კაბუ: "მგონია, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"
20-02-2014
კაბუ: "მგონია, თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"
"მინდა, სომხეთის, აზერბაიჯანის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გავხდე"

"ჩვენს ქვეყანაში ძაღლის უფლებები მეტადაა დაცული, ვიდრე - ადამიანების"

"კაცი პრემიერ-მინისტრია და საკუთარ თავსაც კი არ უსმენს, არათუ - ოპონენტს."


კაბუ (კახა აბუაშვილი):


- ჩვენთან არც პოლიტიკა, არც დემოკრატია, არც ეთიკა და საერთოდ, მთავრობის მოსახლეობისადმი დამოკიდებულება არ არსებობს. ჩვენთან არც სიყვარული და არც ელემენტარული პატივისცემა არ არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ხალხი ავად რომ არის და თან - კრიმინალია. ჩვენს ქვეყანაში ძაღლის
უფლებები მეტადაა დაცული, ვიდრე - ადამიანების.
რა რუსეთი, რა ოლიმპიადა ხალხნო? ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ ვერც ეს მთავრობა დაალაგებს და ვერც წინა მთავრობამ დაალაგა, რადგან ჩვეულებრივად "ავად" იყო ჩვენი პრეზიდენტი. ახლა კი, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი, არც ვიცი. არ შეიძლება, რომელიმე მთავრობის წევრს თავისი სამშობლო
უყვარდეს? პატივს არ უნდა სცემდნენ იმ მიწას, რომელზეც დადიან?
რა მანიაკალიზმია? ახალი ხელისუფლება "ფარით და მახვილით" მოვარდა, გავიმარჯვეთო, კიოდნენ და პარლამენტის პირველივე მოწვევაზე პრეზერვატივის ფოჩების "ყოფნა-არყოფნა" განიხილეს. მეგონა, ხუმრობდნენ, რადგან რომელი პრეზერვატივის ფოჩი მადარდებს, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?

- შენ ყველაზე მეტად რა გადარდებს?

- ჩემი ქვეყნისა და ხალხის ბედი, რომელსაც ყოველდღე იჭერენ და ძალის გამოყენებით აშარდვინებენ, რომ მათი ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება განსაზღვრონ. პოლიციელების ადამიანებისადმი რაღაცნაირი დამოკიდებულებაც მაწუხებს. კიდევ გამოდიან და უტიფრად აცხადებენ, დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ჯერ საერთოდ ის არის გასარკვევი, ვართ თუ არა ქვეყანა, რადგან ყოველ საათ-ნახევარში რუსი საზღავრს წინ გვიწევს. რაზეც მთავრობა გვეუბნება, არა უშავს, უკან გადასწევენო. კაცი პრემიერ-მინისტრია და საკუთარ თავსაც კი არ უსმენს, არათუ - ოპონენტს. ამ ყველაფრის გამო, ძალიან მინდა, რომ ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გავხდე, რადგან ელემენტარულად მართვის მოწმობა ავიღო და ავტომობილით ვიარო.

- საქართველოში მართვის მოწმობის აღება რთულია?

- მქონდა მართვის უფლება, მაგრამ ჩამომართვეს, რადგან "მეტადონის" პროგრამას გავდივარ. მთავრობას კი მიაჩნია, რომ რადგან ადამიანი "მეტადონის" პროგრამას გადის, ის ადამიანი აღარ არის და ნულია მისი ფასი. მთვრალ მძღოლებს კი მხოლოდ 150 ლარს უწერენ ჯარიმას. ეს რა კანონებია? "ვაფშე" სადა ვართ? რა დემოკრატია, რა კაცთმოყვარე ერი? ამ მთავრობის წარმომადგენლებს არავინ უყვართ, ხალხნო...

- წინა მთავრობის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო?
- მაშინ საერთოდ გარეთ გასვლის მეშინოდა. თუმცა ამისი ახლაც მეშინია. ჩვენს ქვეყანას 9 წელი "ავადმყოფი" კაცი მართავდა და ჩვენ ვისხედით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ამის თქმის გამო, გინდა დამიჭირონ ახლა და გინდა - ყურებით დამკიდონ. ვთვლი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან სანამ საზოგადოება ჩუმად იქნება, არაფერი გვეშველება. რა ოლიმპიადა აუტყდათ, როცა ორ ნაბიჯში ვიღაცები დგანან და საზღვარს თავიანთი სურვილის მიხედვით ავლებენ?! არ ვარ ამ ოლიმპიადის მომხრე. უპრინციპო მთავრობა და უპრინციპო ერი ვართ. ამიტომ მგონია, რომ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი მოგონილია და ისინი რეალურად არც არსებობდნენ...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.
dark psy
01 მარტი 2014 03:25
აკტუალური ფენის გაყიდვა დაუშვან და დავწყნარდებით ყველა,მეც კაბუც,გოც,ეროსაც,ლაშპო,გოგას დედას რო შევეციიიი...ყველა გავიშრობთ თმებს და თმაგაშლილი ვივლით)))))))))))
giorgi
23 თებერვალი 2014 06:13
კაბუ "ნარკომანია" ხო? თქვენ კ ა ც ე ბ ი არა ხართ. კაბუ რომ გაიგოთ ვინ არის და დააფასოთ, კაცები უნდა იყოთ და არა გ ვ ე ლ ა - ძ უ კ ნ ე ბ ი.

კაბუმ კიდე იმდენი რომ გაიკეთოს რამდენიც გაუკეთებია - მაინც კაცი იქნება . იმიტომ რომ სიმართლეს ამბობს, ტკივა და ღირსება არა აქვს დაკარგული.
zviad
23 თებერვალი 2014 05:59
კაბუ ლეგენდა ხარ არ დაგავიწყდეს!!! ;) და ამავე დროს მართალი, ჯიგარი და მართლა მოაზროვნე ქართველი კაცი!!!

რედაქტორის რჩევით