"მიკვირს ჩემ ნახატებში მაინცდამაინც სევდას რომ ხედავენ" - ნინო ჩაკვეტაძის სიკეთის სამყარო
15-03-2015
"მიკვირს ჩემ ნახატებში მაინცდამაინც სევდას რომ ხედავენ" - ნინო ჩაკვეტაძის სიკეთის სამყარო
ნახატებად გადმოცემული ბავშვობის წლები, საყვარელი ადამიანები, მათთან ერთად განცდილი ემოციები, სიკეთე, სიყვარული... - ეს ყველაფერი თან სდევს მხატვრისა და ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედებას.

დასაწყისი
ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი. არაფრით გამოირჩეოდა იმდრიონდელი ჩემი ნამუშევრები, ერთი ჩვეულებრივი ბავშვური ნახატებია... თუმცა უკვე ბავშობიდანვე მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. მე-8 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე, სა
დაც 4 წელი დავყავი. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ასეთი თემატიკის და სტილის ნახატებზე მუშაობა გვიან დავიწყე. ეს ნამუშევრები ალბათ ბოლო 4-5 წლის შედეგია.


სევდიანი პერსონაჟები?

ამას ხშირად მეკითხებიან... მიკვირს, ჩემ ნახატებში მაინცდამაინც სევდას რომ ხედავენ. ვერ ვიტყვი მაინც და მაინც , რომ მოწყენილები
არიან. შეიძლება ჩაფიქრებულები იყვნენ, ან სულაც რაღაცაზე ოცნებობდნენ. რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ნამდვილად არ აქვს, ბუნებრივად ხდება ასე. ეს ჩემი განწყობაა, ჩემი ფიქრია. ჩემი მონატრებული ბავშვობა... ყველა მგრძნობიარე და ნორმალურ ადამიანს ბავშვობის წლები ენატრება, ადამაინები ენატრები წარსულიდან...

საყვარელი ნახატი
გამორჩეულად რამდენიმე ნახატი მიყვარს. აი, მაგალითად, ბაბუა და შვილიშვილი - ეს მე და ბაბუა ვართ. ნახატი შემოდგომის ერთი დღის მოგონებაა, როდესაც ერთად გავემგზავრეთ სოფელში. ჩემს მეხსიერებას ეს მომენტი ფრაგმენტებად შემორჩა, ალბათ ამ დროს 4-5 წლის ვიქნებოდი.



გამოფენები

ბოლო პერიოდში რამდენიმე პერსონალური გამოფენები მქონდა. ახლო მომავალში გამოფენას ჯერ არ ვგეგმავ, თუმცა მომავალში დიდი სრუვილი მაქვს, გავხსნა გალერეა, სადაც ჩემი ნამუშვერები მუდმივად იქნება გამოფენილი და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნებისმიერ დროს მივიდეს და დაათვალიეროს.

რამ დააინტერესა ჯეიმს აპატურაი?

ბატონმა აპატურაიმ ჩემი ნახატები სოციალური ქსელით ნახა, შემდეგ ქართველ ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას ჰკითხა ჩემ შესახებ, ამის შემდეგ კი გამოთქვა ჩემთან შეხვედრის სურვილი. როგორც ვიცი, ამ ჟურნალისტმა ჩემი ნახატებით შედგენილი კალენდარიც აჩუქა ბატონ ჯეიმსს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

ილუსტრაცია

წიგნის ილუსტრაციაზე მუშაობა 2000 წელს დავიწყე, იმჟამად ჟურნალ "დილაში" ვმუშაობდი, ეს იყო ჩემი პირველი ცდა . 2007 წლიდან დღემდე წიგნის ილუსტრირებაზე უკვე ინტენსიურად ვმუშაობ. ბოლოს რაზეც ვიმუშავე ეს იყო "პალიტრა L"- ის მიერ გამოცემული გურამ პეტრიაშილის "პატარა ქალაქის ზღაპრები". ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

ოჯახი

კონკრეტული სამუშაო არ მაქვს, შესაბამისად, მთლიანად ჩართული ვარ მხატვრობასა და საოჯახო საქმიანობაში. ორი შვილი მყავს, ყოველთვის ვცდილობდი ბავშვებს არ ეგრძნოთ დედის დეფიციტი და დღემდე ასეა... რა თქმა უნდა, ხშირად საათობით მიწევს მუშაობა, თუმცა, ვცდილობ, მივაქციო ოჯახს ყურადღება, მგონი გამომდის...



ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)


ნინო
13 მაისი 2015 20:13
ყველა ნახატი გადმოვიწერე და ერთ ფაილში შევკრიბე... როცა ვათვალიერებ - ბედნიერი და გაბადრული ვარ...
სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ემოციებს ბადებს...
იმედია მალე დაბეჭდავენ რეპროდუქციების ალბომს,სიხარულით შევიძენ ჩემი ოთხივე შვილისთვის საჩუქრად (ორიგინალებზეც არ ვიტყოდით უარს, თუ შევხვდებით გამოფენა-გაყიდვაზე) !
ბედნიერებას, ღვთის წყალობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ !
მარიკა
02 აპრილი 2015 17:57
უსაყვარლესია, სადმე იყიდება?უთბილესია
gavazeli
26 მარტი 2015 13:00
მხატვრობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ამ ილუსტრაციებმა ძალიან მომხიბლა, სხვანაირია და ძალიან, ძალიან მაგრები. ერთ-ერთზე მაინც ალბათ ყველა ამოიცნობს საკუთარ ბავშვობას. ორიგინალს თუ ვერ შევწვდებოდი, რეპროდუქციებს სიამოვნებით შევიძენდი.

რედაქტორის რჩევით