ხატია ბრაჭული: ”ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერ ვგრძნობ” - კვირის პალიტრა

ხატია ბრაჭული: ”ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერ ვგრძნობ”

ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:

ხატია ბრაჭული, მსახიობი:

- ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი ჩემთვის უნიშვნელოვანესია, რადგან დიდმა ადამიანმა მაჩუქა. ძოწის თვლით გაფორმებული ოქროს ყელსაბამია. ბიჟუტერიაც რომ ყოფილიყო, მაინც ძვირფასი იქნებოდა, რადგან ნაჩუქარია.

- ხშირად გიკეთია?

- განსაკუთრებულ შემთხვევებში ვატარებ...

***

- მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის მერე გავრცელებულ ჭორებზე რას იტყვი?

- ისეთი რაღაცები თქვეს, რამაც გული ცოტათი მატკინა. ჩემს ინტერვიუზე კომენტარები რომ ვნახე და ჩემ მიმათ ხალხის დამოკიდებულებას გავეცანი, შევშინდი. დავითრგუნე. ოჯახი, მეგობრები მყავს. მართალია, ისინი მიცნობენ, მაგრამ უსიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები რაღაცებში ტყუილად გდებენ ბრალს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაძაბული ურთიერთობებია, ადამიანებს სწორად არ ვაფასებთ.

- მას შემდეგ ბატონ მიხეილს თუ შეხვედრიხარ?

- ამაზე ლაპარაკიც არ მინდოდა, რადგან ვიცი, ისევ ჭორები აგორდება. პრეზიდენტთან შეხვედრაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... დღეს ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუნდაც მისი პირადად გაცნობა ძალიან კარგი იქნებოდა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებაა...

- ახალ პრეზიდენტთან შეხვედრასაც ხომ არ აპირებ?

- აპოლიტიკური ვარ. უბრალოდ, ერთხელ მომეცა შანსი და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გავიცანი, მასთან ვისაუბრე... ახალ პრეზიდენტთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად, არც ტელეეკრანზე მომხვედრია თვალში. ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერც ვგრძნობ... პოლიტიკაში არ ვერევი. მთავარია, ქვეყნისთვის კარგი გააკეთონ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.