როგორ დაუპირისპირდა ვალერი გერგიევს და ვის მიიჩნევს ცივილიზაციის მტრად ლიზა ბათიაშვილი?!
როგორ დაუპირისპირდა ვალერი გერგიევს და ვის მიიჩნევს ცივილიზაციის მტრად ლიზა ბათიაშვილი?!
"დასავლეთში ვალერი გერგიევის აზრს არავინ იზიარებს, მაგრამ მის წინააღმდეგ ჩემსავით ღიად არ ილაშქრებენ..."

”ის, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს და რასაც საქართველო შეიძლება საკმარისად არ ეწინააღმდეგება, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგაა მიმართული…”

"მაშინ, როდესაც დასავლური ცივილიზაცია ყოველი მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება, სწორი არ არის, რომ ხელოვანებმა, რომლებიც მისი თავისუფლებით, დემოკრატიითა და კულტურული ინსტიტუტების სიმდიდრით სარგებლობენ, იმ სისტემის მხარი დაიჭირონ, რომელიც ამ ცივილიზაციის მტერია. "- განაცხადა ა.წ. 1 თებერვალს
ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა, New York Times-თან ინტერვიუში. მისი ეს განცხადება იმ დასავლელ ხელოვანებს უკავშირდება, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილები ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი. გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ მევიოლინესთან.

- ლიზა, ნიუ იორკში წლის პირველ ინსტრუმენტალისტად დასახელდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ეს დიდი
პატივია... ყველა ასეთი ჯილდო უდიდესი მოტივაციაა მუსიკოსისთვის, რადგანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ საქმეში დებს უამრავ ენერგიას, დროს და სიყვარულს.

- გარდა იმისა, რომ მსოფლიოს აღაფრთოვანებთ თქვენი შესრულებით, შეუპოვრად გამოხატავთ თქვენს პოზიციასაც. მსოფლიო პრესაში ძალიან ფართო გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პოლიტიკური ქვეტექსტების მქონე გამოსვლებს მსოფლიო პრესაში.
- 11 წლის ვიყავი გერმანიში რომ წამოვედი საცხოვრებლად, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე, მაგრამ არასოდეს დამვიწყებია ის მისწრაფება, რაც ამოძრავებდა ქართველ ხალხს. ეს იყო თავისუფლებისა და უკეთესი მომავალისთვის ბრძოლა, რისი იმედიც 1989 წელმა ყველას შეგვძინა. გერმანიაში ვისწავლე, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ცხოვრება, რათა საზოგადოებას და მომავალ თაობებს სარგებელი მოუტანოს. ის, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს და რასაც საქართველო შეიძლება საკმარისად არ ეწინააღმდეგება, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგაა მიმართული…

- მსოფლიო სამეულში შესული დირიჟორის - ვალერი გერგიევის მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება? მას ცივი წყალი გადაასხით, როდესაც კონცერტზე გამოსვლაზე დათანხმდით და კონცერტის ბოლოს უკრაინის მხარდასაჭერი მუსიკა შეასრულეთ... ეს პუტინის ახლობლის მიმართ ღია დაპირისპირება არ იყო?


- ეს უფრო იმიტომ გავაკეთე, რომ მას დღემდე ვერ ვპატიობ 2008 წელს ცხინვალში კონცერტის ჩატარებას და ამით პუტინის სიცრუის პროპაგანდის მხარდაჭერას. დასავლეთში მის პოზიციას არ იზიარებენ, მაგრამ თითქმის არც ერთი მუსიკოსი მის წინააღმდეგ ასე ღიად არ ილაშქრებს და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებს მასთან მუშაობას. როცა გერგიევს ამ კონცერტზე დავთანხმდი, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მე ჩემს პოზიციას რაიმე ფორმით აუცილებლად გამოვხატავდი

- ისევ აპირებთ თქვენს გამოსვლებით მსოფლიოს შეახსენოთ რომ არ დაივიწყოს რაც მოხდა საქართველოში და რაც დღეს ხდება უკრაინაში?
- კი, მაგრამ ეს სწორ კონტექტში უნდა მოხდეს. დღეს პრესაში სულ აინტერესებთ ჩემი აზრი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ვცდილობ არ გადავაჭარბო, რადგანაც ჩემი მთავარი საქმე მაინც მუსიკაა. მიმაჩნია, რომ ის, რაც ახლო მომავალში საქართველოში მოხდება, უპირველესად ქართველ ხალხზეა  დამოკიდებული და არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში. მე დიდ პატივს ვცემ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც დღეს თავგანწირვით იბრძვიან თავისუფლებისთვის, იბრძვიან იმისათვის, რომ ბოლო მოუღონ იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენს წინა თაობებს პროგრესულად ცხოვრების შანსი წაართვა. დღეს თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს ამ შესაძლებლობას და არ შეუერთდება იმ ხალხს, ვისაც დემოკრატიული და ცივილიზებული ცხოვრების მიღწევა უნდა, მაშინ ჩვენს სამშობლოს და მის მომავალ თაობას ამ შანსის გაშვება ძალიან ძვირად დაუჯდება.

ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ


მკითხველის კომენტარი (12)
უძლევი
29 აპრილი 2015 14:49
მადლობა ლიზა ბათიაშვის! ნამდვილი ქართველი მანდილოსანი და საამაყო მამულიშვილი, გამბედავი და ნიჭიერი. ნეტა ბევრ ქართველ მამრს ქონდეს მისი გამბედაობის ნახევარი. საკუთარ კარიერაზე მაღლა დააყენა ადამიანობა და სიმართლე.
gio
11 აპრილი 2015 17:17
ლიზა! გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და შემოქმედებაში! უსათნოესი და კეთილშობილი ადამიანი ხარ! აღდგომის მადლი შეგეწიოს!

vaja 17 ის ნაირი ვერცხლისმოყვარულები ბევრნი არიან სამწუხაროდ, მანქურთებო გეშინოდეთ სამსჯავროსი!!!!
18
11 აპრილი 2015 11:52
მსოფლიო ხელოვნება ასეთ პირად შეურაცხობებს არ ამართლებს.
vaja 17
10 აპრილი 2015 22:51
ლიზიკო, გერგიევი დღეს მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთერთი ლიდერია და არავინ ყურად არ იღებს მის შეხედულებას? შენთან ათანხმებენ რეპერტუარს ალბათ!
Zhuck
10 აპრილი 2015 20:11
ძალიან ნერვიული მუსიკოსია.
დათო
10 აპრილი 2015 10:33
აი, ადამიანი და ხელოვანი! გენაცვალე!
ia
09 აპრილი 2015 22:00
აი ქალი პატრიოტი ხელოვანი,განატლებული,ტქვენ გაიხარეტ და გმერტმა მტელი საქარტველო მაგ აზრზე დააყენოს.მადლობტ.
ნათია
09 აპრილი 2015 21:36
გენაცვალე
ზურს
09 აპრილი 2015 20:45
აი ვაჟკაცი გოგო,რუსეთის ნაყიდებო გასკდით გულზე ...
1952
09 აპრილი 2015 20:00
ეს არის ჭორაობა და უტაქტობა,გერგიევმა რა ჰქნა ჩვენი საქმე არ არის,ეს არის თავის გამოჩენის ხერხი,თუმცა როგორც ვიცი პოპულარობა არ გაკლია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები