ცნობილთა ცრურწმენები
ცნობილთა ცრურწმენები
"ორი წლის წინ პოკერტურნირში გავიმარჯვე. წელსაც მიმიწვიეს და ისევ ის  სამოსი ჩავიცვი, რაც მაშინ მეცვა, მაგრამ არ მიშველა, წავაგე"

"ჩემს მანქანას მეხი დაეცა და მივხვდი, რომ მეტალმა უარყოფითი ენერგია ამაცილა..."


შავი კატა, ავი თვალი, თარსი რიცხვები - ეს ის ცრურწმენებია, რომლისაც ბევრს სჯერა. "კვირის პალიტრა" ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ბევრს ცრურწმენებისა არ სჯერა, ზოგმა კი დაუჯერებელი ამბები მოგვითხრო...


ლალი მოროშკინა: - ცუდი ენერგეტიკის მჯერა, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
მაგალითად, ჩემს მანქანას მეხი  დაეცა და ეს იყო აბსოლუტურად სხვა პლანეტის თემა(?!). ეს მოხდა შარშან, გურიის სტიქიის დროს. რა თქმა უნდა, ამ დროს ყველას შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ მე პირდაპირ მეხი დამეცა. მეტალმა ამაცილა უარყოფითი ენერგია... ჩემს თავს ისეთი რაღაცები ხდება, დაუჯერებელია. ამ ყველაფერს ენერგეტიკას
ვუკავშირებ, ამიტომ ხშირად ვატარებ გიშერს. თუ ადამიანს სუსტი ენერგეტიკა აქვს, ავ თვალს შეუძლია დაანგრიოს ის. მე ვერ მერევა და ჩემ გარშემო მეტალს გადააქვს, ან გიშერი იბზარება... დაკვირვებული ვარ, თუ ქვა არ მიკეთია, კბილი გამბზარვია, ამას ჩემი რამდენიმე კბილი შეეწირა... ის ქვაც იმდენ უარყოფით ენერგიას იღებს, ორ-სამ თვეში გამოსაცვლელი ხდება.
არსებობს ბოროტი თვალით გამოწვეული დისკომფორტი და თუ ძლიერი ხარ,  ვერ გერევა. ლოცვა ცხადია, გვაძლიერებს, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან გამომდინარე, ამის დრო იშვიათად გვაქვს. რომ ვთქვა, დილა-საღამოს ლოცვით ვიღვიძებ-მეთქი, მოვიტყუები. ამიტომ უფრო მარტივი გამოსავალი ვიპოვე - გარდა იმისა, რომ ჯვარს ვატარებ, მასში პატარა ქვაც მაქვს ჩასმული... ადამიანები, ვინც ენერგიას გვაცლიან, ენერგოვამპირები არიან, შეიძლება არავის არაფერს უშავებდნენ, მაგრამ მათი ენერგეტიკა დამთრგუნველია. ადამიანი იწყებს მთქნარებას, სუსტდება. ამ დროს უნდა გაეცალო...


კოტე თოლორდავა, მსახიობი: - მაქვს ერთი ასეთი წესი: პრემიერის დღეს იმდენად ვნერვიულობ, საერთოდ არ ვჭამ. მიმაჩნია, რომ საჭმელმა მოთენთვა იცის.
ორი წლის წინ პოკერტურნირში გავიმარჯვე. წელსაც მიმიწვიეს და ისევ ის  სამოსი ჩავიცვი, რაც მაშინ მეცვა, მაგრამ არ მიშველა, წავაგე. შავი კატის არ მჯერა, თუმცა, საერთო აზრმა ისეთი ფონი შექმნა, დისკომფორტი მეც მექმნება. მჯერა ენერგოვამპირებისა და ისეთი ადამიანების, ვისაც შეუძლიათ გამოგფიტოს. ენერგიას დიდი ძალა აქვს და ეს განსაკუთრებით დახურულ სივრცეში იგრძნობა. თავის დასაცავად  ჯვარს ვატარებ.


ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი: -  ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ რიცხვი 13 რატომღაც არ მიყვარს. მსახიობების გავრცელებული ცრურწმენაა "როლის დავარდნა". ასეთ რაღაცებს იუმორით ვუყურებ,  მაგრამ თუკი რეპეტიციის დროს როლი დამივარდება, სამჯერ ვაჯდები ტექსტს...

- სცენაზე გასვლის წინ რაიმე რიტუალი თუ გაქვთ?

- სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ... ადრე  მჯეროდა შავი კატის გადარბენის, მერე მივხვდი, რომ დიდი სისულელეა. შავი კატაც ისეთივე ცხოველია, როგორიც თეთრი კატა ან ძაღლი...

ნუკა კვალიაშვილი, მომღერალი: - ცუდი ენერგეტიკის მქონე ადამიანებისა და ავი თვალის მჯერა. შავი კატის - არა!  ასევე მჯერა ენერგოვამპირებისა. ისინი  სხვისი ენერგიით იკვებებიან. ასეთ ადამიანთან არ ღირს კონტაქტი. პირადად მიგრძნია ასეთი რამ ერთი ხანდაზმული ადამიანისგან...


ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- ცრურწმენებისა არ მჯერა, არც შავი კატის და არც სცენაზე გასვლის წინ მაქვს რაიმე რიტუალი. ყოველივე ეს სისულელეა.

ქეთი საგინაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები