ნინი ქარსელაძე - "ირმა ნადირაშვილს არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავადაც გამოცადოს"
04-02-2014
ნინი ქარსელაძე - "ირმა ნადირაშვილს არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავადაც გამოცადოს"
მომღერალი ნინი ქარსელაძე უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. ნინის კარგა ხანია მსმენელისთვის ახალი კლიპი და სიმღერა არ შეუთავაზებია, თუ რას აპირებს სამომავლოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნინი, ქართულ შოუბიზნესში რატომ აღარ ჩანხარ?


– ამ ქვეყანაში არაფრის კეთებას აღარა აქვს აზრი. თუ პოლიტიკოსი ხარ, შეიძლება გქონდეს რაღაც პერსპექტივა. ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს, რადგან ძალიან ნიჭიერი ერი ვართ, დიდი კულტურული ტრადიციები გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ეს არავის
აინტერესებს. მომღერლების შემოსავლის წყარო სიმღერაა
, საქართველოში კი კონცერტები აღარ ტარდება. გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ?

– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამათქვენი, თემურ ქარსელაძე დააკავეს...

– დიახ, ყველგან დაიწერა, ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირესო. როცა მამა პირველად დააკავეს, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, მაშინ ჟურნალისტურ საქმიანობას
ეწეოდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ირმა მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თუთიყუშივით აცხადებდა: შეგახსენებთ, თემურ ქარსელაძე პატარა მომღერლის, ნინი ქარსელაძის მამა გახლავთო. მძიმედ გადავიტანე ის დღე და ვერ ვივიწყებ... თქვენი გაზეთი მეშვეობით მივმართავ ირმა ნადირაშვილს - ღმერთი მაღალია და რასაც აკეთებ, ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. არ ვუსურვებ, როგორც მე მატკინა გული, ასეთი რამ თავის თავზე გამოცადოს.
მე ვამაყობ მამაჩემით. ვინც მამაჩემზე რამეს ამბობს, იკითხონ მამაჩემის გვარ-სახელი და მიხვდებიან, რა ადამიანზეა ლაპარაკი. ჟურნალისტებმა წერონ და იკითხონ, რაც უნდათ. მამაჩემი ძალიან მაგარი ადამიანია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.


nona
20 თებერვალი 2014 13:59
ნინი ძალიან მაგარი გოგო ხარ და სწორედ აზროვნებ, გენაცვალე
mamuka
07 თებერვალი 2014 11:48
ნინი წესიერი გოგო ჩანს. ნადირაშვილი კი უნამუსო ფულზე დახარბებული ,გაიძვერა ქლესა ქალია!
Irma
06 თებერვალი 2014 05:16
არ იდარდო ნინო გენაცვალე,შენი მამიკო შენტვის ყველაზე კარგია და უყვარხარ.ნადირაშვილის ტუტრუცანა ქალი კიდევ ღებულობს რასაც იმსახურებს-ხალხის ზიზღს და უფრო მეტი წინ ელოდება.

რედაქტორის რჩევით