"თემურ ლენგს ჯეკ ნიკოლსონი გან­ასახიერებს" - დათო ევგენიძე Universal Pictures-ის ფილმისთვის მუსიკას წერს
04-05-2015
"თემურ ლენგს ჯეკ ნიკოლსონი გან­ასახიერებს" - დათო ევგენიძე Universal Pictures-ის ფილმისთვის მუსიკას წერს
დავით ევგენიძე: "შევეცდები ამ ფილმის კინომუსიკით სამაგიერო გადავუხადო თემურ ლენგს საქართველოს მრავალჯერ აოხრებისთვის"

კომპოზიტორი დათო ევგენიძე ჰოლივუდის მნიშვნელოვან­ და მასშტაბურ პროექტზე მუშ­აობს. Universal Pictures-ი”თემურ ლენგის ცხოვრების შესახებ ფილმს იღებს­, რომლის მუსიკასაც­ ქართველი კომპოზიტორი წერს.
"შევეცდები ამ ფილმის კინომუსიკით სამაგიერო გადავუხადო თემურ ლენგს საქართველოს მრავალჯერადი აოხრებისთვის", - ხუმრობს დათო ევგენიძე.


დათო ევგენიძე: - Universal Pictures-ის პროექტში ამერიკის გარდა, ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლებშიც თემურ ლენგს თავისი კვალი დაუტოვებია.

ვფიქრობ, ისტორიულ-სათავგადასა­ვლო ჟანრის
საინტერესო ფილმი გამოვა, მით უმეტეს, მის სცენარზე­ სწორედ ის პიროვნება მუშაობს, რომელმაც "ოსკარო­სანი" "გლადიატორის" სცენარი შექმნა.

- თემურ ლენგს ვინ განასახიერებს?
- ფილმში რამდენიმე თემურ ლენგს შევხვდებით, სხვადასხვა ასაკში. ბოლო, ყველაზე ხანდაზმულს, ჯეკ ნიკოლსონი გან­ასახიერებს. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, გადავწყვიტე, საქართველოში ლაშქრობებისთვის ჩემი მუსიკით გადამეხადა­
თემურ ლენგისთვის სამაგიერო. მაღალბიუჯეტიანი პროექტია, 400 მილიონს აღემატება. ვნახოთ, როგორ დასრულდება.­ მუსიკის დიდი ნაწილი­ უკვე შექმნილი  მაქვს.

- როგორ მოხვდით ამ პროექტში?

- პროდიუსერი დევიდ ჯენკი გახ­ლ­­­ავთ -­ Universal Pictures-ის წარ­მ­ომადგენელი­ რუსეთში. დევიდი კარგად იცნობდა და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პროდიუსერ მარტა მაგილევსკაიასთან. მარტასთან­ ერთად ორ ფილმზე ვიმუშავე. საერთოდ, მოსკოვში­ ორწლიანი ცხოვრების პერიოდში 9 ფილმისა და 5 სერიალისთვის დავწერე მუსიკა. მათ შორისაა: "უკანასკნელი მაგიკიანი", "მამის კვალზე", "საახალწლო რეისი" და სხვა. სწორედ მარტამ გამაცნო დევიდ ჯენკი. ამის შემდეგ გადაწყდა ჩემი, როგორც კომპოზიტორის ჩართვა ამ პროექტში... ჩემი მუსიკა უკვე მოისმინა ამერ­ი­კულმა მხარემ და დამტკიცებულია კიდეც.

- მე აღმოსავლურ სტილში წარმომიდგ­ენია­ ეს მელოდიები?
- მართლაც გამოვიყენე აღმოსავლური­ ინსტრუმენტები. 

- სულ რამდენი ფილმისთვის გაქვთ კინომუსიკა შექმნილი?
- 54 ფილმისთვის.

- ვინ არის თქვენი მუზა?
- მუზა მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ თან დამყვება. დანახვა უნდა მხოლოდ. ალბათ, მუზა იგივეა, რაც მფარველი ანგ­ელოზი. ჩემთვის ასეთი, რა თქმა უნდა, ნინოა, - რაც ცოლად მოვიყვანე მას შემდეგ.

- რამდენი წელია რაც თქვენ და ნინო ჟვანია­ ცოლ-ქმარი ხართ?

- უკვე 10 წელია და სიკვდილამდე ასე გაგრძელდება...
ძალიან ადვილად მოსავლელი მამაკაცი ვარ, - მთავარია, დროულად მომამარაგონ ყავით.
სხვა - ერთადერთი სულიერი მოთხოვნა მაქვს - შემიძლია, ნინო ღამის 3 საათზე გავაღვიძო და რაღაცა მოვასმენინო.

ეკა სალაღაია
დათო#
08 მაისი 2015 15:41
ნიკოლსონს რაც გინდა გრიმი უკეთონ, ვერ გათემურლენგდება - ეგ როლი ჩვენი მყუდროსთვის არის ზედგამოჭრილი, ნებისმიერ ასაკში....
lamtera
08 მაისი 2015 10:01
უკანასკნელი მაგიკიანი
გელა გარაყანიძე
05 მაისი 2015 15:04
დათო ევგენიძე, როგორც პიროვნება, ჩემი თვალთახედვით-ორიგინალურთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ... თუნდაც ფოტოს დახედეთ - ჩოხიან მამაკაცს ,,კასინკა,, ამშვენებს! მისი მუსიკაც, ბუნებრივია, მისი პიროვნებიდან მომდინარეობს(ახალი აბავი-გ.გ.)! ვფიქრობ,ამ პროექტში ჩართვა, მის შემოქმედებით ბიოგრაფიას თვალსაჩინო კვალს დაამჩნევს და განსაკუთრებულ ელფერს მიანიჭებს... ამდენად, პუბლიკაცია, რომელიც ყოველივე ამაზე მოგვითხრობს, მრავალმხრივ არის საინტერესო.

რედაქტორის რჩევით