ირინა შეიკი - ,,ვთვლი, რომ ყველა თავის სახლში უნდა დაბრუნდეს" (ექსკლუზივი)
11-02-2014
ირინა შეიკი - ,,ვთვლი, რომ ყველა თავის სახლში უნდა დაბრუნდეს" (ექსკლუზივი)
2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყანა უბადლო ლამაზმანმა, ირინა შეიკმა წარადგინა. ფოტო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დადო და მიაწერა ,,ძალიან ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით"". ათიათასზე მეტმა ქართველმა ირინას ფეისბუქის გვერდზე შემდეგი კომენტარი ქართულად, რუსულად და ინგლისურად დატოვა: ,,აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა"".

ცნობილია, რომ ირინა შეიკს ქართველი მეგობრები ყავს და საქართველო და ქართული სამზარეულო ძალიან უყვარს. მოდელს მისი მეგობრების დახმარებით დავუკავშირდით და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ,,ატეხილი ამბების"" შესახებ კომენტარი ვთხოვეთ. ჩვენთვისვე საკმაოდ
მოულოდნელად, მოდელმა ექსკლუზიური კომენტარი მოგვცა.

ირინა შეიკი:

- მართალი გითხრათ, მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის გახსნაზე გადაღებული ფოტო დავდე, ფეისბუქზე აღარ შევსულვარ და ქართველების კომენტარები არ მინახავს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მე ქართველი მეგობრები მყავს, სწორედ აფხაზეთიდან დევნილები. ერთ-ერთ მათგანს აფხაზეთში სახლი დაუწვეს. მე პოლიტიკაში არ
ვერევი და აფხაზეთისთვის სტატუსის მინიჭება ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ აფხაზეთის პრობლემას ადამიანურად მეც განვიცდი. ვთვლი, რომ ყველა, ვისაც ამ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოუწია, თავის სახლში უნდა დაბრუნდეს. ამ აზრზეა ჩემი ბოიფრენდი კრისტიანუც (რონალდუ - ავტ.), რომელიც ჩემთან ერთად ისმენდა ჩვენი მეგობრების მონაყოლს აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.


ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისტვის)
nini
05 მარტი 2014 20:44
კიმაგრამ ქართველი სპორცმენები წავიდნენ და შეიკისგან რას ითხოვთ ვერ ვხვდდები
zaza
16 თებერვალი 2014 23:27
მართლა სიდებილე იყო ქართველების ასეთი საქციელი ირინა შეიკის ფეისბუკის გვერდზე. მე მგონი ჩვენი ერი სულ უფრო და უფრო გოიმდება. რა ყანა ხალხია :(
tamaz
14 თებერვალი 2014 16:08
თქვენი გამკვირვებია ხალხო, აბა რა უნდა ექნა მგ გოგოს? ქართველებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა და უარი ეთქვა მონაწილეობაზე? დავიჯერო, ვინმე ფიქრობს, რომ 180 მილიონ რუსში 1 ადმიანი მაინც მოიქცეოდა მასე? რადგანაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია წაართვა, ამის გამო რუსი ბოიკოტს გამოუცხადებს ოლიმპიადას? მთლად ნუ გარეკეთ მართლა. როორც ამბობენ, ქართველების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი და ამ თქვენი სულელური ფეისბუქ კომენტარებით იქნებ მოახერხოთ და ეგეც მტრად აქციოთ.
P.S. ვიცი, ბევრი დაწერს ან გაიფიქრებს, ამ ჩემს ფეხებს, თუ შეიკს ქართველები არ ეყვარებაო. მასეთი დამოკიდებულებით იყავით რუსებთან და რუსეთთან და რასაც დავიბრუნებთ, არავის გავუყოთ.

რედაქტორის რჩევით