ხატია ბრაჭული: ”ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერ ვგრძნობ”
06-02-2014
ხატია ბრაჭული: ”ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერ ვგრძნობ”
ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:

ხატია ბრაჭული, მსახიობი:

- ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი ჩემთვის უნიშვნელოვანესია, რადგან დიდმა ადამიანმა მაჩუქა. ძოწის თვლით გაფორმებული ოქროს ყელსაბამია. ბიჟუტერიაც რომ ყოფილიყო, მაინც ძვირფასი იქნებოდა, რადგან ნაჩუქარია.

- ხშირად გიკეთია?

- განსაკუთრებულ შემთხვევებში ვატარებ...

***

- მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის მერე გავრცელებულ ჭორებზე რას იტყვი?


- ისეთი რაღაცები თქვეს, რამაც გული ცოტათი მატკინა. ჩემს ინტერვიუზე კომენტარები რომ ვნახე და ჩემ მიმათ ხალხის დამოკიდებულებას გავეცანი, შევშინდი. დავითრგუნე.
ოჯახი, მეგობრები მყავს. მართალია, ისინი მიცნობენ, მაგრამ უსიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები რაღაცებში ტყუილად გდებენ ბრალს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაძაბული ურთიერთობებია, ადამიანებს სწორად არ ვაფასებთ.

- მას შემდეგ ბატონ მიხეილს თუ შეხვედრიხარ?


- ამაზე ლაპარაკიც არ მინდოდა, რადგან ვიცი, ისევ ჭორები აგორდება. პრეზიდენტთან შეხვედრაში ცუდს ვერაფერს
ვხედავ... დღეს ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუნდაც მისი პირადად გაცნობა ძალიან კარგი იქნებოდა.
ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებაა...

- ახალ პრეზიდენტთან შეხვედრასაც ხომ არ აპირებ?

- აპოლიტიკური ვარ. უბრალოდ, ერთხელ მომეცა შანსი და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გავიცანი, მასთან ვისაუბრე... ახალ პრეზიდენტთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად, არც ტელეეკრანზე მომხვედრია თვალში. ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერც ვგრძნობ... პოლიტიკაში არ ვერევი. მთავარია, ქვეყნისთვის კარგი გააკეთონ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.
lia
20 თებერვალი 2014 10:48
ძოწის თვლით გაფორმებული ოქროს ყელსაბამი, ბიუჯეტის ხარჯზე ნაჩუქარი...არც რცხვენია, ეამაყება.მართლა გადაგვარდა ეს ე.წ.ბომონდი.
jondi
16 თებერვალი 2014 19:48
”ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერ ვგრძნობ” -
არ გიხარია მერე?
irakli moxeve
07 თებერვალი 2014 15:25
ახალ პრეზიდენტს იმიტომ ვერ გრძნობ ბაბაია რომ იმას არ მიუხუტებიხარ ზედ ,,იმაზე,, და არც შენი დეკოლტეთი დაინტერესებულა რომ რესტორანში დაეპატიჟე.

რედაქტორის რჩევით