ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!" - კვირის პალიტრა

ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!"

"გილოცავთ! იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ! " - დაწერა "ფეისბუქგვერდზე," "ევროვიზიის" ნახევარფინალის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ნინა სუბლატმა.

ნინა უკვე ფინალშია, თეთრ ანგელოზებში კი იგულისხმა "ევროვიზიაზე" რუსეთის წარომადგენელი პალინა გაგარინა და ის პერფორმანსი, რაც მათ მაყურებელს შესთავაზეს.

სუბლატი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, სიმღერით Warrior (მეომარი). მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ნინაა, ხოლო არანჟირებაზე, ნინასთან ერთად ცნობილმა შვედმა კომპოზიტორმა და არანჟირების სპეციალისტმა ტომას გისონმა იმუშავა.

"ევროვიზია", ისე როგორც სხვა გამოსვლები, ჩემთვის კონცერტია და თითოეულ კონცერტზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. "ევროვიზიის" მონაწილეთაგან ბევრს ვიცნობ - უცხოეთში რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მაშინ გავიცანი.

როგორც ყოველთვის, არ ვღელავ. მზად ვარ, 19 მაისს საქართველო საამაყოდ და ღირსეულად წარვადგინო "ევროვიზიაზე". - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ნინამ "კვრის პალიტრასთან." მან პირობა შეასრულა, მისი გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი და საამაყო იყო. "ევროვიზიის" კრიტიკოსები ნინას საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ და გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ. ვულოცავთ ქართველ მომღერალს პირველი ბარიერის დაძლევას და ფინალში მის ტრიუმფს ველით.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ფინალი კი 23 მაისს გაიმართება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

იხილეთ ასევე: "საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს" - ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე" ქვეყნის ღირსეულ წარდგენას გვპირდება

იხილეთ გამოსვლა