დავით ბახტაძე "არამგონია, ეს სტივენ სიგალის აზრი იყოს"
06-03-2014
დავით ბახტაძე "არამგონია, ეს სტივენ სიგალის აზრი იყოს"
სტივენ სიგალის განცხადებას, სადაც ის ყირიმსა და საქართველოს შედარების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2008 წელს, ომი საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე გამოეხმაურა. ამჯერად ის საქართველოშია და ჰოლივუდელი კოლეგის განცხადებამ მისი აღშფოთება გამოიწვია.

დავით ბახტაძე:

- აქამდე არ მქონდა წაკითხული მისი ეს კომენტარი და არ ვიყავი საქმის კურსში. ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო საერთოდ? ისედაც ხომ ნათელია ყველაფერი. არამგონია, რომ ეს მისი აზრი და
ნაფიქრალი იყოს. ეტყობა, თვითონ ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნებიან.

- როგორც ცნობილია, სტივენ სიგალი ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს, როგორ ფიქრობთ, ეს მისი გავლენაა?

- ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, პუტინის და სიგალის ძმაკაცობის დეტალები არ ვიცი. მე თვითონ სიგალთან არანაირი პირადი და არც სასახურეობრივი შეხება არ მქონია.

ასევე იხილეთ: სტივენ
სიგალი - "განა საქართველო არ დაესხა თავს რუსეთს პირველი?"

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)
neli
18 მარტი 2014 02:51
სანამ სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთს ეძახით არაფრის საშველი არ იქნება
07 მარტი 2014 15:18
მე კი მჯერავს, რომ სიგალი ამას იტყოდა. მას რუსები უყვარს... მისი ერთ-ერთი წინაპარი რუსი იყო... პუტინთან მეგობრობასაც არ გამოვრიცხავ. სიგალმა რა იცის საქართველოს ისტორია. ცხინვალით არ დაწყებულა ჩვენი რუსეთთნ კონფლიქტი. რუსეთს თავისი იმპერიული ინტერესები აქვს და ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს ინტერესები და რუსეთის ძალა უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ისე ვიქვევით თითქოს პირიქით იყოს! ამაშია საქმე. აგვისტოს ომში სააკაშვილი რომ პროვოკაციაზე წამოეგო ეს ქართველებმა კი არა ყველა უცხოელმა ექსპერთმა დაადასტურა... ქართველები ერთმანეთის ძირისგამომთხრელ საქმიანობას არ შეეშვებიან. მანამ არაფერი არ გვეშველება... გინდა ნატოშიც და ევროგაერთიანებაშიც კი ხვალვე რომ მიგვიღონ.
aleko
07 მარტი 2014 10:21
რატო გიკვირთ?
სიგალმა კიარა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს არ ადანაშაულებენ ომის დაწყებაში?
ეს ეხლა მიხვდნენ რომ ეგრე ვიღაცის ჯიბრზე არ უნდა აკეთო უჭკუო განცხადებები

რედაქტორის რჩევით