დავით ბახტაძე "არამგონია, ეს სტივენ სიგალის აზრი იყოს" - კვირის პალიტრა

დავით ბახტაძე "არამგონია, ეს სტივენ სიგალის აზრი იყოს"

სტივენ სიგალის განცხადებას, სადაც ის ყირიმსა და საქართველოს შედარების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2008 წელს, ომი საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე გამოეხმაურა. ამჯერად ის საქართველოშია და ჰოლივუდელი კოლეგის განცხადებამ მისი აღშფოთება გამოიწვია.

დავით ბახტაძე:

- აქამდე არ მქონდა წაკითხული მისი ეს კომენტარი და არ ვიყავი საქმის კურსში. ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო საერთოდ? ისედაც ხომ ნათელია ყველაფერი. არამგონია, რომ ეს მისი აზრი და ნაფიქრალი იყოს. ეტყობა, თვითონ ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნებიან.

- როგორც ცნობილია, სტივენ სიგალი ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს, როგორ ფიქრობთ, ეს მისი გავლენაა?

- ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, პუტინის და სიგალის ძმაკაცობის დეტალები არ ვიცი. მე თვითონ სიგალთან არანაირი პირადი და არც სასახურეობრივი შეხება არ მქონია.

ასევე იხილეთ: სტივენ სიგალი - "განა საქართველო არ დაესხა თავს რუსეთს პირველი?"

ეკა ჩიკვაიძე (სპეციალურად საიტისთვის)