მარი ბაბეტა: "ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის ტ...ს"
16-07-2014
მარი ბაბეტა: "ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის ტ...ს"
"დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება"

"ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს"


ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია GDშ-ის ეთერში ჯგუფმა "ბანმა" ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა, სადაც ტამტამის მაგივრად ორი გოგონას უკანალი გამოიყენეს. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ გოგონას და ინტერვიუ ჩავწერეთ.

მარი ბაბეტა (მოცეკვავე):

- გადაცემის პროდიუსერმა შემოთავაზა ამ ნომერში მონაწილეობის მიღება. თავიდანვე ვიყავი საქმის კურსში,
რა უნდა გამეკეთებინა და ეს ნაბიჯი სრულიად შეგნებულად გადავდგი.

- ბევრმა თქვა, რომ ეს იყო ქალთა დისკრიმინაცია...

- არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი გასართობი შოუ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ძალიან სახალისო. მე პირადად, ძალიან ვიხალისე და ბევრმა სხვამაც იხალისა. ძალიან ვთხოვ იმ ხალხს,
ვინც ერთი ამბავი ატეხა, ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობენ, მე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და არანაირი აგრესია არ მოდის ხალხის მხრიდან. ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის თავს, თავის საქმეს და თავის ტრაკს.

- ამ გადაცემა საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, როგორ ფიქრობ რატომ?
- ხალხმა ვერ გაიგო არაორდინარულად დადგმული შოუ. სამწუხაროდ, ხალხმა არ შეხედა ამას, როგორც ხელოვნებას და სწორედ ესაა ჩვენი შეცდომა. ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს. როდესაც ადამიანი შიგნიდან ბინძურია, ის ყველაფერს ბინძურად აღიქვამს. რა იყო იმაში გასაგიჟებელი, რომ ინსტრუმენტად "გაიჩითა" ორი გოგო?! სხვათაშორის, მსგავსი რამ უცხოეთშიც გაუკეთებიათ და იქ არავის აღუქვამს ეს დისკრიმინაციად. ევროპელებს თუ უნდათ, რომ დაემსგავსნონ, ხელოვნებაში უნდა მიბაძონ და არა სხვა გარყვნილებაში. როდესაც ვუყურე, პირადად მე ძალიან მომეწონა.

- თქვენს ადგილზე რომ მამაკაცები ყოფილიყვნენ, მაინც მოგეწონებოდა?
- ლამაზი არ იქნება, თორემ საინტერესო ნამდვილად იქნება. ქალი ისეთი არსებაა, რომ ყველაფერს ალამაზებს. შესბამისად ქალის უკანალიც ბევრად უფრო მოუხდებოდა შოუს, ვიდრე კაცის დიდი უკანალი. ზოგმა თქვა, თითქოს ეს იყო ქართული ფოლკლორის დაცინვა. რა სისულელეა, არავითარი დაცინვა აქ არ ყოფილა.

- საქართველოს ჰიმნის შესრულება რომ შემოგთავაზოს ვინმემ ანალოგიური ფორმით, დათანხმდები?
- კი. ნებისმიერ ასეთ შოუში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

- მარი, ვიდეოში თქვენი სახე ფატობრივად არ ჩანს. შეიძლება ითქვას თქვენი უკანალი უფრო პოპულარულია ვიდრე სახე და ეს არ გიქმნით დისკომფორტს?
- არა პირიქით. სახე უკვე ისედაც ბევრმა იცის და დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
lia
19 ივლისი 2014 12:52
ეგ ბაბეტაა თუ მიუზეტა რა შუაშია! მსგავსი გარყვნილი არსებები ყოველვის იყვნენ და იქნებიან! პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ მაესტრო-ხელოვანს, ვინც ეგ ხელოვნების ნიმუშად საზოგადოებას წარმოუდგინა, თანაც ტელევიზიით.შემოგივა მასეთი რძალი და იტყვიან ქვის ხანისა ხარო!
kaxi
18 ივლისი 2014 22:19
ახალი მოდის ..ხელოვნება.. ტრაკებზე ტყაპუნი. ძალიან მაგარი რამეა. ტრაკების თამაში მოდაშია,ხოდა მიდით მიაწექით ..ხელოვნებას..
gaga
17 ივლისი 2014 19:20
ქართველ ქალს კანჭი რო გამოჩენოდა სირცხვილი იყო! დღეს უკანალზე უთქაფუნებენ და ხელოვნებაოო??? საით მიექანები ბედკრულო საქართველო??? მარის თუ სიამოვნებს რომ ტელევიზიაში აჩვენონ მისი უკანალი როგორც ტამტამი დაე იყოს მასე! მაგრამ ნუ აფიშირებთ ამას! საეღთოდ კანონი უნდა არსებობდეს ამ გარყვნილობის წინააღმდეგ! მამაკაცს რომ დაანახვებ ქალის უკანალს (ბოდიშით ტამტამს)რომ უტყაპუნებენ რა აზრი უნდა მოუვიდეს -რომ ეს ხელოვნებაა????

რედაქტორის რჩევით