ეკა კვალიაშვილი: "არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან" - კვირის პალიტრა

ეკა კვალიაშვილი: "არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან"

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

- ეკა, ჯერ კიდევ საახალწლოდ დიდი აჟიოტაჟი ატეხეთ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით. გვახსოვს ბრიფინგები, სადაც მომღერლები საპროტესტო გამოსვლებითაც კი იმუქრებოდით. რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ეკა კვალიაშვილი:

- იურიდიულ ეტაპზეა ჩვენი პროტესტი. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

- პროტესტის ძირითადი მიზეზი რა არის?

- შეურაცხყოფა, შეურაცხყოფილი ვართ მომღერლები ამ ქალის ვიგინდარული გამოსვლებით, უზრდელური დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ. შეიძლება, პირადი განწყობა გქონდეთ ვინმეს მიმართ, მაგრამ ამით ხალხი არ უნდა შეაწუხო. მეც არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან, მაგრამ როცა საჯარო პირი ვარ, არ მაქვს უფლება, მას სახალხოდ შეურაცხყოფა მივაყენო, მისი საჯარო შეურაცხყოფების ფაქტები არსებობს, რომელიც თან დაერთვება საქმის მასალებს. კვალიაშვილი შეუმდგარი მომღერალიაო, ვინ არის კახა კუხიანიძე, არ ვიცნობ, არ გამიგიაო... კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომ მუშაობ, შეიძლება, არ იცოდე, ვინ არის კახა კუხიანიძე?!

- თქვენი პროტესტის მიზეზი მხოლოდ მარინა ბერიძეა თუ ზოგადად, შოუბიზნესში შექმნილი კრიზისი?

- აქედან დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს ქალი მთელი ცხოვრება ცუდად გვეხება. როცა იქნება, ხომ უნდა დამთავრდეს. ხომ გინახავთ მედიცინის ემბლემა, გველი რომ არის ჭიქაზე შემოხვეული და შხამს რომ აწვეთებს შიგნით... რა ქნას, ეგეთი დაიბადა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ორშაბათის ნომერში.