"დღეს ფოლკლორიც გაფანოღდა" - ვის რა დიაგნოზი დაუსვა ანრი ჯოხაძემ?!
02-04-2015
"დღეს ფოლკლორიც გაფანოღდა" - ვის რა დიაგნოზი დაუსვა ანრი ჯოხაძემ?!
"როდესაც ნიჭიერი ადამიანი უყურებს, რომ ვიღაც ”პარასტიტუტკას” აპიარებენ, სტიმული ეკარგება"

"ვისაც უნდა ეწყინოს და გაღიზიანდეს, - ურბანიზაციამ თბილისში პროვინციული გემოვნება შემოიტანა. სხვადსხვა პროვინციიდან დედაქალქში ამ ყველაფრის თავმოყრამ, მუსიკალურ სფეროც დააზიანა…"


ბოლო ხანს, ხშირად გაისმის შეფასებები, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში იმდენად ბევრი უგემოვნო და არაფრისმომცემი ნამუშევრები იქმნება, რომ ქართული მუსიკალური ხელოვნება რეალური საფრთხის წინაშეა. ამ თემის განხილვა მომღერალ ანრი ჯოხაძესთან ერთად გადავწყვიტეთ:

- თუ ქართული კულტურის, კერძოდ, მუსიკის გადარჩენასა და ზოგადად
მის ტრადიციებზე ვლაპარკობთ, უნდა ვთქვათ, რომ რაც 30-40 წლის წინ საქართველოში ესტრადის სახით არსებობდა, ის ”ოქროს ხანა” იყო. იყვნენ უძლიერესი კომპოზიტორები: ლაღიძე, კერესელიძე, მილორავა, ცინცაძე... მაგრამ ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან დიდი ხელშეწყობაც ჰქონდათ. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ მგონია, რომ დღეს კარგ მუსიკოსებს მოტივაცია არ
აქვთ, რომ რაღაც ნორმალური შექმნან. ამასთანავე, არც მორალური მხარდაჭერა... ქვეყნისთვის საესტრადო მუსიკა არ არის პრიორიტეტული დარგი.
მეორე ფაქტორიცაა, ვისაც უნდა ეწყინოს და გაღიზიანდეს, - ურბანიზაციამ თბილისში პროვინციული გემოვნება შემოიტანა. სხვადსხვა პროვინციიდან დედაქალქში ამ ყველაფრის თავმოყრამ, მუსიკალურ სფეროც დააზიანა და საბოლოოდ საშინელი, უგემოვნო მუსიკა მივიღეთ, ანუ ”მარშრუტკების მუსიკა”. ამაში ნურავინ შემედავება, ეს ასე. მაგრამ თბილისს ყოველთვის აქვს თავისი ”რკინის ლოგიკა,” გემოვნება, კანონები და წესები, რის ხარჯზეც ბევრი რამ იფილტრება. ეს კი ყველას აიძულებს, მეტ-ნაკლებად იმ წესებით იცხოვროს, რასაც თბილისური ტრადიციები სთავაზობს...
ამიტომაც არის, რომ დღეს ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ცოტა ”უტყდებათ” ”სამარშრუტკო მუსკის” მოსმენა. ესირცხვილებათ ფანოღი... ეს მუსიკა უხდება რესტორანს, აბა, სხვა რაზე უნდა იცეკვო? მაგრამ მისი როგორც უმაღლესი პილოტაჟის მუსიკის დამკვიდრება, ეს კრიმინალია! თორემ თავის ადგილზე მეც მიმღერია ასეთი ფანოღური სიმღერები...

- რაღაცები თანდათან იფილტრება, მაგრამ მდარე მუსიკა მაინც დიდი დოზით ჟღერს. თუ ამ ყველაფერს ფართოდ გავრცელების გასაქანი მიეცა, მერე რა ვქნათ?
- ისე, ადრეც ხდებოდა ასე - პერიოდულად, უგემოვნების ტალღა მოვარდება ხოლმე. ასე იყო 90-იანებშიც, 2000-იანების დასაწყისშიც, მაგრამ ის მერე დროს მიაქვს. გაიხსენეთ, 10-15 წლის წინ როგორი აქტიური იყო შოუბიზნეში მამიკოს, დედიკოს და ბიძიკოს ფულით გაქაჩულების თემა, რომლებიც ცოცხლად საეროდ ვერ მღეროდნენ. ნახეთ, მათგან როგორ გაიწმინდა ეს სფერო?!

- მუსიკალურ კონკურსებში ბევრი ისეთი კონკურსანტი მოდის, რომელიც განეკუთვნება კატეგორიას - ”მინდა, ვიყო მომღერალი”. ვინაიდან ახლა ”X ფაქტორის” ჟიურის წევრობა გიწევს, გვითხარი, ამ კუთხით რა სურათია?

- ბავშვებსა და მოზარდებში უფრო კარგი ვითარებაა. 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არაჩვეულებრივად მღერიან. ისინი ჩემს და ჩემს შემდგომ თაობას ბევრად აჯობებენ. მუსიკალურები, დახვეწილები არიან, მუსიკას სხვანაირად გრძნობენ...

