"მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა, უკვე მჯეროდა" - ნინა სუბლატის სცენური კოსტიუმიც განხილვის თემად იქცა - კვირის პალიტრა

"მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა, უკვე მჯეროდა" - ნინა სუბლატის სცენური კოსტიუმიც განხილვის თემად იქცა

გარდა სიმღერისა და წარმოდგენილი პერფორმანსისა, "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე, განხილვისა და სჯა-ბაასის თემად კონკურსის მაყურებელებს შორის ნინა სუბლატის სცენური ჩაცმულობაც იქცა.

სოციალური ქსელებში მომხმარებლების ნაწილს მისმა კოსტიუმმა ცნობილი სერიალის Game Of Thrones-ის გმირი ჯონ სნოუ გაახსენა და შესაბამისი მონტაჟიც უცებ გამზადდა. მასთან მსგავსების ასოციაცია BBC Eurovison-ს "ფეისბუქგვერდის" ადმინისტრატორებსაც გაუჩნდათ. სერიალების მაყურებელთა ნაწილმა კი ნინას სცენურ სახეში სანსა სტარკი ამოიცნო. ვიღაცას სუბლატის სიმღერამ სერიალი "ადამსების ოჯახი," სხვას კი სერიალ "შიმშილის თამაშების" გმირი კიტნის ევერდინი გაახსენა.

როგორც ირკვევა, კოსტიუმის იდეის ავტორიც ნინაა, აი არს წერს ის "ფეისბუქგვერდზე":

"მეორე კოსტიუმის შეკერვა რომ გადავწყვიტე, მთელი ამბები იყო, - "არ გინდა, პირველი სჯობს მაინც, არ გეზარება, მოიცა ერთი შენ შემოგევლე!" მაგრამ სულ ვამბობდი, რომ მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა, უკვე მჯეროდა და რომ ჩავიცვი, უფრო ვირწმუნე!"