"შინი": "იქნებ კარგიცაა, ეს სიბინძურე რომ არ წამოვიდა საქართველოში" (ექსკლუზივი)
10-05-2014
"შინი": "იქნებ კარგიცაა, ეს სიბინძურე რომ არ წამოვიდა საქართველოში" (ექსკლუზივი)
"არცერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს."

"ყველამ კარგად იცის რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი"


8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა... "გავრცელდა ხმები, ბევრმა ქართველმა ავსტრიელ, ტრანსგენდერ მონაწილეს მისცა ხმაო, რაც ცოტა გულსატკენია. მაინც მგონია, რომ საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის ტრადიციებს შეინარჩუნებს"... - ამბობს ჯგუფ "შინის" თანადამფუძნებელი, ბასისტი და მომღერალი – ზურა
გაგნიძე, რომელიც კოპენჰაგენიდან გვესაუბრა...

- ასე ადვილი არ არის, დაასკვნა, თუ რა მოხდა... რადგანაც მოგვეცა საშუალება ევროვიზიაზე გამოვსულიყავით, ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა - ხალხნო, დავუბრუნდეთ კარგ მუსიკას-თქო! ჩვენ ის კი არ გვინდოდა, ევროვიზიისკენ წავსულიყავით, არამედ ევროვიზია წამოსულიყო ჩვენსკენ. ევროვიზიამ კი ეს არ ისურვა და რაც
ისურვა, გამოჩნდება..
.

- იმ მოსაზრებას ეთანხმებით, რომ ქართულ ფოლკლორს არ უხდება ინგლისური და იქ ვერ აღგიქვეს?..

- ჩვენ ფოლკლორი არ წარგვიდგენია... რაც ჩვენ წარვადგინეთ, იმას ქართულ ენაზე ვერ გავიტანდით, რადგან ვერავინ გაიგებდა. აუცილებელი იყო სიტყვების ტექსტი ყველას გაეგო.

- ითქვა, რომ წელს ევროვიზიას ასაკით უფრო პატარა მონაწილეები ჰყავდა. თითქოს უხერხულად გრძნობდით თავს...


- დიდები ვართ, ეს ცხადია და ასაკს არც არავინ მალავს. უხერხულობა აბსურდია, მაშინ არ წამოვიდოდით, ხომ ვიცოდით, სად მოვდიოდით და ვინ იყვნენ მონაწილეები?!. აქ გამარჯვება სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად იცის რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი. თუმცა, არცერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს.

- ავსტრიელ ტრანსგენდერ მონაწილეს გულისხმობთ?

- ვერაფერს გეტყვით, ეგ რაღაც ახალი სიტყვაა... ჩვენგან ყველასგან და საქართველოსგან იმედია, შორს არის. გავრცელდა ხმები, ბევრმა ქართველმა ამ ავსტრიელს მისცა ხმაო, რაც ცოტა გულსატკენია. მაინც მგონია, რომ საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის ტრადიციებს შეინარჩუნებს

- ასეა თუ ისე, ევროვიზიაზე ყოველთვის ვიჩაგრებით... თქვენი მოსაზრებით მომავალ წელს ისევ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?

- გააჩნია მიზანს. ჩვენი მიზანი რაც იყო, უკვე მოგახსენეთ. სამასი მილიონი მაყურებელი ჰყავს და გვსურდა, გვეთქვა, რომ ევროვიზია უფრო კულტურული, მუსიკალური და მრავალფეროვანი უნდა გახდეს. კარგი იყო თუ გავიმარჯვებდით, მაგრამ ამ ფონზე, რასაც აქ ვუყურებ, შეიძლება სწორადაც მოხდა, საქართველოში რომ ეს სიბინძურე არ წამოვიდა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
tom-s
14 მაისი 2014 12:43
ჯერ ის ისწავლე, რომ ავსტრიაში ავსტრიულად კი არა გერმანულად ლაპარაკობენ და მერე წერე მსგავსი "ინტელექტუალური" კომენტარები. ამოვიდა ყელში ამდენი გაუნათლებელი ადამიანისგან ჭკუის სწავლების მოსმენა.
garet
13 მაისი 2014 19:17
საკმაოდ სწორი შენიშვნებია, უმეტესობა, რაც ეხება სიმღერის მუსიკალურ მხარეს. მე ვარ პროფესიონალი და ვიძახი, რომ სიმღერა თავის კლიპიანად საერთოდ არაფრად არ ვარგოდა და კარგ მუსიკასთან, მით უფრო გენიალურ ქართულ ფოლკლორთან ახლოსაც არ გაუვლია. ერთი გაუგებარი და გაუმართავი რამე იყო. შინის ათი წლის წინანდელ კომპოზიციებთან შედარებით ხომ საერთოდ არარაობა.ამით 2 რამე გაირკვა: რომ შინის პოპულარობა ევროპაში მითია (წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას მისცემდნენ ევროპელი "ფანები") და ის, რომ ღირსეულად წაგებაც არ შეუძლიათ, შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. იმ კონჩიტას თუ ვიღაცას, რომლის ნამღერიც არ მომისმენია და არც მაინტერესებს, სრულიად ქართველი ერი რომ აპიარებს, ამას თუ ხვდებით მეგობრებო?
xatuna
13 მაისი 2014 16:50
მარიკო შენ ნიჭიერი გოგო ხარ, ძალიან გგულშემატკივრობდი, ნუ გეწყინება მაგრამ სიმღერა რომელიც თქვენ შეასრულეთ ნამდვილად არანაირად არ იყო მოსაწონი, სანამ წახვიდოდით მე მოვისმინე მაგრამ საშინლად არ მომეწონა. არაპროფესიონალი კი ვარ, მაგრამ შესანიშნავი შემფასებელი ვარ. ვფიქრობ მარტო რომ წასულიყავით წარმატებას მიაღწევდით, თქვენ საქმე შინმა გაგიფუჭად,მიუხედავად ყველაფრისა თქვენ ძალიან ნიჭიერი და საყვარელი გოგო ხართ,არ ინერვიულოთ არაფერზე!

რედაქტორის რჩევით