2014 წლის ქართული შოუბიზნესის სკანდალები!
2014 წლის ქართული შოუბიზნესის სკანდალები!
ანა მარგველაშვილი - პრეზიდენტის ქალიშვილი გათხოვდა?!

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ მისი ქალიშვილი ანა ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას თავად გოგონას ეპატაჟური ცხოვრების სტილმაც შეუწყო ხელი.
ანა მარგველაშვილი 2 წლის განმავლობაში რუსეთში სწავლობდა. იქ ჩააბარა ინსტიტუტშიც, თუმცა, 2013 წლის აგვისტოში სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა. მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანამ პირველად საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში მის შეყვარებულთან, ვინმე ბაჩო სირაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოების
გავრცელების მომენტში წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურისა და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა. ამბობენ, ზაფხულში ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. მაშინ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ანა მარგველაშვილი
წლის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა ინტერენტ-საიტებისა თუ ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე, ქართული ბომონდის წარმომადგენლებთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე. მისი სანაცნობო წრე საკმაოდ ფართოა - დაწყებული ქრისტინე ძიძიგურით, კესარია აბრამიძითა და ხუან ბაგრატიონით დამთავრებული. მაკა ჩიჩუასთან ერთად ანა ხშირად ახლავს მამას დღესასწაულებსა თუ არაოფიციალურ ღონისძიებებზე. საზოგადოებას დაამახსოვრდა დამოუკიდებლობის დღეს გადაღებული პრეზიდენტის ოჯახური სელფები. რამდენიმე თვის წინ კი ანა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მამასთან ერთად დრესკოდისთვის შეუფერებელი სამოსით მივიდა - მას სამხედრო პრინტით გაფორმებული მაისური, ტყავის შარვალი და კედები ეცვა.

დიდი ხმაური მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოფირს, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამით ავტომობილში თემურ რცხილაძის სიმღერას მღეროდა. მორალის დამცველებმა ეს კვლავ მამის სტატუსისა და ღირსების შემლახველ საქციელად მონათლეს. უყურადღებოდ არ დარჩენილა ანას პირველი ტელეინტერვიუ GDშ-ზე, სადაც მან მაყურებლისთვის გარეპა და მამასთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. წლის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოს ლევან ჩიჩუას ("თიელი") ძმა, გეგი ჩიჩუაა. ანამ და გეგიმ 1-ელ დეკემბერს იქორწინეს. გეგი დიჯეია და თბილისის კლუბებში უკრავს. ანას და გეგის ქორწინება მედიასთან ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი - განხეთქილების კატა

თუ 2014 წელი მსოფლიოს მსახიობ რობინ უილიამსის თვითმკვლელობით, ან "ევროვიზიის" კონკურსზე უჩვეულო გარეგნობის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტის გამარჯვებით დაამახსოვრდა, საქართველოში დიდი ინტერესი მსახიობ ია ფარულავასა და მუსიკოს ტარიელ სუარის პირად ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
ინტერნეტრეიტინგების მიხედვით, სწორედ ამ წყვილის შესახებ მომზადებული მასალები ნახა ყველაზე მეტმა მკითხველმა.

ყველაფერი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გერმანიიდან დაბრუნებულმა ცნობილმა გიტარისტმა მსახიობს ხელი პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა. ასე საქვეყნოდ შეჰფიცა სიყვარული ტარიელმა თავის რჩეულს, რაც საზოგადოებამ პოპულარობის მოსაპოვებელ მორიგ ხრიკად აღიქვა, მაგრამ წყვილმა იმ ღამეს ჯვარი მართლაც დაიწერა.

