ჯორჯ ფინს (გიორგი აგიაშვილი) სერიალ "მენტალისტში" იღებენ?!
30-03-2014
ჯორჯ ფინს (გიორგი აგიაშვილი) სერიალ "მენტალისტში" იღებენ?!
"მენტალისტი" დეტექტიური სერიალია, რომელიც ა.შ.შ.-ს ტელეარხ CBS-ზე გადის და მთელ მსოფლიოში (მათ შორის - საქართველოშიც) დიდი პოპულარობით სარგებლობს."

ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი ქართველმა საზოგადოებამ ორი წლის წინ ფილმით, Tbilisi, I love you გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს და დიდი წარმატების გზას ადგას, შემდეგ "ნანუკას შოუშიც" გამოჩნდა. გიორგის ჰოლივუდში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს. საქართველოში კი მის სამსახიობო შესაძლებლობებთან ერთად, მისი გარეგნობითაც არიან მოხიბლულნი.

ახლახანს ინტერნეტში,
ჯორჯ ფინის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა სურათი, სადაც იგი ავსტრალიელ ვარსკვლავ საიმონ ბეიკერთან ერთად არის აღბეჭდილი. ფოტო პოპულარული სერიალის, "მენტალისტის" გადაღებებიდან გავრცელდა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ქართველი მსახიობი ამ ტელეპროექტშია დაკავებული. "მენტალისტი" დეტექტიური სერიალია, რომელიც ა.შ.შ.
-ს ტელეარხ CBS-ზე გადის და მთელ მსოფლიოში (მათ შორის - საქართველოშიც) დიდი პოპულარობით სარგებლობს. საიმონ ბეიკერის გარდა, სერიალში თამაშობენ: რობინ ტანი, ტიმ კენგი, ამანდა რიგეტი და სხვა.

("მამის გარდაცვალების მერე არც მე, არც მას, საჯარო საუბრების სურვილი არ გვაქვს..." - სურათზე: ძმები აგიაშვილები მამასთან, დავით აგიაშვილთან ერთად
)

პროექტზე სასაუბროდ ჩვენ ვცადეთ გიორგის ან მის ძმას, რეჟისორ ნიკა აგიაშვილს დავკავშირებოდით. ამ უკანასკნელთან კონტაქტზე გასვლა მოხერხდა, ნიკას პასუხი კი ასეთი იყო: "გიო ახლა გადაღებებზეა. თვითონ მას ინტერვიუების მიცემის სურვილი არ აქვს. მამის გარდაცვალების მერე არც მე, არც მას, საჯარო საუბრების სურვილი არ გვაქვს... იმედია, გასაგები ამბავია. ცოტა ხანი, დროებით ინტერვიუები არ გვინდა"...

ნიკასა და გიორგი აგიაშვილების მამა, რეჟისორი დავით აგიაშვილი ა.წ. 12 თებერვალს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მის ოჯახში კინო რელიგიასავით იყო... რაც მისი შვილების მოღვაწეობაშიც ჩანს...

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
შშშშ
30 მარტი 2014 22:25
Tbilisi, I love you ორი წლის წინ კი არა რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა კინოთეატრებში.

რედაქტორის რჩევით