"მერაბიშვილი უკვე მამაჩემი მგონია, რომელიც უნდა დავიცვა"
30-01-2014
"მერაბიშვილი უკვე მამაჩემი მგონია, რომელიც  უნდა დავიცვა"
"ისე მირეკავთ ამ ვანოზე, თითქოს ნათლიმირონები ვიყოთ" - რას ფიქრობენ "თავისუფლება ვანოს" კლიპის მონაწილენი "ორი გვამის" კადრების ნახვის შემდეგ

თიკო სადუნიშვილი: "გრემი"-ს დაჯილდოებას ვუყურე, მერე ნანუკას შოუს, ეს ვიდეო ნაკლებად მაინტერესებს"

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში ვიდეო რგოლი გავრცელდა სახელწოდებით "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს". მაშინ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა და ყოფილ პრემიერ მინისტრთან დაახლოებულმა პირებმა ყოფილ პრემიერს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ თიკო სადუნიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნიკა რამიშვილი (დრუპი) , ნუკი კოშკელიშვილი
და ა.შ
.


გუშინ ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ვიდეოებმა, სადაც ნათლად არის აღბეჭდილი ვანო მერაბიშვილისა და სხვა მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედებები, წინა მთავრობის მიმართ მოსახლეობის აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია. საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად შოუ ბიზნესის იმ წარმომადგენლებს მივმართეთ, რომლებმაც თვეების წინ ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ რგოლში მონაწილეობა
მიიღეს. ზოგმა კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა, ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ ვიდეოები საერთოდ არ უნახავს, ზოგისთვის კი უბრალოდ სულერთია..

თიკო სადუნიშვილი:

- არ ვიცი, არ მინახავს და ნაკლებად მაინტერესებს ასეთი ვიდეოები, იმიტომ რომ არ ვარ აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. "გრემი"-ს დაჯილდოვება გადავახვიე, ვუყურე და მერე ნანუკას შოუს ვუყურებდი.

- შენ მიიღე მონაწილეობა ვიდეო რგოლში "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს", ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ რა კომენტარს გააკეთებდი?

- მე 7 თვის წინ მივიღე ამ რგოლში მონაწილეობა და ახლა გუშინ რაღაც კადრები გავრცელდა, ეს საერთოდ რა შუაშია? 7 თვის შემდეგ კიდევ რამე რომ მოხდეს, ახლავე ხომ არ გიპასუხოთ? არ ვიცი ამ ვიდეოებზე არაფერი და ვერაფერს გიპასუხებთ. ერთი წლის წინ რა იყო და 7 თვის წინ, ამის შესახებ უკვე მაშინდელ ინტერვიუში მივეცი კომენტარი. არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და ყველას ვურჩევ, ნაკლები იფიქრონ ამ ვიდეოებზე.


ნიკა რამიშვილი ("დრუპი"):

- რაღაცას თვალი მოვკარი, მემგონი ძველ კადრებს იზოგავენ. საზოგადოებას აქვს უკვე შექმნილი აზრი, ზოგს ისე, ზოგს ასე და რაღა საჭიროა თავიდან გაღიზიანებები, ვერ ვხვდები. პრინციპში, არ მცალია იმისთვის, რომ ამ კადრებს ჩავუჯდე. მომავალს მიხედონ. გასაგებია, რომ ის ქიხია, ის ცუდია.. საქმეს მიხედონ, ბიუჯეტს და ა.შ. ვკითხულობ ისეთ ნიუსებს, რაც მომავალს ეხება და წარსულში ქექვას თავი დავანებე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დაუმტკიცონ დანაშაული და დასაჯონ. არანაირად არ ვარ წინააღმდეგი და თავისუფლება ყველა უსამართლოდ გასამართლებულს. ვისაც დაუმტკიცდება დანაშაული, ვანო მერაბიშვილი კი არა, მეც რომ ვიყო, დამიჭირონ. კანონი არავინ არ უნდა დაარღვიოს.

გიორგი ნაზღაიძე:

- ისე მირეკავთ ამ ვანოზე, თითქოს ნათლიმირონები ვიყოთ. რამეს რომ ვიზამ, შემდეგ რომ ახსნა-განმარტება ვაკეთო - არა, ეს ჩემში არ არის. მე რაღაცას რომ ვაკეთებ, ე.ი. ჩემი გადაწყვეტილება ჩემთვის ყოველთვის სწორია. შეცვლით არასდროს არაფერს ვცვლი. ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება და ჩემთვის რა უნდა შეიცვალოს?

- ანუ თვლი, რომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოა?

- არა, არ ვაკეთებ არაფერზე, მათ შორის ვანოს უდანაშაულობაზე კომენტარს. ძალიან სასაცილოა უკვე, იმიტომ რომ მერაბიშვილი უკვე მამაჩემი მგონია, რომ უნდა დავიცვა, თუ რაღაც ასეთი გამოდის. სათქმელი რაც იყო, ადრე ვთქვით და გასაგები იყო, დღეს არაფერს ვამბობთ. თავიდან რაღაცების დამატება არ არის საჭირო, ეს უკვე დაღეჭილი თემაა.

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)
გიორგი
11 თებერვალი 2014 15:51
ყველა როგორ თუთიყუშებივით იმეორებენ–პოლიტიკაში არ ვერევიო!? იმ კლიპში გადაღება, არ იყო პოლიტიკაში ჩარევა?
fdvgbsev
01 თებერვალი 2014 14:27
დრუპი საღოლ, სწორად თქვა ყველაფერი
ვახო
01 თებერვალი 2014 02:02
კარგით რა ჟურნალისტებო ვის ეკითხებით აზრს?! სადუნიშვილის აზრი მხოლოდ ერთ რამეზე მაინტერესებს და ესეც ისეთ დელიკატურ და პიკანტურ თემაზე, რომ ვიცი აქ ვერ მივიღებ ამაზე პასუხს.. იმ კლიპში უმრავლესობა ნორმალური ხალხია, უბრალოდ პოლიტიკა არ აინტერესებთ. თუმცა კლიპში მონაწილეობას რაღატო იღებენ ეს უკვე გაუგებარია..

რედაქტორის რჩევით