ოთარ კობერიძე - "მშვენიერი ორნელას უმშვენიერესი რაინდი"
ოთარ კობერიძე - "მშვენიერი ორნელას უმშვენიერესი რაინდი"
2015 წლის 9 მარტს ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. მან კინოეკრანზე არაერთი ლეგენდარული სახე შექმნა.

შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.
"ბაში აჩუკი", "მამულქი", "ქალის ტვირთი", "სხვისი შვილები", "დღე
უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი", "პატარა უფლისწული" – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. გთავაზობთ სტატიას ჩვენი არქივიდან:

ოთარ კობერიძე - "მშვენიერი ორნელა მუტის უმშვენიერესი რაინდი"

90-იან წლებში საქართველოში გამოდიოდა ჟურნალი "ახალი
ფილმები". რედაქციას ხშირად სტუმრობდნენ მწერლები, კინემატოგრაფისტები, მათ შორის მსახიობი ოთარ კობერიძე. გვიან ღამემდე საუბრობდნენ ხოლმე... ბატონ ოთარს სათამაშოდ უცხოურ ფილმებშიც იწვევდნენ. ძალიან საინტერესოდ ყვებოდა კლაუდია კარდინალესთან, შონ კონერისთან, მარიო ადორფისთან და სხვებთან ურთიერთობაზე. იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ერთ იტალიურ ფი ლმში ("ცხოვრება მშვენიერია", 1981) ოთარ კობერიძის პარტნიორია. ფილმის გადაღების პერიოდში ხშირად ხედავდნენ ორნელას და ოთარს რომის თუ ვენეციის კაფე-რესტორნებში. პრესა აჭრელებული იყო მათი სურათებით და წარწერებით - "მშვენიერი ორნელას უმშვენიერესი რაინდი", "სიმპათიური წყვილი", "ნორჩი ორნელა თავს მშვენივრად გრძნობს მომხიბვლელ ქართველ ვაჟკაცთან"... ნეტავ რა ურთიერთობა აქვთ ამ მომხიბლავ ქალს და მამაკაცსო, - წერდენენ. ერთ დღეს ბატონმა ოთარმა კარგა სქელტანიანი იტალიური ფერადი ჟურნალი მოგვიტანა, სადაც სახეგაცისკროვნებული ორნელასა და ქართველი მსახიობის სურათები იყო დასტამბული.
მაშინ, საბჭოთა პერიოდში, ვინ გადმობეჭდავდა ამ ინფორმაციებს... ჟურნალის რედაქციამ ბატონ ოთარს სთხოვა, მოგონებები დაეწერა, რაც მსახიობმა აასრულა კიდეც და მისი მემუარები გაგრძელებით დაიბეჭდა.

აი, რას წერს რეზო შატაკიშვილი თავის ბლოგში ოთარ კობერიძის პიკანტური თავგადასავლები:

ოთარ კობერიძე იგონებს:

"ორნელა მუტის, რუსულ-იტალიურ ფილმ "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებისას შევხვდი. იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი. არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე...
მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა. "ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და ჟურნალი მაგიდაზე გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი...
იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: "ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით"...

lia
16 აგვისტო 2018 19:13
ვეთანხმები გერა-ს
Gera
27 მარტი 2018 15:27
ჩუმად დამარხეს იმიტომ რომ ბევრს ახსოვს მისი საქმენი "საგმირონი", ხოდა როცა არ იცით არაფერი ჯობია დააყენოთ ინტელექტი ერთ ადგილას.
მარი
26 მარტი 2018 00:53
სამარცხვინო მთავრობა რომ გვყავს,თორემ ასე უნდა მიეჩუმათებინათ ბუმბერაზი მსახიობის გარდაცვალება???მაგრამ იმიტომ,რომ ბატონი ოთარი იყო სააკაშვილის გენიის დამნახველი და მისი საქმეების დამფასებელი!ყველგან პილიტიკა როგორ უნდა გვხვდებოდეს ვერ გამიგია!სირცხვილი ერს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები