"ცუდი არაფერი ჩამიდენია" - ბერძნული Playboy-ს ქართველი ვარსკვლავი
"ცუდი არაფერი ჩამიდენია" - ბერძნული Playboy-ს ქართველი ვარსკვლავი
თამთა მასტორაკს ბერძნები კარგად იცნობენ. ის საბერძნეთში ცნობილი სექსსიმბოლოა - ბერძნული Playboy-ს ვარსკვ­ლავი. აქვს წარმატებული სამოდელო კარიერა და ბევრ ცნობილ დიზაინერთანაც თანამშრომლობს, 12 წლის წინ კი თამთა ერთი ჩვეულებრივი ბათუმელი გოგონა­ იყო. გვარად ვარშანიძეა. ამბობს, რომ გვარის გადაკეთება წარმატების მისაღწევად დასჭირდა. "კვირის პალიტრა" თამთას საბერძნეთში დაუკავშირდა. (ფოტოგალერეა)

- საბერძნეთში რომ ჩამოვედი, 14 წლის ვიყავი. ეს იყო 2004 წელს. საქართველოში გატარებული წლები დაუვიწყარია ჩემთვის. ბათუმში დიდ და ჰარმონიულ ოჯახში ვიზრდებოდი - მშობლები, ბაბუა, ბებია ერთად ტკბილად
და ბედნიერად ვცხოვრობდით. მუსიკაზე, ტანვარჯიშსა და ცეკვაზე დავდიოდი. ბეჯითი ვიყავი. კლასიც ძალიან მეგობრული მყავდა. გული მტკივა, ზოგიერთ კლასელთან სიშო­რის გამო ურთიერთობა რომ აღარ მაქვს.

- საქართველოდან რატომ წახვედი?
- იმიტომ, რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა. ხომ გახსოვთ, მეოცე საუკუნის ბოლოს როგორ გაჭირდა ცხოვრება. ჩვენს ოჯახსაც გაუჭირდა და დედაჩემსა და ჩემს დასთან ერთად საბერძნეთში გამოვემგზავრე.

- მასტორაკი ბერძნული გვარია...
- მართალია, დღეს ბერძნული გვარი­ მაქვს, მაგრამ არ მყავს­ და არც არასდროს მყოლია ბერძენი წინაპარი. ჩემი ნამდვილი გვარია ვარშანიძე. ქართველი ვარ. მასტორაკი კი წარმატების მისაღწევად გავხდი. დაახლოებით ორი წელი დამჭირდა ენობრივი ბარიერის დასაძლევად.
15 წლისა დეიდაჩემმა და მისმა მეუღლემ, ჩემმა ბერძენმა ბიძამ, ერთწლიან სამოდელო სკოლაში შემიყვანეს. მომეწონა და გადავწყვიტე, სამოდელო კარიერაზე დამეწყო ფიქრი. 2009 წელს ერთ-ერთი სააგენტოს ინიციატივით სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. სწორედ სააგენტომ მირჩია, ბერძნული გვარით გამოვჩენილიყავი სამოდელო ასპარეზზე.

- ქართული გვარით წარმატებას ვერ მიაღწევდი?
- ვცადე ქართული გვარით გამოსვლა, მაგრამ არ დამთანხმდნენ. ამ კონკურსში გამარჯვებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. მთელმა საბერძნეთმა მასტორაკის გვარით გამიცნო.­ თუმცა, ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ ქართველი ვარ... ახლა 26 წლის ვარ. 10 წელია, რაც მოდელის ცხოვრებით ვცხოვრობ.

- ოდესმე იფიქრებდი, რომ სექსსიმბოლო გახდებოდი, თანაც - საბერძნეთის?

- ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია.

- Playboy-ს ფუ­რ­ცლებზე როგორ აღმო­ჩნდი? ადვილად დასთანხმდი შემოთავაზებას?
- არა, ამ გადაწყვეტილების მიღებას ორი წელი მოვანდომე. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბევრი ფიქრის შემდეგ, დავთანხმდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მონაწილეობა მივიღე სილამაზის კონკურს Pleimeit-ში. შემოთავაზებაც ამ კონკურსის შემდეგ მივიღე. ცუდი არაფერი ჩამიდენია. მე ასე მგონია.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც Playboy-ს ფურცლებზე აღმოჩნდი?

- მანამდეც მცნობდნენ, მაგრამ ამ ჟურნალში გამოჩენის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდი.

- ალბათ, ამან თაყვანისმცემლების რაოდენობაზეც მოახდინა გავლენა...
- თაყვანისმცემელი ბევრი მყავს. ნაირ-ნაირი ხერხით ცდილობენ, თავი მომაწონონ.

- რა გეგემები გაქვს სამომავლოდ?
- ვცდილობ, უფრო მეტს მივაღწიო. დავდივარ კასტინგებზე, მაქვს გადაღებები, ჩვენებები. საბერძნეთში ძალიან ბევრ ცნობილ დიზაინერთან ვმუშაობ.

- საქართველოში ბოლოს როდის იყავი?
- რაც საქართველოდან წამოვედი, მას შემდეგ პირველად 2013 წელს ვიყავი ჩამოსული, მერე კი აღარ ვყოფილვარ -ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას. ძალიან შეცვლილი დამხვდა ყველაფერი, გალამაზებული. თვალყურს ვადევნებ ქართულ მედიას, ვუყურებ ფილმებს­, ვუსმენ სიმღერებს. ყველაზე ხშირად ირაკლი ჩარკვიანის "საქართველოს" ვუსმენ.­ ფილმებიდან ძალიან მიყვარს "ღიმილის ბიჭები"”და "ნატვრის ხე".

ეკა სალაღაია

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო
manana sibashvili
20 ივნისი 2015 00:11
ცარმატებებს გისურვებ.ტამტა.სულ გახარებული მენახე.მიკვარხაქრტ კველა.
zviadi
17 ივნისი 2015 15:24
წარმატებები მესმის ინტელექტუალური: მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის და ასე შემდეგ დარგებშში, მარა ფლეიბოიში არც ერთ ქართველ გოგოს არ ვუსურვებ წარმატებას გინდა გოიმი დამიძახეთ და გინდა ჩამორჩენილი. საზღვარგარეთ მკერდამოგდებული ქართველი ჩემთვის წარმატებული არ არის. მე მომწონს ბაზარი არაა როგორც მამაკაცს, მარა სუყველა დაბალი სულის ადამიანია ვინც ამგვარი გზით ცდილობს წარმატებული იყოს.
.
13 ივნისი 2015 09:52
წარმატებებიი....რაც უფრო მეტი წარმმატებული ქართვველი გვეყოლება მით უფრო მეტი სიამაყეა ქართველი ერისთვის.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?