ია ფარულავას ცხოვრებაში სკანდალები არავის უკვირს და არც მეოთხე ქორწინება გამოდგა გამონაკლისი - პრესაში მუსიკოსის პირველი ცოლის, ირმა ბროიერის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ამბობდა, რომ ტარიელი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ია შეირთო ცოლად. გარდა ამისა, ყოფილი ცოლი გიტარისტს პედოფილიაში ადანაშაულებდა, რის გამოც შვილების ნახვა სასამართლოს გზით აუკრძალა. მოგვიანებით, ბროიერის სიტყვები სუარის დედამ, მზია ასლამაზიშვილმა  ამბები.გე-სთან ინტერვიუში უარყო და ახალ რძალს მადლობა გადაუხადა, რომ მის ვაჟს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილის ურთიერთობა დაიძაბა, რისი მიზეზიც, არც მეტი, არც ნაკლები, ფარულავას საყვარელი კატა ზუზი გახდა, რომელიც, თურმე, ტარიელის გიტარის შალითაში შარდავდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სუარის სკანდალური სტატუსები მოჰყვა... სკანდალში გარეული აღმოჩნდა იას სტილისტი მიშა გასიტაშვილიც. ყველამ გაიგო, როგორ წაიკითხა სუარმა მეუღლის მესიჯები, სადაც "პარიკმახერი" მიშა და ია ტარიელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამას მოჰყვა გიტარისტის აღშფოთება... გამწარებულმა ტარიელმა ფანჯარა ჩაამსხვრია, კატა ზუზიმ კი ვერ გაუძლო ოჯახურ სკანდალებს და შინიდან გაიქცა... მოკლედ, წყვილის ცხოვრება სერიალად იქცა. რამდენიმე დღეში ყველაფერი მოგვარდა და ამის შემდეგ წყვილი არაერთხელ ნახეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში... წლის ბოლოს ყველაფერი ისევ აირია - იამ სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ შოკის მომგვრელი სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენია და "ვიგოდნიკი" უწოდა და ყველას მისი „დაბლოკვა“ ურჩია. წყვილი საქალაქო სასამართლოშიც გამოჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ფარულავა მეუღლეს სექსუალური ძალადობის გამო უჩიოდა, თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით ორივემ უარყო...

ამალია ჯიბლაძე - ბაზრობიდან სცენაზე

ტელეპროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძე მაყურებელმა 2014 წლის ოქტომბერში გაიცნო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე ღარიბი და მოუვლელი, ბაფთებით მოვაჭრე ქალის იმიჯით წარდგა და Mოონ ღივერ იმღერა. ამალიამ ჟიური და დარბაზი კი აატირა, მაგრამ შოუს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა გადაფარა - ამალია ჯიბლაძე მეორე დღესვე ფონოგრამით სიმღერაში დაადანაშაულეს, ბრალმდებელთა შორის მომღერალი ანრი ჯოხაძე და დეპუტატი გოგა ხაჩიძეც იყვნენ. ამალიას სოციალურ ქსელებში მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის პროფესიონალი მომღერლები (ნანი ბრეგვაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე).

მოგვიანებით ჟურნალისტმა მაია კახიძემ ამალია ჯიბლაძის წარსულში რუსეთში ცხოვრების დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის სულაც არ ჰგავს გაჭირვებულ ადამიანს. როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ამალია არა თვითნასწავლი მომღერალი, არამედ ვოკალის პროფესიონალი პედაგოგია, რომელიც თავის დროზე ასტრახანის კრემლში მღეროდა და გუბერნატორის ჯილდოც დაუმსახურებია. მაია კახიძემ "რუსთავი 2" ამალიას დამცირებასა და მაყურებლის მოტყუებაში დაადანაშაულა. თავად ამალიამ კი ფონოგრამის შესახებ ბრალდება უარყო და ჟურნალისტებთან მძიმე პირადი ცხოვრების დეტალებიც გაამხილა. მან არ უარყო, რომ რუსეთში კულტურის სასწავლებელიც დაამთავრა, რესტორანშიც მღეროდა და ასტრახანის კრემლშიც უმღერია, თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მის მუსიკალურ კარიერაში "ნიჭიერში" მოხვედრამდე, საინტერესო არაფერი მომხდარა, ფინანსურად ნაწილობრივ ქალიშვილი ეხმარება, ძირითადად კი თავის რჩენა ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთების ჩაბარებით უწევს...

თინა მახარაძე - "მოსული პონტია"

ის მაყურებელმა სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" თამუნას როლით გაიცნო, შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალებში" პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის საყვარლის როლში მოგვევლინა. მაყურებლის ყურადღება მსახიობმა სხვადასხვა შოუში გაკეთებული სკანდალური განცხადებებით მიიპყრო - ერთ-ერთი იყო ორალური სექსის შესახებ. მან ის მსახიობები გააკრიტიკა, რომლებისთვისაც ეს მიუღებელია, ვინაიდან ეს მისთვის "მოსული პონტია". თინა საზოგადოებაში თანამედროვედ მოაზროვნე, უკომპლექსო ქართველი ქალის იმიჯის შექმნას ცდილობს. ის ქართველ ერს გაუნათლებლობის, სტერეოტიპული აზროვნების, ფუნდამენტალიზმისა და მოძველებული ტრადიციების გამო აკრიტიკებს. "ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია", - ამ განცხადების შემდეგ მსახიობს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ - "ეროვნული ბოზი", მომღერალმა თემურ წიკლაურმა კი "ავადმყოფი" უწოდა.

