"მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა, უკვე მჯეროდა" - ნინა სუბლატის სცენური კოსტიუმიც განხილვის თემად იქცა
21-05-2015
"მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა, უკვე მჯეროდა" - ნინა სუბლატის სცენური კოსტიუმიც განხილვის თემად იქცა
გარდა სიმღერისა და წარმოდგენილი პერფორმანსისა, "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე, განხილვისა და სჯა-ბაასის თემად კონკურსის მაყურებელებს შორის ნინა სუბლატის სცენური ჩაცმულობაც იქცა.
სოციალური ქსელებში მომხმარებლების ნაწილს მისმა კოსტიუმმა ცნობილი სერიალის Game Of Thrones-ის გმირი ჯონ სნოუ გაახსენა და შესაბამისი მონტაჟიც უცებ გამზადდა. მასთან მსგავსების ასოციაცია BBC Eurovison-ს "ფეისბუქგვერდის" ადმინისტრატორებსაც გაუჩნდათ. სერიალების მაყურებელთა ნაწილმა კი ნინას სცენურ სახეში სანსა სტარკი ამოიცნო. ვიღაცას სუბლატის სიმღერამ სერიალი "ადამსების ოჯახი," სხვას კი სერიალ "შიმშილის თამაშების" გმირი
კიტნის ევერდინი
გაახსენა.

როგორც ირკვევა, კოსტიუმის იდეის ავტორიც ნინაა, აი არს წერს ის "ფეისბუქგვერდზე":
"მეორე კოსტიუმის შეკერვა რომ გადავწყვიტე, მთელი ამბები იყო, - "არ გინდა, პირველი სჯობს მაინც, არ გეზარება, მოიცა ერთი შენ შემოგევლე!" მაგრამ სულ ვამბობდი, რომ მჯერა ამ კოსტიუმის, ჯერ დახატული არ მქონდა,
უკვე მჯეროდა და რომ ჩავიცვი, უფრო ვირწმუნე!
"
chven ro ara sakartvelo ar iarsebebda-s-s
21 მაისი 2015 15:56
უბრალადო ემიგრანტები მთავრობიდან დაწყებული ყველას ვკიდივართ, ემიგრანტები ახსენდებათ როცა ლარის კურსი რო ეცემა და გადმორიცხვები მცირდება. რაც შეეხბა ოცნებას ესენი ხო საერთოდ, დახმარების ნაცვლად მოქალაქობას გვართმევენ და მშობლირი მიწაწყალზე ცხოვრების უფლებას
kato
21 მაისი 2015 15:49
ეს გოგო არის ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი, გონიერი. აშკარად ძალიან კარგი ალღო აქვს, ზუსტად ხვდება სად რა უფრო გაამართლებს. წარმატებებს ვუსურვებ!
chven ro ara sakartvelo ar iarsebebda-s
21 მაისი 2015 14:43
რა შუაშია თვქნი კომენტარი? მეც მივეცი ხმა, იმიტომ რომ მომეწონა სიმღერა, იმიტომ, რომ ნინა თუ გაიმარჯვებს, ეს მარტო მისი წარმატება იქნება, სერიოზულ დივიდენდებს მოუტანს ქვეყანას (მათ შორის ფინანსურს) და ეს ყველას უნდა გვესმოდეს. პერსონალურად მადლობის მოხდას არ ვთხოვ იმის გამო რომ დავუმესიჯე, პირველ რიგში ჩემს ქვეყანას დავუმესიჯე და მერე მომღერალ ნინა სუბლატს, რომელიც უდავოდ ნიჭიერია.

რედაქტორის რჩევით