"უგო ბაგრატიონს ძალიან მოსწონს ჭკვიანი გოგონები, არ უყვარს შტერები"
23-02-2014
"უგო ბაგრატიონს ძალიან მოსწონს ჭკვიანი გოგონები, არ უყვარს შტერები"
"უცოლო, ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, სიმკაცრის მე პირადად ვერაფერი შევატყვე"

"ალბათ, ცოლად ქართველ გოგონას მოიყვანს... მე მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს"



რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ნინო იოსელიანმა სამეფო ოჯახთან, დავით და უგო ბაგრატიონებთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. ისინი საქართველოში, ერთ-ერთ კლუბში ატარებენ დროს. როგორები არიან გართობისას მომავალი მეფის მამა და ბიძა, ამაზე ნინო იოსელიანი ბევრ საინტერესო რამეს მოგვიყვა.

ნინო იოსელიანი:


- დიდი ხანია, დავით და უგო ბაგრატიონს ვიცნობ. ესპანეთში ვცხოვრობდი 9 წელი და
იქ გავიცანი. მას შემდეგ ამ ბიჭებთან ვმეგობრობ. ორივე მეგობრული ადამიანია და როგორც ჩვეულებრივ ხალხს, მათაც უყვართ გართობა. დროის ტარება, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში, როგორც საქართველოში, როგორც ევროპაში და როგორც ყველგან არის მიღებული.

- როგორ ერთობა სამეფო ოჯახი?


- ადამიანი, როდესაც მიდიხარ ბარში, მუსიკას უსმენ. ისინი ცოცხალი
მუსიკის მოსმენას ანიჭებენ უპირატესობას.

- უგოც საქართველოში ცხოვრობს?

- უგოც და დავითიც საქართველოში ცხოვრობენ. უგო 5-6 თვეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ის ჩვეულებრივად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რესტორანში, ბარშიც, ,,ივენთებზე" და ასე შემდეგ.

- უგო უცოლოა. რამდენადაც ვიცით, ბევრ გოგონას მოსწონს, სიმპატიურია, მაგრამ მკაცრი ჩანსო, ამბობენ, მართალია?

- უცოლოა, სიმკაცრის მე პირადად ვერაფერი შევატყვე. ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია. ის მარტო საქართველოში არა, ესპანეთშიც ძალიან ბევრ გოგონას მოსწონდა.

- მას როგორი გოგონები მოსწონს?

- უგოს ძალიან მოსწონს ჭკვიანი გოგონები, არ უყვარს შტერები. ამიტომ ყველას ვურჩევ, უგოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, უჭკუო და თავქარიანების შთაბეჭდილებას ნუ დატოვებენ.

- ცოლად ქართველი გოგონას შერთვას აპირებს?

- მას ქართველი გოგონებიც მოსწონს და ევროპელიც. თვითონ ქართველია და ალბათ, ქართველ გოგონას მოიყვანს. მთავარია, ვინ შეუყვარდება. ეს მას უნდა კითხოთ.

- მეუღლეს გაცილებულ ქალს, მამაკაცის ხელში ატაცებულს, რომ დაინახავენ, ბევრი იფიქრებს, რომ მასთან რომანი გაქვთ...

- არა, მე და უგო მეგობრები ვართ. დავითთანაც უბრალოდ ვმეგობრობ. ეს ნამდვილად მეგობრული სურათია. ყველას მოეწონა, გაეცინათ, მიხვდნენ, რომ კარგ დროს ვატარებთ.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
kaa
26 თებერვალი 2014 15:41
ჰოოო, ახლა მეფეო.... მერე ვის რაში სჭირდება მეფუკა და მისი კარი?? ჩემი აზრით დროა გონს მოეგოს ზოგიერთი კუკურუკუ. და საერთოდაც კვირის პალიტრა მარგად დაყშტერდა ბოლო დროს.. რა კრეტინობებს ბეჭდავთ ვინმე გონებაგახსნილი არ კითხულობს რედაქვიაში???
mepis asuli
25 თებერვალი 2014 10:58
რა მეფე,რა მეფის ბიძა:))))))))))))))სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!!!!!!
eka
25 თებერვალი 2014 05:07
ქართველებს სჭირდებათ მეფე და არა მასხარა,ეტყობა ვერ ხვდებიან რა დღეშია ეს ქვეყანა.

რედაქტორის რჩევით