა ცუდი, თუ კარგი გემოვნებითაა გაკეთებული. ამით უფრო საინტერესო გახდა ოპერა. მაგალითად, უკვე ორი "აიდა" ვიმღერე, სადაც ეგვიპტეში არ ხდება სიუჟეტი. მხოლოდ ტექსტი რჩება ძველი და მუსიკა.

- თუმცა მოგიწიათ გემღერათ პიკანტურ სცენებშიც...

- ყველაზე პიკანტური სცენები, რაც ოდესმე მქონია, "რიგოლეტო" იყო ბონის თეატრის სცენაზე. როგორც ყოველთვის აქაც გაშიშვლებაზე უარი ვთქვი, მაგრამ ურთულესი არიები, დუეტები და კვარტეტი სულ მტლაშა-მტლუშით ვიმღერე. მერწმუნეთ, სცენაზე ეს არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს... პირიქით, საშინლად რთულია იმღერო არია, როცა თავი ოთხ ძუძუს შორის გაქვს.. ან იმღერო ურთულესი კვარტეტი წინ და უკან ქანაობით.. უკვე კარგა ხანია, ტენორისგან ნამდვილ კოცნას ითხოვენ თავის კვნესა-ოხვრებით, თეატრალური კოცნა ლოყა-ლოყაზე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არასოდეს ასეთ დადგებს წარმატება არ აქვს. პირიქით სკანდალებით მთავრდება და "ბუ" -ების კორიანტელს არ იშურებენ რეჟისორების მიმართ. მათ კი ეს უხარიათ, რადგან მიზანიც ეგ ქონდათ... საბედნიეროდ, უკვე ჰეროიკული და ტრაგიკული როლები უფრო მეტი მაქვს სამღერი და რომანტიკულები ნაკლებად, ამიტომ უკვე ნაკლებად ვხვდები ასეთ გაუგებრობაში, თუმცა ტენდენცია აშკარაა – სიშიშვლისკენ მივდივართ.

იხილეთ ასევე: ქართველი ტენორის მინისამოთხე ბონში

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
alamaria
25 იანვარი 2014 09:40
ე.ი. გამოდის რომ სიშიშლე გვემარება ხელოვნების აღქმაში?! ძალიან ცუდი ტენდეციაა, აღვირახსნილობა შემოდის ყველა სფეროში.

რედაქტორის რჩევით