ეკა კვალიაშვილი: "არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან"
09-02-2014
ეკა კვალიაშვილი: "არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან"
ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

- ეკა, ჯერ კიდევ საახალწლოდ დიდი აჟიოტაჟი ატეხეთ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით. გვახსოვს ბრიფინგები, სადაც მომღერლები საპროტესტო გამოსვლებითაც კი იმუქრებოდით. რა ეტაპზეა ეს პროცესი?


ეკა კვალიაშვილი:

- იურიდიულ ეტაპზეა ჩვენი პროტესტი. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

- პროტესტის ძირითადი მიზეზი რა არის?


- შეურაცხყოფა, შეურაცხყოფილი ვართ მომღერლები ამ ქალის ვიგინდარული გამოსვლებით, უზრდელური დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ. შეიძლება, პირადი განწყობა გქონდეთ ვინმეს მიმართ, მაგრამ ამით ხალხი არ უნდა შეაწუხო. მეც არ
მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან
, მაგრამ როცა საჯარო პირი ვარ, არ მაქვს უფლება, მას სახალხოდ შეურაცხყოფა მივაყენო, მისი საჯარო შეურაცხყოფების ფაქტები არსებობს, რომელიც თან დაერთვება საქმის მასალებს. კვალიაშვილი შეუმდგარი მომღერალიაო, ვინ არის კახა კუხიანიძე, არ ვიცნობ, არ გამიგიაო... კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომ
მუშაობ, შეიძლება, არ იცოდე, ვინ არის კახა კუხიანიძე?!

- თქვენი პროტესტის მიზეზი მხოლოდ მარინა ბერიძეა თუ ზოგადად, შოუბიზნესში შექმნილი კრიზისი?

- აქედან დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს ქალი მთელი ცხოვრება ცუდად გვეხება. როცა იქნება, ხომ უნდა დამთავრდეს. ხომ გინახავთ მედიცინის ემბლემა, გველი რომ არის ჭიქაზე შემოხვეული და შხამს რომ აწვეთებს შიგნით... რა ქნას, ეგეთი დაიბადა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ორშაბათის ნომერში.
leli
18 მარტი 2014 20:59
ეკა, მომწონდა და მომწონს შენი ხმა.
ბერიძეს თუ არ მოწონხარ, მისი პრობლემაა;
ეგ ქალი ჭეშმარიტ ხელოვნებას კი არა, ფულის საკეთებელ სქემებზეა ანგაჟირებული და ყავდეს ნინა წკრიალაშვილები, როლებიც მალე ყველას დაავიწყდება.

gela
10 თებერვალი 2014 10:42
კვალიაშვის რომ დაჭირდება მომღერალია თუ არა, წასულია საქართველოში შოუბიზნესის საქმე!
Dodo
09 თებერვალი 2014 20:35
როგორც მომღერალი მომწონხართ მაგრამ პიროვნულად მიჭირს თქვენი შეფასება რადგანაც არ გიცნობთ პირადად. თქვენი სიძულვილით გაჟღენთილი გამოსვლები უკვე მოსაბეზრებელი გახდა და მოსაწყენი მოსასმენი,მეგობრულად გირჩევთ ცოტა ტავშეკავება ამშვენებს ადამიანს ნებისმიერი პოლიტიკური წყობის დროს.

რედაქტორის რჩევით