ვუდი ალენი 7 წლის შვილობილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

ვუდი ალენი 7 წლის შვილობილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ამერიკელი კინორეჟისორის ვუდი ალენის აყვანილმა ქალიშვილმა დილან ფეროუმ მამობილი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან გაზეთ "ნიუ იორკ თაიმს"-სთვის მიწერილ ღია წერილში განაცხადა. დილანმა განაცხადა, რომ მამობილმა მასზე ძალადობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 7 წლის იყო. მან არ დააზუსტა, თუ რა სახის სექსუალურ ძალადობას მიმართავდა ვუდი ალენი.

რეჟისორი მომხდარს იმ დროისათვის სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ცოლისგან, მსახიობ მია ფეროუსგან, რომელმაც ვუდის 13 ფილმში ითამაშა, საგულდაგულოდ მალავდა. ვარსკვლავური წყვილი 1992 ერთმანეთს სკანდალით დაშორდა, მას შემდეგ რაც მიამ ქმარს მათი აყვანილი ქალიშვილის, სუნ ი-ს შიშველი ფოტოსურათი აღმოაჩინა. იმავე დროს ფეროუმ ვუდი დილანზე სექსუალურ ძალადობაშიც დაადანაშაულა, მაგრამ სასამართლომ ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერ ნახა. ამის შემდეგ რეჟისორმა სუნ-ი ოფიციალურად მოიყვანა ცოლად.

დილან ფეროუს თქმით, მან მას შემდეგ გადაწყვიტა ამ წერილის დაწერა, რაც "ოქროს გლობუსზე" ვუდი ალენს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს. "ყველამ არჩია ჩემთვის შეექციათ ზურგი, ვიდრე სიმართლისათვის თვალებში შეეხედათ" - წერს დილანი.

იხ. ვიდეო