ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!"
20-05-2015
ნინა ფინალშია - "იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ!"
"გილოცავთ! იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ, ჩვენ ევროპა ვართ! " - დაწერა "ფეისბუქგვერდზე," "ევროვიზიის" ნახევარფინალის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ნინა სუბლატმა.
ნინა უკვე ფინალშია, თეთრ ანგელოზებში კი იგულისხმა "ევროვიზიაზე" რუსეთის წარომადგენელი პალინა გაგარინა და ის პერფორმანსი, რაც მათ მაყურებელს შესთავაზეს.
სუბლატი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, სიმღერით Warrior (მეომარი). მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ნინაა, ხოლო არანჟირებაზე, ნინასთან ერთად ცნობილმა შვედმა კომპოზიტორმა და
არანჟირების სპეციალისტმა ტომას გისონმა იმუშავა.

"ევროვიზია", ისე როგორც სხვა გამოსვლები, ჩემთვის კონცერტია და თითოეულ კონცერტზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. "ევროვიზიის" მონაწილეთაგან ბევრს ვიცნობ - უცხოეთში რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მაშინ გავიცანი.
როგორც ყოველთვის, არ ვღელავ. მზად ვარ, 19 მაისს საქართველო საამაყოდ და ღირსეულად წარვადგინო "ევროვიზიაზე".
- განაცხადა რამდენიმე დღის წინ ნინამ "კვრის პალიტრასთან." მან პირობა შეასრულა, მისი გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი და საამაყო იყო. "ევროვიზიის" კრიტიკოსები ნინას საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ და გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ. ვულოცავთ ქართველ მომღერალს პირველი ბარიერის დაძლევას და ფინალში მის ტრიუმფს ველით.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ფინალი კი 23 მაისს გაიმართება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

იხილეთ ასევე: "საქართველო თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს" - ნინა სუბლატი "ევროვიზიაზე" ქვეყნის ღირსეულ წარდგენას გვპირდება

იხილეთ გამოსვლა






ჰაჰ
26 მაისი 2015 10:40
ადამიანი რა სულისაცაა, ის ეტყობა სახეზეც და ჩაცმულობაზეც, ესაა სიმართლე და ნუღარ ვიკამათებთ ამაზე
daviti
25 მაისი 2015 17:37
რუსეთის და ამერიკის დახასიათება ყველაზე სწორად აიათოლა ჰომეინიმ გააკეთა, როცა თქვა ამერიკა დიდი ეშმაკია და რუსეთი პატარა ეშმაკიაო. მეც ვეთანხმები ამ აზრს. ორივე ეშმაკისაკენ არის მიდრეკილი და არცერთი ჩვენი მაგალითი არ უნდა იყოს. ზოგს გონია რომ რახან ამერიკა და ევროპა რუსებს უპირისპირდება ამიტომ ერთი ღმერთისკენაა და მეორე ეშმაკისკენ? ორივე ეშმაკისკენაა მიდრეკილი, რადგანაც ორივეს ერთი მიზანი აქვს მსოფლიო ბატონობა.
ჰაჰ
25 მაისი 2015 08:23
მე მოვისმინე ამ გოგოს სიმღერა (ვარიორ), ბევრი არაფერი, არც ისეთი გასაგიჟებელია ხალხი როგორც ფიქრობს, რომ იტყვიან ბევრი ვერაფერი, ამ გოგოს სიმღერას ისევ ჰამლეტ გონაშვილის - ოროველა მირჩევნია. . .

რედაქტორის რჩევით