"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"
09-05-2014
"რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"
8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა... ამ ფაქტმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია.. თავისი მოსაზრება ცნობილმა მომღერალმა - ბუბა კიკაბიძემ გაგვიზიარა., რომელიც იმედი ჰქონდა, რომ კონკურსს სწორედ ქართველები მოიგებდნენ..

ბუბა კიკაბიძე:

- ევროვიზიაზე ქართველების გამოსვლას ვუყურე და მეტი არ შეიძლება, იმდენად მომეწონა...

- საქართველო ყოველთვის სერიოზულად ემზადება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის წარუმატებლად გამოვდივართ...


- ჩემი აზრით, ჩვენებზე კარგად იქ არავის უმღერია. უბრალოდ, იქ
ზარებია გადამწყვეტი და ჩვენ ზარების საკმარის რაოდენობას ვერასოდეს დავაგროვებთ..


- აზრი აქვს, ისევ მივიღოთ მონაწილეობა?

- მე თუ ვინმე მკითხავს, არანაირი აზრი არ აქვს. ან თუ ბევრი ფული გვაქვს, ვყაროთ, რა გვენაღვლება. კიდევ ვიმეორებ, რომ არანაირი ღირებულების კონკურსი არ არის. არასდროს მომწონდა ეგ ევროვიზია, მაგრამ
ვინც მიდის, მათ უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა წასვლა.

- ისიც ითქვა, რომ ქართულ ფოლკლორს არ უხდება ინგლისური..


- ეს კი, სრული სიმართლეა... თუმცა, ოთხკაციანი ჯგუფი რომ ჩავიდეს და კრიმანჭული იმღერონ, წესით ფეხები უნდა დაუკოცნონ, რადგან მსოფლიოში ასეთი რამ არ არსებობს.. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ, პირველ ადგილს მაინც ვიღაც საყურეებიან, ან კაბიან ბიჭს მისცემენ.

- ისიც თქვეს, რომ ევროვიზიას წელს უფრო პატარა ასაკის მონაწილეები ჰყავდა და ქართველები თითქოს უხერხულად ჩანდნენ მათ შორის...

- რა სისულელეა?! შარშანწინ იუგოსლავიიდან ჩასული ჯგუფი იყო, სადაც ლამის ჩემი ტოლები იყვნენ. გადასარევი ჯგუფი იყო და ყველას ძალიან მოეწონა... ტაშ-ფანდურაა ევროვიზია, შეიგნეთ! იქ ზარებს თვლიან მარტო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უცხოეთიდან ქართველს ეზარება დარეკვა და რაც არ უნდა სერიოზულად მოვემზადოთ, აზრი არ აქვს. გამიკვირდა, როცა გავიგე რომ ქართველები გამოეთიშენ კონკურსს. იმედი მქონდა, მოიგებდნენ, მაგრამ... ვაი, ვაი, ვაი...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
temo
12 მაისი 2014 05:28
რეპერტუარს უნდა შერჩევა და არა შმოტკების ყურებას! მაგ კონჩიტამ იმღერა რაც ხალხს უნდა და საკმაოდ კარგადაც. ვერ ნახეთ მტEლი დარბაზი წამოუდგა? შინიც მაგარია და მარიკოც მაგრამ სიმღერა არ ვარგოდა!
hahahaa
12 მაისი 2014 01:45
xevsuri -ს სწორი ბრაძანდები, ისე თითქმის არავინ იცოს, რომ წლევანდელ კონკურსში ხალხის ზარები ქულის 50% -ს წყვეტდა მარტო, დანარჩენ 50%-ს ყველა ქვეყანაში 5 ჟიურის წევრი წყეტდა! დრევანდელ დროში თემა "ჰომოფობია" ძალიან აქტუალურია და ყველა ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია -"ჰომოფობია"! ნამდვილად არ მეზიზღება ეს კონჩიტაა თუ კონჩხიტა, არც მაინტერესებს ვინ როგორ იცხოვრებს, უბრალოდ ამ გულის რევის შეგრძნებას რა ვუყო,. როცა ძუძუებიან კაცს, ან პენისიან და წვერიან ქალს წარმოვიდგენ??არსებობს გარკვეული რაღაცეები რისი გაუმჯობესება და განვითარება აღარ შეიძლება, ანუ ლიმიტი ამოწურულია და თავს ზევით ძალა არაა, მაგრამ ეს ყველაფერი გენდერ მაინსტრიმის ავადმყოფურ იდეოლოგიაზე დაფუძვნებული მარაზმია, რა ქნან იმ ლესბო და ჰომო მეცნიერებმა, რომლებიც ყველანაირი ძალით ცდილობენ თავიანთი ავადმყოფური გადახრების საზოგადოებაზე "ნორმად" შესაღებას??თურმე არ აქვს მნიშვნელობა ფიზიოლოგიას, მთავარი ტვინი ყოფილა, ანუ თუკი წარმოიდგენ, რომ შენ ხარ ჩიტი, შეგიძლია დაიჯერო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაფრინდები:D:Dგერმანიაში უკვე რამდენიმე სკოლაში საერთოდ ამოიღეს ბიოლოგია და ანატომია სკოლის პროგრამიდან!

საით მიექანება ეს მსოფლიო??

არადა მარტო ნიფხავში ჩახედვა კმარა იმისათვის, რომ გაიგო რა არის ბუნებრივი და რა ავადმყოფობა!
Badri
11 მაისი 2014 11:59
Mე კი მგონია,რომ ყველაფერი Kანონზომიერია,მხოლოდ გამარჯვებულის შესახებ იყოს აზრთა სხვადასხვაობა.ევროვიზიაზე უნდა იმღერო უბრალოდ უდიდესი უმრავლესობისტვის Mოსაწონი და ამგდები სიმღერა.ყველა რომ აგყვება ისეთი.ასეთი სიმღერები ყველას Aმახსოვრდება და უფრო Dიდი შანსი აქვს გამარჯვების.

რედაქტორის რჩევით