"იქ, სადაც დუმან პირამიდები" - სუხიშვილების მორიგი ტრიუმფი - კვირის პალიტრა

"იქ, სადაც დუმან პირამიდები" - სუხიშვილების მორიგი ტრიუმფი

"სუხიშვილების" მორიგი ტრიუმფით დასრულდა მსოფლიოს საოცრებად აღიარებულ ეგვიპტის პირამიდებთან გამართული კონცერტი, რომელიც 26 მაისს გაიმართა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ორსაათიან შოუს 4 000-მდე მაყურებელი დაესწრო. "სუხიშვილებმა", ძველთან ერთად, განახლებული პროგრამაც წარუდგინეს მაყურებელს. კონცერტს, ეგვიპტის მასშტაბით, პირდაპირ ეთერში რამდენიმე ადგილობრივი ტელეკომპანია გადასცემდა. დამსწრე საზოგადოებამ შოუს დამთავრების შემდეგ ანსამბლი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. იხილეთ ჩვენს ფოტოგალერეაში კადრები, რომელიც ამ გასაოცარი პერფორმანსს ასახავს

ფოტოები აღებულია ფეისბუქგვერდებიდან: ხალიდ ზოჰანის ფოტოგრაფია და სუხიშვილები

იხილეთ ფოტოგალერეა