"სულ ცოცარზე მკიდია, ჭორიკანა ხალხი რას იტყვის ჩემზე" - კვირის პალიტრა

"სულ ცოცარზე მკიდია, ჭორიკანა ხალხი რას იტყვის ჩემზე"

ტელე-შოუ "ნიჭიერში" ტომას ჯალაკი გამოვიდა. მისმა ნომერმა – "პიანინოზე ცოცრით დაკვრამ" ის ძალიან პოპულარული გახადა, ჩვენ დავუკავშირდით მას და ვკითხეთ, თუ რისი თქმა სურდა ამ ნომრით:

- ეს იყო ჩემი მუსიკალური პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამით სტერეოტიპი დავანგრიე, რომლის მიხედვითაც ოცდამეერთე საუკუნეში ქართველმა ვაჟკაცმა რაიმე ეპატაჟური არ უნდა გააკეთოს. ამ ხალხმა არ იცის, რაა ტრადიცია, მეტიც, მათ მხოლოდ ის იციან, როგორ აიგდონ ადამიანი მასხრად და როგორ დაამცირონ. გარშემო ისეთი ხალხია, 10 სიკეთე რომ გაუკეთო და ერთი ცუდი, მხოლოდ ამ ცუდს დაინახავენ.

- თვითონ ნომერზე ბევრი ივარჯიშე?

- კი, მოვემზადე ყველანაირად. ვარჯიშში ხელს "რუსთავი2"-ც მიწყობდა, სარეპეტიციო დარბაზიც კი დამითმეს. მე და ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ეს ნომერი საზოგადოებაში გამოიწვევდა შოკს და იქნებოდა ბომბი. ამ ნომრით მე ქართული საზოგადოების ტკივილი ვაჩვენე. ვიცი, ჩემმა ნომერმა საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია, მაგრამ მე ამისათვის მზად ვარ.

- სხვა ინსტრუმენტებზეც თუ უკრავთ "ცოცრით"?

- მე ერთხელ უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი და ამას აღარ სჭირდება არც არფაზე და არც აკორდეონზე დაკვრა. ამ ნომერს მეორე ტურიც არ სჭირდებოდა, თუმცა მე ეშხში შევიყვანე ჟიურის წევრები, რომლებიც დაინტრიგდნენ. ხალხის უმეტესობამ გამლანძღა, სოც. ქსელებში ქართველ რასპუტინს მადარებენ და წერენ, რომ იმასაც მუდამ ერეგირებული ჰქონდა ცოცარი და სხვ. მინდა იცოდნენ, რომ სულ ცოცარზე მკიდია, ჭორიკანა ხალხი რას იტყვის ჩემზე. ქართველებში დევს ღორული თვისება - შეიძლება მოეწონათ, მაგრამ იმდენად დაბოღმილები არიან, რომ ამას არ იტყვიან და ვისაც არ მოსწონს იმას აყვებიან ხოლმე. ბევრი კომენტარი ვნახე და ისე წერენ, თითქოს ცოცარი არ უნახავთ და არ იციან, რა არის, არადა ამ ხალხის 90% 24 საათის განმავლობაში ან ცოცარს უყურებს ან არადა, მასზე ოცნებობს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიტყვასაც, არადა, ესაა ძველქართული სიტყვა და ვიდრე მე დამიწყებენ ლანძღავს ურჩევნიათ ძველქართული ტექსტები წაიკითხონ, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვსწავლობდი კიდეც.

- ტომას, შენი ტალანტების პატრონი, პორნოგრაფიულ ფილმში თუ მიიღებდი მონაწილეობას?

- ეს ჰონორარზეა დამოკიდებული, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ჩემმა პროდიუსერებმაც მითხრეს, რომ ამის პოტენციალი ნამდვილად მაქვს.

- შენ იყავი მანდატური, ისევ რომ ამ საქმით იყო დაკავებული, მიიღებდი მონაწილეობას?

- როდესაც რამის გაკეთება გინდა, რა საქმით იყავი ადრე დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა.

- როგორ ფიქრობ, მიმბაძველები ხომ არ გამოგიჩნდებიან ან ცოცარით დამკვრელთა ანსამბლის შექმნაზე ხომ არ გიფიქრია?

- არაა ეს ადვილი შესასრულებელი. ამას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური მომზადება სჭირდება. ისე უბრალოდ გამოხვიდე და ცოცრით დაუკრა, შეუძლებელია. ბევრი მწერს (უფრო მეტად არასრულწლოვნები) და მთხოვენ: თქვენთან მომზადება გვინდა ცოცრით დაკვრაშიო და თუ შეიძლება მასწავლეთო. ბუნებრივია, ასეთ სისულელეზე მეცინება. ის საზოგადოება, რომლებიც ხელოვნების აზრზე არაა, ვითომ მაგარი ბიჭები, ვინც მხოლოდ "ჩემი დედა" იციან, მაგათ მივმართავ, ისწავლონ ადამიანის სწორი შეფასება და ნუ ეძებენ ადამიანში მხოლოდ ცუდს, რადგან ყველა ადამიანში არის კარგი. ტელე-ოპერატორად ვმუშაობდი "მაესტროში", აგრეთვე სარეჟისორო გამოცდილება მაქვს, გადაღებული მაქვს ფილმი "განწირულები" (დიდ არაფერი ფილმია, უბრალო სადიპლომო ნამუშევარია), მაგრამ ამ კუთხით რომ გამიხსენონ, არ ჯობია?! მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, არადა, ამ ფილმისთვის ღამეები ვათენე და ამ ფილმით დიპლომი ავიღე. 24 საათი ფიქრობენ და ოცნებობენ ცოცარზე და მაგიტომ აღარ შეუძლიათ სხვა რამის კეთება. ბოროტი ხალხი მებრძვის, რომლებიც მოსიარულე მკვდრები არიან.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)