"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ" - კვირის პალიტრა

"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"

8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა... ამ ფაქტმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია.. თავისი მოსაზრება ცნობილმა მომღერალმა - ბუბა კიკაბიძემ გაგვიზიარა., რომელიც იმედი ჰქონდა, რომ კონკურსს სწორედ ქართველები მოიგებდნენ..

ბუბა კიკაბიძე:

- ევროვიზიაზე ქართველების გამოსვლას ვუყურე და მეტი არ შეიძლება, იმდენად მომეწონა...

- საქართველო ყოველთვის სერიოზულად ემზადება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის წარუმატებლად გამოვდივართ...

- ჩემი აზრით, ჩვენებზე კარგად იქ არავის უმღერია. უბრალოდ, იქ ზარებია გადამწყვეტი და ჩვენ ზარების საკმარის რაოდენობას ვერასოდეს დავაგროვებთ..

- აზრი აქვს, ისევ მივიღოთ მონაწილეობა?

- მე თუ ვინმე მკითხავს, არანაირი აზრი არ აქვს. ან თუ ბევრი ფული გვაქვს, ვყაროთ, რა გვენაღვლება. კიდევ ვიმეორებ, რომ არანაირი ღირებულების კონკურსი არ არის. არასდროს მომწონდა ეგ ევროვიზია, მაგრამ ვინც მიდის, მათ უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა წასვლა.

- ისიც ითქვა, რომ ქართულ ფოლკლორს არ უხდება ინგლისური..

- ეს კი, სრული სიმართლეა... თუმცა, ოთხკაციანი ჯგუფი რომ ჩავიდეს და კრიმანჭული იმღერონ, წესით ფეხები უნდა დაუკოცნონ, რადგან მსოფლიოში ასეთი რამ არ არსებობს.. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ, პირველ ადგილს მაინც ვიღაც საყურეებიან, ან კაბიან ბიჭს მისცემენ.

- ისიც თქვეს, რომ ევროვიზიას წელს უფრო პატარა ასაკის მონაწილეები ჰყავდა და ქართველები თითქოს უხერხულად ჩანდნენ მათ შორის...

- რა სისულელეა?! შარშანწინ იუგოსლავიიდან ჩასული ჯგუფი იყო, სადაც ლამის ჩემი ტოლები იყვნენ. გადასარევი ჯგუფი იყო და ყველას ძალიან მოეწონა... ტაშ-ფანდურაა ევროვიზია, შეიგნეთ! იქ ზარებს თვლიან მარტო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უცხოეთიდან ქართველს ეზარება დარეკვა და რაც არ უნდა სერიოზულად მოვემზადოთ, აზრი არ აქვს. გამიკვირდა, როცა გავიგე რომ ქართველები გამოეთიშენ კონკურსს. იმედი მქონდა, მოიგებდნენ, მაგრამ... ვაი, ვაი, ვაი...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)