- დღეს ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს უდიერად ეპყრობიან...
- სამწუხაროდ, დღეს ფოლკლორიც გაფანოღდა, ანუ ის მსუბუქი ფოლკლორი, რასაც მთის ჰანგები ჰქვია, ვიღაცებმა ძალიან გააუბრალოეს. ამას ზოგიერთი ისე აკეთებს, რომ მათ ”მარშრუტკის სიმღების” სუნი ასდის. ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ უფრო დიდმა პუბლიკამ მოისმინოს. ფოლკლორს ეძახიან იმას, რომ ფანდურზე რაღაცას ”ჩააჩხინკი-ბრინკებენ”. სასაცილოა. ეს ყველაფერი ერთადერთ შემთხვევაშია მომსამენი, როცა კარგი, მწირი საორკესტრო (ინსტრუმენტული) თანხლება ახლავს, ან როდესაც მთის სიმღერას თავისი ინტონაციით ასრულებს მთიული, თუში... როდესაც ქალქში, ასფალტზე გაქვს ფოლკლორი ნასწავლი, ის ენერგეტიკა ვერ გექნება, რაც ამ სიმღერას სჭირდება. ამიტომ ყველაფერი ცოტა აკადემიურად უნდა გაკეთდეს, სხვანაირი სიახლე აჩვენონ, მაგრამ საიდან გააკეთებნ, როგორ? როცა შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. ამიტომ, სჯერდებიან იმ ფანდურის ”ჩხაკუნს”... და ვიღებთ ფანოღური მიმართულების ”ფოლკლორს”...

- კლისიკური ესტრადის წარმომადგენლებისგან ხშირად მსმენია: რა არის, ამდენი უცხოურენოვანი სიმღრების შესრულება, როცა ასეთი მდიდარი ქართული მუსიკა გვაქვს...
- ოო, ეს ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა: იმ მომღერალ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ისტერიკულად არიან უცხოურ მუსიკაზე გადართულები, არ უყვართ ქართული, ანუ უცხოურზე გიჟდებიან. შეიძლება რაღაც მოგწონდეს, რაღაც - არა, მაგრამ ქართულ სიმღერებში ბევრი გენიალური ნამუშევარია, ძველშიც და ახლშიც, - თუ მოგინდება, მოძებნი. მაგრამ რატომღაც ამ ხალხს ურჩევნია, რომ იმღეროს ასჯერ გადამღრებული, რაღაც უბედური ნამუშევრები. თან, ცუდ კოპირებას აკეთებენ. პირდაპირ შემიძლია ამ მომღელებს დიაგნოზი დავუსვა, - მათ მომავალი არ აქვთ.

- ისე, ყველა შოუში კონკურსანტებს თითქმის უცხოური ნამუშევრების წარდგენა უწევთ...
- ეს შოუების ორგანიზატორების კი არა, თავად კონკურსანტების ბრალია. ჰგონიათ, რომ რაც კარგად ჩაჰყვირებენ უცხოურ სიმღერაში, უფრო მაგრები არიან...

- ფოლკლორის თვითმარქვია გარდამქნელებისთვის რაიმე რეგლამენტაცია ხომ არ უნდა არსებობდეს?
- ვიტყვოდი, რომ ამ შემთხვევაში პირდაპირ ჟურნალისტებს მოგმართავთ: რომელიმე გამოცემაში, ან საიტზე უნდა შეიქმნას პრეცედენტი, სადაც მუსიკის კრიტიკა დაიწყება. სადაც ადამიანები, სპეციალისტები იტყვიან, რომ ეს არ ვარგა, უგემოვნოა, არაპროფესიონალურია, ამის მოსმენა სირცხვილია და ასე ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ. მეტი სტიმული უნდა მისცენ ნიჭიერ ხალხს, როდესაც ნიჭიერი ადამიანი უყურებს, რომ ვიღაც ”პარასტიტუტკას” აპიარებენ, სტიმული ეკარგება.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)

ასეა ეს
03 მაისი 2015 21:37
სოფლელი ვარ და ჩემი შვილი ჰარვარდში სწავლობს, ანრიმ სად მიიღო განათლება?
nikala
09 აპრილი 2015 23:23
ფანოღურმა მუსიკამ წალეკა ტელევიზიების ეთერი და საკონცერტო დარბაზები. ვისაც აქვს მომღერლობაზე პრეტენზია, ელემენტარულად "დო'-სა და "რე'-ს უნდა არჩევდეს ერთმანეთისაგან, ანუ უნდა ჰქონდეს ვოკალური განათლება.დღეს კი გაუნათლებლებს მიჰყავთ "პარადი".მათი "მუსიკა"-ეს არის ჩვენი გემოვნების შეურაცყოფა და მეტი არაფერი. მე მესმის რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ნებისმიერ მუსიკას ჰყავს თავისი მსმენელი, მესმის ისიც, რომ ყველანაირი სიმღერა თუ მუსიკა ვერ იქნება აკადემიური, ( კლასიკური), მაგრამ ეს არ უნდა იყოს მასობრივი. უბრალოდ სირცხვილია "ჩაკრულო"-ს ქვეყანაში დღეში ცხრაჯერ "ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამ"-ის სტილში შესრულებულ "მუსიკას"გვასმენინებდნენ და აპიარებდნენ.კიდევ უფრო სამარცხვინოა და ამაზრზენია, როცა მუსიკალურ გადაცემებსა თუ კონკურსებზე "იმარჯვებენ " ისინი, ვისაც ორი ღერი ინგლისური უსწავლია და უცხოელ მომღერლებს მათი აზრით სიმღერაში, სინამდვილეში კი მხოლოდ სცენაზე ჭინთვებში ბაძავენ.
Gizo
09 აპრილი 2015 22:48
ანრი ხარ თუ ბარნი დამისახელე რომელი იყო ვაკელი ვაჟა, ილია თუ აკაკი, თბილისელი მიშა გყავთ და რაც იმას მოსწონდა იმას უმღეროდით, რატო მიშას დროს არ ამბობდი არაფერს? ეხლა რომ აჭიკჭიკდი, შენ რომ პარიზიდან იყო ან ლონდონიდან ალბათ სოფლელებს საერთოდ აღარ დაელაპარაკებოდი, ისე ცნობისათვის თბილისიც სოფელია ცოტა დიდი ამიტომ გააჩერე ერთი ადგილი

რედაქტორის რჩევით