20-03-2014
ქართველმა ბოდიბილდერმა ლიკა ქავჟარაძის სექსუალური პარტნიორის როლი შეასრულაადრე ნინის ვიქტორი მოსწონდა, მეგობრებმა კი დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და მიუყვანესო...
ზაზა ურუშაძის "მანდარინებში"რუსი ჯარისკაცი იყო, თორნიკე ბზიავას "აპრილის სუსხშიც"ეპიზოდურ როლში გადაიღეს, შოთა კალანდაძის "ტრილოგიაში"კი ლიკა ქავჟარაძის სექსუალური პარტნიორი ითამაშა. გარდა ამისა, ის არაერთ მუსიკალურ თუ სარეკლამო კლიპშიც არის გადაღებული და ქართველ გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 28 წლის ბოდიბილდერი - ვიქტორ გეგეშიძე დიდი ხანია, სპორტის ამ სახეობით არის გატაცებული და საკუთარი
- ვიქტორ, არაერთ ფილმში მონაწილეობთ. თამამ სცენაში ისეთ ცნობილ ქალბატონთან ერთად გადაგიღეს, როგორიც ლიკა ქავჟარაძეა. ამას სხვა პერსონაჟებიც მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდნენ თქვენით?
- თავიდან, რა თქმა უნდა, ჩემმა ფიზიკურმა მონაცემებმა მიიქცია მათი ყურადღება, მაგრამ მერე ნახეს, რომ იმის შესრულებას, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ, კარგად ვახერხებდი. საერთოდ, ბოდიბილდერების შეჯიბრებებზე გარკვეულწილად მსახიობობაც გვიწევს: მუსიკის ფონზე სხვადასხვა ილეთი უნდა შეასრულო, რიტმში ჩაჯდე და შენი ფიზიკური მონაცემები სწორად წარმოაჩინო, ამიტომ ჩემთვის "მსახიობობა"უცხო ხილი არ იყო.
- ვარჯიში რომ დაიწყეთ, რამდენს იწონიდით?
- 48 კილოგრამს. ძალიან სუსტი, გამხდარი, ავადმყოფი ბავშვი ვიყავი და მეუბნებოდნენ, - შენგან რა უნდა დადგესო? მაგრამ

- თქვენი "ფეისბუკის"გვერდზე ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ვნახე. მეგობრობთ?
- ეს 2008 წელს გადაღებული ფოტოებია. ნინიმ დაბადების დღეზე დამპატიჟა და წავედი, კარგი დრო გავატარეთ... დიდი ხანია, მას აღარ შევხვედრივარ.
- ამბობენ: ადრე ნინის ვიქტორი მოსწონდა, მეგობრებმა კი დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და მიუყვანესო...
- ამაზე ვერაფერს გეტყვით (იღიმის).
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.