რატომ იტირა მეთიუ მაქფეიდენმა "შენ ხარ ვენახის" მოსმენისას? - რას ჰყვება მისი პარტნიორი ქართველი მსახიობი - კვირის პალიტრა

რატომ იტირა მეთიუ მაქფეიდენმა "შენ ხარ ვენახის" მოსმენისას? - რას ჰყვება მისი პარტნიორი ქართველი მსახიობი

სად და როგორ იღებდნენ ბრიტანულ-ქართული ფილმს "ყარასტანში დაკარგული?"

"გადაღების მეოთხე დღე იყო და ჩემთან, გლდანში აგარაკზე ავიყვანე მეთიუ და მიანა, ქართველმა მსახიობებმა კი იმ დღეს ვერ მოიცალეს. ჩემთან ასევე იყვნენ ჩემი ჯგუფის - "ფიროსმანის" წევრები. სტუმრები ქართულ სამზარეულოზე გაგიჟდნენ. განსაკუთრებით მოეწონათ დედაჩემის გაკეთებული ყველიანი ბლინები."

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მეთიუ მაქფეიდენი ქართველ მაყურებელს ალბათ ყველაზე კარგად ახსოვს ჯეინ ოსტინის რომანის "სიმაყე და ცრურწმენა" მიხედვით 2005 წელს გადაღებული ფილმიდან, სადაც ის პარტნიორობას კირა ნაითლის უწევს. სულ ცოტა ხნის წინ მაქფეიდენი საქართველოში იყო ჩამოსული. ის ბრიტანულ-ქართულ ფილმში გადაიღეს. "ყარასტანში დაკარგული" - ასე ჰქვია შავ კომედიას, რომელსაც მაყურებელი ცოტა ხანში იხილავს. ფილმის რეჟსორია ბენ ჰოპკინსია, სცენარი კი პაველ პავლიკოვსკის ეკუთვნის, რომლის ფილმმა "იდა" წელს უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში "ოსკარი" აიღო. პროექტი კინოსტუდიამ  "20 Steps" განახორციელა, ვლადიმერ კაჭარავს ხელმძღვანელობით. ცნობილ უცხოელ მსახიობებთან (რიჩარდ ვან ვეიდენი, მეთიუ მაქფეიდენი) ერთად, ფილმში ქართველებიც - ლაშა რამიშვილი, დავით ველიჯანაშვილი და ეკა მჟავანაძე თამაშობენ. როგორც გავიგეთ, უცხოელებს ქართველ მსახიობებთან პარტნიორობა ძალიან მოეწონათ, ასევე განსაკუთრებულად მოეწონათ ქართული სამზარეულო.

ფილმში ასახულ ამბავს კი შეიძლევა ვუწოდოთ კინო კინოში. მოქმედება მიმდინარეობს ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა სივრცის გამოგონილ ქვეყანაში, რომელსაც "ყარასტანი" დაარქვეს.

ლაშა რამიშვილი, მსახიობი:

- ეს არის გამოგონილი ქვეყანა, რომლშიც ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან კრიტიკული სიტუაციაა... მოკლედ, იქ ოსკაროსანი რეჟისორი ჩადის და პრეზიდენტის დაკვეთით, ფილმს იღებს. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამ ფილმის წყალობით, ქვეყნაში ვითარება ცოტათი მაინც გაუმჯობესდება.

ფილმში მსახიობ ეკა მჟავანაძის შეწევნით მოვხვდი, ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ მსახიობებს ეძებდნენ. გავიარე კასტინგი და ერთ-ერთ მთავრ როლზე დამამტკიცეს. ჩემ პერსონაჟს ფილმის ბოლოს კლავენ... ფილმში დიალოგების უმრავლესობა ინგლისურად მიდის, რაც არ გამჭირვებია, რადაგანაც ენას კარგად ვფლობ.

- ვინ არის შენი გმირი?

- "კა-გე-ბეს" მაღალჩინოსნი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან და ფილმის გადაღებაში ეხმარება. ნაწილობრივ თვითონაც ცდილობს რეჟიორის მოვალეობიბიც შეითავსოს... მოკლედ, თავისას "ჩალიჩობს". ბოლოს რევოლუცია ხდება, იმ რეჟისორს, რომელიც კინოში კინოს იღებს, სერიოზულ შეურაცხყოფას მიაყენებს. ჩემ პერსონაჟს ამბოხებულები მოკლავენ.

- სად მიმდინარეობდა ფილმის გადაღება?

- ფილმს იღებდნენ  კასპსა და რუსთავში, სადაც ფილმში თავად რუსთაველებმაც იმონაწილევეს, - ერთ-ერთი სცენის გადასაღებად 300-კაციანი დარბაზი ხალხით უნდა ყოფილყო სავსე, რუსთაველები არ დაგვზარდნენ, ამისთვის მათ დიდი მადლობა მათ, საქმეს გულითა და სულით მოეკიდნენ და კარგადაც ითამაშეს. რიგი გადაღებები ევროპაშიც მიმდინარეობდა.

ფილმში მთავარი როლი აქვს - მეთიუ მაქფეიდენს (ჰოლივუდის ვარსკვლავს), რომელიც ჩემი პარტნიორი იყო, ფილმში მასთან რამდენიმე კონფლიქტური სცენის მოგვარებაც მიწევს, მონაწილეობს ასევე მიანა ბურინგიც, არაჩვეულებრივი მსახიობი ("საგა" 4-ში თამაშობს).

- დათო ველიჯანაშვილს რა როლი აქვს?

- მას იმ გამოგონილი ქვეყნის "კა-გე-ბეს" აგენტის როლი აქვს, რომელიც პროფესიითა და მოწოდებით მსახიობია, მაგრამ უშიშროებაში მუშაობს...

დიდი მადლობა ვოვა კაჭარავას, მან და მისმა სტუდიამ არაერთი კარგი პროექტი განახორციელეს.

- გადაღებისას ალბათ საინტერესო თავგადასავლებიც იქნებოდა...

- საკმაოდ ბევრი, მაგრამ ერთს მოგიყვებით: გადაღების მეოთხე დღე იყო და ჩემთან, გლდანში აგარაკზე ავიყვანე მეთიუ და მიანა, ქართველმა მსახიობებმა კი იმ დღეს ვერ მოიცალეს. ჩემთან ასევე იყვნენ ჩემი ჯგუფის - "ფიროსმანის" წევრები. სტუმრები ქართულ სამზარეულოზე გაგიჟდნენ. განსაკუთრებით მოეწონათ დედაჩემის გაკეთებული ყველიანი ბლინები.

ხოლო "შენ ხარ ვენახი" რომ მოვასმენინეთ, ტირილი დაიწყეს. რა გატირებთ-მეთქი? - რომ ვკითხე, მიპასუხეს: ასეთი ჰანგები ჯერ არ მოგვისმენიაო...

უკვე კარგად მაძღრები რომ იყვნენ და შემწვარი ხინკალი მივართვით, გაიოცეს, - ეს რა არისო? - ჯერ უარზე იყვნენ, მაგრამ მერე ისე მოეწონათ, აღარ შეეძლოთ, მაგრამ მაინც მიირთმევდნენ. გადაღებები მართლაც ძალიან კარგად მიდიოდა, ამ ადამიანებთან მუშაობა მეტად საინტერესო იყო. მათაც აღნიშნეს, რომ ჩვენთან პარტნიორობა მოეწონათ. ვეცადეთ, რომ საქართველო და ქართველები მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავით.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)