ბუბა კიკაბიძე უკრაინაში თავშესაფარს მოითხოვს? - "თბილისში კონცერტზე ორი წელია ჩემთვის არავის დაუძახია - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე უკრაინაში თავშესაფარს მოითხოვს? - "თბილისში კონცერტზე ორი წელია ჩემთვის არავის დაუძახია

"მე მათ ყველას ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, მაგალითად, ეკა ზღულაძე, ძალიან ჭკვიანია... დარწმუნებული ვარ, ისინი არ დაიშურებენ ძალას და ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინას დაეხმარონ."

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული პრესკონფერენციისას, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე სერიოზულად ფიქრობენ უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ. მისივე თქმით, მეუღლე მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ბუბა კიკაბიძემ ასევე ილაპარაკა უკრაინაში, მაღალ თანამდებობეზე დანიშნულ ქართველებზეც: "უკრაინის მთვარობაში ბევრი ქართველია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან. მე მათ ყველას ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, მაგალითად, ეკა ზღულაძე, ძალიან ჭკვიანია... დარწმუნებული ვარ, ისინი არ დაიშურებენ ძალას და ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინას დაეხმარონ."  კიკაბიძე კიევში ნაციონალური პრემიის "წლის ადამიანის" მისაღებადაა ჩასული.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიიღო მომღერალმა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ისიც არის, რაზეც ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. "ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არტისტი ჩემსავით იზოლირებულია! თბილისში კონცერტზე ორი წელია ჩემთვის არავის დაუძახია." - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.