მარი ბაბეტა: "ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის ტ...ს" - კვირის პალიტრა

მარი ბაბეტა: "ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის ტ...ს"

"დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება"

"ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს"

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია GDშ-ის ეთერში ჯგუფმა "ბანმა" ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა, სადაც ტამტამის მაგივრად ორი გოგონას უკანალი გამოიყენეს. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ გოგონას და ინტერვიუ ჩავწერეთ.

მარი ბაბეტა (მოცეკვავე):

- გადაცემის პროდიუსერმა შემოთავაზა ამ ნომერში მონაწილეობის მიღება. თავიდანვე ვიყავი საქმის კურსში, რა უნდა გამეკეთებინა და ეს ნაბიჯი სრულიად შეგნებულად გადავდგი.

- ბევრმა თქვა, რომ ეს იყო ქალთა დისკრიმინაცია...

- არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი გასართობი შოუ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ძალიან სახალისო. მე პირადად, ძალიან ვიხალისე და ბევრმა სხვამაც იხალისა. ძალიან ვთხოვ იმ ხალხს, ვინც ერთი ამბავი ატეხა, ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობენ, მე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და არანაირი აგრესია არ მოდის ხალხის მხრიდან. ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის თავს, თავის საქმეს და თავის ტრაკს.

- ამ გადაცემა საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, როგორ ფიქრობ რატომ?

- ხალხმა ვერ გაიგო არაორდინარულად დადგმული შოუ. სამწუხაროდ, ხალხმა არ შეხედა ამას, როგორც ხელოვნებას და სწორედ ესაა ჩვენი შეცდომა. ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს. როდესაც ადამიანი შიგნიდან ბინძურია, ის ყველაფერს ბინძურად აღიქვამს. რა იყო იმაში გასაგიჟებელი, რომ ინსტრუმენტად "გაიჩითა" ორი გოგო?! სხვათაშორის, მსგავსი რამ უცხოეთშიც გაუკეთებიათ და იქ არავის აღუქვამს ეს დისკრიმინაციად. ევროპელებს თუ უნდათ, რომ დაემსგავსნონ, ხელოვნებაში უნდა მიბაძონ და არა სხვა გარყვნილებაში. როდესაც ვუყურე, პირადად მე ძალიან მომეწონა.

- თქვენს ადგილზე რომ მამაკაცები ყოფილიყვნენ, მაინც მოგეწონებოდა?

- ლამაზი არ იქნება, თორემ საინტერესო ნამდვილად იქნება. ქალი ისეთი არსებაა, რომ ყველაფერს ალამაზებს. შესბამისად ქალის უკანალიც ბევრად უფრო მოუხდებოდა შოუს, ვიდრე კაცის დიდი უკანალი. ზოგმა თქვა, თითქოს ეს იყო ქართული ფოლკლორის დაცინვა. რა სისულელეა, არავითარი დაცინვა აქ არ ყოფილა.

- საქართველოს ჰიმნის შესრულება რომ შემოგთავაზოს ვინმემ ანალოგიური ფორმით, დათანხმდები?

- კი. ნებისმიერ ასეთ შოუში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

- მარი, ვიდეოში თქვენი სახე ფატობრივად არ ჩანს. შეიძლება ითქვას თქვენი უკანალი უფრო პოპულარულია ვიდრე სახე და ეს არ გიქმნით დისკომფორტს?

- არა პირიქით. სახე უკვე ისედაც ბევრმა იცის და დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)