ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!"
ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!"
"გილოცავთ! იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ! " - დაწერა "ფეისბუქგვერდზე," "ევროვიზიის" ნახევარფინალის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ნინა სუბლატმა.
ნინა უკვე ფინალშია, თეთრ ანგელოზებში კი იგულისხმა "ევროვიზიაზე" რუსეთის წარომადგენელი პალინა გაგარინა და ის პერფორმანსი, რაც მათ მაყურებელს შესთავაზეს.
სუბლატი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, სიმღერით Warrior (მეომარი). მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ნინაა, ხოლო არანჟირებაზე, ნინასთან ერთად ცნობილმა შვედმა კომპოზიტორმა და
არანჟირების სპეციალისტმა ტომას გისონმა იმუშავა.

"ევროვიზია", ისე როგორც სხვა გამოსვლები, ჩემთვის კონცერტია და თითოეულ კონცერტზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. "ევროვიზიის" მონაწილეთაგან ბევრს ვიცნობ - უცხოეთში რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მაშინ გავიცანი.
როგორც ყოველთვის, არ ვღელავ. მზად ვარ, 19 მაისს საქართველო საამაყოდ და ღირსეულად წარვადგინო "ევროვიზიაზე".
- განაცხადა რამდენიმე დღის წინ ნინამ "კვრის პალიტრასთან." მან პირობა შეასრულა, მისი გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი და საამაყო იყო. "ევროვიზიის" კრიტიკოსები ნინას საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ და გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ. ვულოცავთ ქართველ მომღერალს პირველი ბარიერის დაძლევას და ფინალში მის ტრიუმფს ველით.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ფინალი კი 23 მაისს გაიმართება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

იხილეთ ასევე: "საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს" - ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე" ქვეყნის ღირსეულ წარდგენას გვპირდება

იხილეთ გამოსვლა






მკითხველის კომენტარი (11)
ჰაჰ
26 მაისი 2015 10:40
ადამიანი რა სულისაცაა, ის ეტყობა სახეზეც და ჩაცმულობაზეც, ესაა სიმართლე და ნუღარ ვიკამათებთ ამაზე
daviti
25 მაისი 2015 17:37
რუსეთის და ამერიკის დახასიათება ყველაზე სწორად აიათოლა ჰომეინიმ გააკეთა, როცა თქვა ამერიკა დიდი ეშმაკია და რუსეთი პატარა ეშმაკიაო. მეც ვეთანხმები ამ აზრს. ორივე ეშმაკისაკენ არის მიდრეკილი და არცერთი ჩვენი მაგალითი არ უნდა იყოს. ზოგს გონია რომ რახან ამერიკა და ევროპა რუსებს უპირისპირდება ამიტომ ერთი ღმერთისკენაა და მეორე ეშმაკისკენ? ორივე ეშმაკისკენაა მიდრეკილი, რადგანაც ორივეს ერთი მიზანი აქვს მსოფლიო ბატონობა.
ჰაჰ
25 მაისი 2015 08:23
მე მოვისმინე ამ გოგოს სიმღერა (ვარიორ), ბევრი არაფერი, არც ისეთი გასაგიჟებელია ხალხი როგორც ფიქრობს, რომ იტყვიან ბევრი ვერაფერი, ამ გოგოს სიმღერას ისევ ჰამლეტ გონაშვილის - ოროველა მირჩევნია. . .
დავით67
23 მაისი 2015 19:13
რას იკლავს ეს ხალხი თავს? კონკურსის დაწყებამდე გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.ეს არის შვედეთი.ასეთ კონკურსზე არც უნდა დაგწყდეს გული თუ ვერ გაიმარჯვებ
hahaha
23 მაისი 2015 11:32
აუუუ რამდენი კრეტინი ყავს გამჩენს.
ფუი თქვენი მართლა მონა დედები ....
თუ ესე გიყვართ გაა-ვით რა რუსეთში, მაიმცდამაინც ქვეყანაც უნდა გაიყოლოთ?
rezoo
21 მაისი 2015 22:02
ხოდა დავით ეშმაკი როა,იმიტომ იცოდა რა ფერში გამოვიდოდა რუსი დედოფალი,ეშმაკმა ხომ ყველაფერი წინასწარ იცის.ხედავ ეს დამპალი ევროპელები რას აკეთებენ?გარყვნეს და გაათახსირეს მთელი ერი.აგერ პროევროპელი ქართველი ეშმაკის ფორმით გამოდის და რუსი მართმადიდებელი კიდე ანგელოზის.ახია ჩვენზე რომ დავკარგეთ რუსებთან ძმობა და ამ დამპალმა სააკაშვილმა დააშორა ეს ორი მოსიყვარულე და ძმა ერი.აი ესეც თქვენი ამერიკა,არ მინდა არც მაგათი დემოკრატია და არც ძლიერი ჯარი,მე მინდა რუსებთან,თუ გინდა მონა ვიყო და თუ გინდ ვასალი.მე ისევ რუსი მირჩევნია,დამპალი და სატანისტური ევროპა-ამერიკაააააა,მეზიზღებიიიიიიით!არა დავით?
rezo
21 მაისი 2015 05:55
დავით მოდი გაიარე რა!
davitis-s
20 მაისი 2015 19:04
წარმომიდგენია რა სიბნელეა შენ გონებაში daviti მაგრად მაცინე =)))
rati
20 მაისი 2015 10:39
ყველას გილოცავთ და იმედი მაქვს თეთრ ანგელოზებს ბოლომდე დავამარცხებთ
daviti
20 მაისი 2015 10:36
მე მგონი თეთრ ანგელოზებში რუსეთს ვერ იგულისხმებდნენ იმის გამო, რომ არავინ იცოდა პოლინა გაგარინა თეთრ კაბაში გამოვიდოდა, თუ რუსეთის დროშის ფერებში. ნათელია ყველაფერი შავი ანგელოზი ვიცით რაც არის ეშმაკია და ებრძვიან სინათლეს, სამწუხაროდ ევროპა შემდგარია სატანიზმის გზაზე და ამ გზიდან ჩამოსვლას არ აპირებს. ჩვენ კიდე ამ სიმღერით და კიდე თუნდაც რუსთავი2-ზე მოწყობილი ეშმაკეული სანახაობით X ფაქტორზე რომ იმ პატარა გოგოსთან გააკეთეს ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები