"გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა."
03-02-2014
"გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა."
"ტარიელი ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო"

ჩვენი რესპონდენტი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაა. მისი თქმით, ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული პროექტმა "ნიჭიერმა" მოუტანა:


- 1989 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობ, მქონდა ბევრი გადაცემა, მაგრამ ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული "ნიჭიერმა" მომიტანა. არ ვიცი, რა მოხდა.

- ალბათ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ "ნიჭიერის" სცენიდან გათხოვდით...
- ბევრს დადგმული ეგონა ჩემი გაბედნიერება.  ტარიელის გამოსვლა სცენაზე ვიზაჟისტ ოლგა სპირინას დამსახურებაა. მას ვუთხარი, დღეს ტარიელი
აპირებს, ცოლობა მთხოვოს-მეთქი. ოლგამ იქვე "მოტვინა", რომ მოეძებნათ ტარიელი, მოელაპარაკა პროდიუსერებს და 5 საათში დაიგეგმა ეს ყველაფერი. ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს სცენაზე მოხდებოდა.  როცა გადაცემას დავასრულებდი, ის ცოლობას შემომთავაზებდა, თუ უარს მიიღებდა, ჩემს მოტაცებას აპირებდა.

- ე.ი. მოტაცებას გადარჩი?

- ტარიელმა რამე თუ მოინდომა, უკან არ დაიხევს. მეც მომწონდა ის, მაგრამ ვერიდები ხოლმე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ჯერ უნდა გავიცნო ადამიანი... ახლა ვეცნობით ერთმანეთს.

- კონფლიქტი არასდროს მოგსვლიათ?
- არა. ძალიან ვუყვარვარ, თანაც დამყოლი ადამიანია. ორჯერ გვქონდა მწვავე მდგომარეობა: ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო. მეორე შემთხვევაც რესტორანში მოხდა, გორთან ახლოს ვიყავით  რესტორანში, სადაც მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა მოგვეწონა და ვთხოვეთ, წასვლის წინ ერთხელაც ემღერა, მან კი რუსული სიმღერა შეასრულა. ამაზე  ტარიელი გაგიჟდა, კინაღამ ააყირავა მაგიდები - რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, მავთულხლართები მოცოცავს, ოკუპანტები დგანან და ეს რუსულ სიმღერას როგორ მღერისო... ერთხელ ერთი რუსული რესტორნის გახსნაზე წავიყვანე და ძალიან შეწუხდა - აქვე, გმირთა მოედანზე, გმირების მემორიალია და აქ კიდევ ჩვენ რუსულ სიმღერებზე ვერთობითო.  პატრიოტია. გამიმართლა, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა და ტარიელსაც გაუმართლა ჩემნაირი ცოლი რომ შეხვდა.

- რამდენიმე დღის წინ იყო თქვენი ქმრის დაბადების დღე, რა სიურპრიზი მოუწყვეთ?
- ტარიელი და დედამისი ერთ დღეს არიან დაბადებული. ამიტომ დედამისთან აღვნიშნეთ.  15 წელია, ტარიელი დედასთან ერთად არც ახალ წელს შეხვედრია და არც დაბადების დღე აღუნიშნავს, რადგან ის გერმანიაში ცხოვრობდა, დედამისი კი - საბერძნეთში.

თამარ ბოჭორიშვილი
jantiko
07 აპრილი 2014 08:37
ია ბიცოლას კაი ბიჭი შეხვედრია....კატლეტების ჭამა მიყვარს გოჭის მიკრაჭუნებაოოო..
real show
09 მარტი 2014 12:23
ია ფარულავას ახსნა-განმარტებანი რა მოხდა სინამდვილეში:იას და მიშას მობილურები მოუპარავს ჰაკერს დაუწერია ის საშინელი მესიჯები,მერე ეს ტელეფონები ისევ დაუდვია იასა და მიშას სახლებში.წაუკითხავს ტარიელს ჰაკერის დაწერილი ვითომ იასა და მიშას მესიჯები.მერე ტარსას მინა ჩაუმსხვრევია,უგინებია და დაულეწია ყველაფერი.მერე იასა და ტარიელის ფეისბუქის გვერდებშიც შესულა ჰაკერი და დაუწერია ის ცნობილი ტარიელისა და იას პოსტები.უჩინმაჩინ ხაკერზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და 15 წლიანი ციხე ელოდება.ხოლო იადონი და გიტარისტი კიდე ტკბებიან აჭდგენილი კარვითა და გაფცქვნილი ვაშლით ლოგინში.....ხოლო სუროგატი ტაილანდელი ქალი სულმოუთმენლად ელოდება ტარიელისა და იას ერთად ნამუშევარ ემბრიონს რომ შეუდონ და პატალა საკალელი ყურძენა გაუჩინოს ერთმანეითისთვის შექმნილ,სიყვარულით დამწვარ დაფერფლილ ბიცოლა იასა და ბიჭუკელა ხოსროსა.გაიგეთ თქვენ რა პონტია......
netav
06 მარტი 2014 17:29
მეშვიდედ გათხოვილიყოს,ეთხოვოს კაცსა ჭკვიანსა,გაუთხოვრობა ძნელია,ვუსურვებთ ბედსა გვიანსა,ჰყოლოდეს ძეც და ასულიც ენატკბილსა და სვიანსა,ბოტოქსიც აშორებოდეს ვენახის ტურფას იასა........(1.რამაზი,2.რობერტ,3.ქისი,4.ფადიშაჰი,5.რაჭა,6.გიტარისტი)

რედაქტორის რჩევით