"არა მგონია, ერთადერთი ვიყო, ვისაც ნარკოტიკი გაუსინჯავს"
03-03-2014
"არა მგონია, ერთადერთი ვიყო, ვისაც ნარკოტიკი გაუსინჯავს"
"ეს ფარისევლობაა და მეტი არაფერი"

ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"მესმის, რომ ყველას გვტკივა, იმ შემზარავი კადრების ყურება რთულია, ბევრი ფილმშიც ვერ უძლებს! თითო დროშას და თითო სტატუსს გაგიგებდით, ისიც მჯერა, თქვენი განცდა-მოქმედებაც გულწრფელია. კარგად რომ არ გიცნობდეთ, ამ უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობასაც მოგიწონებდით, მაგრამ თქვენ ის ხალხი არა ხართ, კაიტიპობაში მხოლოდ ერთმანეთს რომ ეჯიბრებით?! თქვენ ის ხალხი არა ხართ, 2008-დან მოყოლებული, ომის დაწყებისთვის რუსეთს
ბოდიშებს რომ უხდით?! თქვენ ის ხალხი არა ხართ, მეგობრობა მარტო "ფეისბუკში" რომ იცით, სინამდვილეში ერთმანეთის გაჭორვაზე გიჟდებით, მერე იმას უცდით, ფეხი ვის უფრო სწრაფად დაუსხლტება, რომ ხმამაღლა დასცინოთ?! თქვენ ის ხალხი არა ხართ, საკუთარ წარმატებაზე მეტად სხვისი მარცხი რომ გახარებთ?! თქვენ ის ხალხი არა ხართ,
ყოველდღე ლანძღვა-გინებას რომ მიძღვნით, ღამე ინბოქსში შვილის სიკვდილს რომ მისურვებთ გირგვლიანივით, მერე ძილად მისვლის ლოცვას კითხულობთ და ტკბილად იძინებთ. მე კი არ მძინავს და ღმერთს ვთხოვ, ამდენი ნეგატიური ენერგია ჩემს ოჯახს ააცილოს, დიახ, ჩემს ქალაქში ასე ცხოვრება ვისწავლე...
ფეიკ ჩანთებზე დასცინით ხალხს და ყალბი ღიმილი სახეზე სულ არ განაღვლებთ.
ყალბია თქვენი ვაჟკაცობა!
ყალბია თქვენი თამადობა!
ყალბია თქვენი თანადგომა!"


"კვირის პალიტრა" ტელეწამყვანს ესაუბრა:

- ჩვენი სიყალბე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ადამიანებმა პირდაპირ თქმა არ ვიცით, ერთმანეთთან თამაში გვიწევს. შემდეგ ეს ყველაფერი გროვდება და პირად სივრცეში - "ფეისბუკში" უადვილდებათ ამის გამოხატვა.

- ამბობ, რომ გირგვლიანივით შვილის სიკვდილს გისურვებენ...
- ვუყურებ იმ კატეგორიის ხალხს, ტაძრებში რომ დადიან, სანთელს ანთებენ და ამ დროს ბევრ ცუდს აკეთებენ... შევხვედრივარ ასეთ ადამიანებს. ეს ფარისევლობაა და მეტი არაფერი. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ვინმეს თავს ვაცოდებ. რომ წაიკითხოთ, ყოველდღიურად რას მწერენ, შეიძლება რამდენიმე წიგნში არ დაეტიოს. შევდივარ მათ კედელზე და ყველა საეკლესიო დღესასწაული აქვთ აღნიშნული... ეს შენიღბული ცხოვრებაა.

- "ის ხალხი ხართ, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებიდან რუსებს ბოდიშს უხდის", - დაწერეთ "ფეისბუკში".

- როცა ასეთ თემებზე კომენტარს ვაკეთებ, მწერენ, არ გიხდება  პოლიტიკაში ჩარევაო. მე პოლიტიკაში არ ვერევი, უბრალოდ, ჩემს აზრს გამოვხატავ. მგონი, ყველას გვაქვს ამისი უფლება. სხვები თუ ამდენს წერენ, ხანდახან მეც რომ გამოვხატო ჩემი აზრი, არ შეიძლება? კარგად გვახსოვს, 2008 წელს რაც მოხდა. სირაქლემას პოზაში ვიყავით და არ ვიმჩნევდით. დღემდე იმას ვამტკიცებთ და ვარკვევთ, ვინ დაიწყო ომი, რაც სასაცილოა. სამაგიეროდ, დიდი გული გვაქვს, როდესაც ჩვენგან შორს მიდის ბრძოლა და ვირტუალურად მხარს ვუჭერთ მთელი გულითა და სულით. ვაჟკაცობას ასე გამოვხატავთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში გართობასა და ნარკოტიკებზე ლაპარაკობ, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

- ჟურნალისტმა მკითხა, რომელი ნარკოტიკი გაგისინჯავსო და მეც სიმართლე ვუთხარი. მართალია, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ... არა მგონია, ერთადერთი ვიყო, ვისაც მარიხუანა გაუსინჯავს... მკითხა, რა გგვრის სიამოვნებასო? შეიძლებოდა ბევრი რამე მეთქვა. მაგალითად, ფილმის ყურება, სეირნობა... ეს ყველას ჰგვრის სიამოვნებას, მაგრამ კიდევ რა ანიჭებთ სიამოვნებას, არავინ ამბობს. მე ავდექი და სიმართლე ვთქვი. ეს იყო და ეს.

ქეთი საგინაშვილი
manco
18 მარტი 2014 09:37
აუ რა ბოღმა ყოფილა?
ლილე
17 მარტი 2014 12:53
შენს შვილს შეთავაზე გასინჯოს და ნახავ იქნებ მერე 100-ჯერ მოუნდეს გასინჯვა.რასაც გწერენ ყველაფრის ღირსი ხარ.რა ჭკუაზე დადგები შენი შვილი რომ გამოგიშტერდება, მერე იამაყე გამისინჯავსო
+
10 მარტი 2014 09:37
რა დამჭკნარი ხელია, თიკოსია?

რედაქტორის რჩევით