14-04-2014
ამ ქერა ლამაზმანს, "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავს, 10 მარტს 56 წელი შეუსრულდა. კლასიკური Femme fatale – საბედისწერო ქალი 10-დან 8 შემთხვევაში წითელ ხალიჩაზე გამოსვლისას კოჭებამდე სექსუალურ კაბას ირჩევს, ღრმა დეკოლტეთი. უმეტესწილად მისი სამოსი რობერტო კავალისაა, დიზაინერის, რომელთანაც მსახიობს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.2012 წლის აპრილში თანამედროვეობის სექსსიმბოლო "Vogue"-ის ადგილობრივი გამოცემის პატივსაცემად გამართულ ბრაზილიურ წვეულებაზე გაემართა და სწორედ იქ გაიცნო 27 წლის არგენტინელი მანეკენი მარტინ მიკა. ვარსკვლავები წვეულებიდან გაიპარნენ და თავი სასტუმროს
სიყვარული ერთ ღამეზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა. მართალია, ავი ენები ამბობენ, რომ მარტინი შერონს ვარსკვლავობის გამო ეთაყვანება, მაგრამ მათი გაცნობიდან უკვე კარგა ხანი გავიდა და შერონს ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი თავისი რჩეულის გრძნობების სიწრფელეში.
ვერაფერი დააკლო წყვილის სიყვარულს დროდადრო გავრცელებულმა მითქმა-მოთქმამაც იმის შესახებ, თითქოს შერონი მიკას დაშორდა და ხან მილიარდერ მაიკლ ვადიიკთან, ხანაც ბრენტვუდში, სადაც მსახიობი ცხოვრობს, ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად ნახეს. ამ ჭორებს მყისვე ეღებოდა ბოლო, როგორც კი მარტინი და შერონი ქუჩაში ერთად გამოჩნდებოდნენ. შერონიც უწინდებურად ატყვევებს ყველას მშვენიერი სხეულით, მარტინი კი კმაყოფილი სახით, ხელჩაკიდებული მიჰყვება და ამაყობს, რომ მის გვერდით ასეთი ქალია. არც ერთი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა, ან რა საჭიროა ფიქრი, როცა ორივე ძალიან ბედნიერია!
სტოუნმა უკვე უხვი "მოსავალი" მოიმკა: სექსსიმბოლოს დიდება, ეროტიკული როლები, დღემდე მომნუსხველი მზერა და პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში ჯერ კიდევ პირველი პოზიცია! შერონმა ცოტათი, მაგრამ მაინც დაკარგა უწინდელი მოქნილობა. მიუხედავად ამისა, "ძირითადი ინსტინქტი" კვლავაც ბობოქრობს და მასზე მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი ოცნებობს.


მისი უფროსი ვაჟი, 14 წლის როენი, მამობილ ფილ ბრონშტაინთან ცხოვრობს, 9 წლის ლერდი და 7 წლის ქუინი კი - შერონთან. "ერთი ბავშვი ჩანთასავითაა, ყველგან თან წაიყვან, ორის ყოლა სასიამოვნოა, აი, სამი კი ნამდვილი ცირკია!" - ოხუნჯობს ვარსკვლავი.
თავად შერონს, ბავშვობაში თავგადასავლები არ აკლდა. "ჩემი მტანჯველის სახელიც კი მახსოვს - კარენი. ერთ დილას ღიმილით მითხრა: "მოდი, ვიმეგობროთ". გახარებულმა გაღიმებაც ვერ მოვასწარი, კარენმა უცებ ლაზათიანი სილა მითავაზა!.. როცა სახელი გავითქვი, კარენმა რომელიღაც გაზეთს მოუთხრო, რომ ბავშვობაში ძალიან ქედმაღალი ვიყავი!.. სანამ კარენი სოფლელ დედაკაცად გარდაიქმნებოდა, მე ნამდვილ გედად ვიქეცი!"
ბოლო 15 წელია ვარსკვლავი შიდსთან ბრძოლის საქმეში მსოფლიო ელჩია. იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც აივინფექციას შეისწავლის; აქვს მშვიდობის სამიტის პრემია და დალაი ლამა XIV-ის მეგობარია, რომელიც აღფრთოვანებულია შერონით.
სტოუნი, რომელსაც ერთ დროს "უშვილობის" დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად ამბობს, რომ კარგად იცის, რა არის ტკივილი.
მომზადებულია ინტერნეტის მასალების მიხედვით
იყავი პირველი!