ტრანსგენდერ საბის მკვლელობის შემდეგ თინა მახარაძის ვიდეოპოსტი, სადაც მან ღმერთი ბიბლიის მიფუჩეჩებაში (!) დაადანაშაულა, წლის ერთ-ერთ სკანდალურ მოვლენად იქცა. მსახიობს საპასუხო ვიდეოპოსტი მიუძღვნა ბაკურ სვანიძემ, სადაც მას "ტუტუცობისა და ქაჯობის ეტალონი" უწოდა, რეპერმა "მასტერმა" კი რელიგიისა და სხვათა სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო გიჟად მოიხსენია. თუმცა, ამას მსახიობი არ "დაუშოშმინებია", პირიქით, კიდევ უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა და კრიტიკოსები "ტვინმიფუჩეჩებულე***ბად" მოიხსენია. თინა არც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება, ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია. თუმცა, მსახიობს სკანდალური განცხადებების "საფასურის გადახდა" უწევს. როგორც ამბობს, აგრესიული ადამიანების შიშით ქუჩაში ცრემლსადენი გაზით დადის. ცოტა ხნის წინ კი ტელეშოუ "ბრავოს" წამყვანის როლში მოგვევლინა და სცენაზე თამამი სანახაობის გამართვასაც არ ერიდება.

სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ საზოგადოებაში არაერთი სკანდალური ჭორი გავრცელდა. გამონაკლისი არც 2014 წელი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში, ვიდრე სოფო ამერიკაში გადავიდოდა საცხოვრებლად, მომღერალი ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების გამო აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში - მასალაში კულტურის სამინისტროს, მერიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის ჩართულობით კორუფციულ სქემებზე იყო ლაპარაკი. მოყვანილი იყო 2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპების გადაღებაზე გაწეული ხარჯები. მომღერალმა გავრცელებულ ინფორმაციას "მარაზმი და ზღაპრები" უწოდა, ჰონორარების ოდენობა გაასაჯაროვა, სკეპტიკოსები კი "წაღებული თანხების" საჩვენებლად შინ მიიპატიჟა... გაზაფხულზე სოფო საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მომღერლის მიზანი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლება და ამერიკული კარიერისათვის მომზადება იყო.

გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში სოფო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა, ეს ინფორმაცია მომღერლის მეგობრებმა არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაესწრო. შემდეგ სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა პორტალ ამბები.გე-ს განუცხადა, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს ამერიკაში 2 მილიონ დოლარად სახლი უყიდა მანჰეტენზე. 

ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში თავისი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ეს არის ის "ორმილიონიანი" 15 კვმ ოთახი, სადაც ამჯერად ვცხოვრობ. ერთი პატარა სტუდიაა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთასა და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც მომივიდოდა".
ლევან ღვინჯილია
26 თებერვალი 2015 01:58
"{(თინა მახარაძე) თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია", - ამ განცხადების შემდეგ მსახიობს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ - "ეროვნული ბოზი".....უწოდა"}.
~ ტყუილია! მეგონა "კვირის პალიტრა", განსხვავებით ზოგი სხვა გაზეთისაგან, ტყუილებს არ იკადრებდა. არც თინას უთქვამს ის, რაც აქ წერია და არც მე მიწოდებია მისთვის "ეროვნული ბოზი"; მეტიც: ეს განცხადება, აქ რომაა დამოწმებული, მე ახლა პირველად წავიკითხე. სინამდვილეში ეს ამბავი სულ სხვანაირად იყო. ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. ვწუხვარ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ამგვარი დაუდევრობისა გამო; სამწუხაროდ, მისი ვინაობა ჩემთვის უცნობია.
hakeri
10 იანვარი 2015 09:03
ეხხხ...ისევ მარტოდ, 2015 წელი მოვიდა " ჩემი ტარიელი"-ის გარეშე.აღარც კარავი,,აღარც ვენახი,აღარც ამერიკელი,აღარც ქართველი,აღარც არაბი,აღარც "გერმანელი"......ვერცერთი ვერ დავაბი ხალხნოოოოო....ყველა გაიქცა.
მეშვიდე
29 დეკემბერი 2014 18:29
მეშვიდედ გათხოვდებოდეს ,ეთხოვოს კაცსა ჭკვიანსა,გაუთხოვრობა ძნელია,ვუსურვებთ ბედსა გვიანსა,ჰყოლოდეს ძეც და ასულიც,ენატკბილა და სვიანსა,ბოტოქსიც აშორებოდეს ვენახის ტურფას იასა.(ყოფილები: 1.რამაზი2.ქისი 3.რობერტ, 4.ფადულა, 5. 5.რაჭველი 6.ტარიელა-ცარიელა. )

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?