ქართველი "პატარძლები" რუსულ ბაზარზე
02-07-2015
ქართველი "პატარძლები" რუსულ ბაზარზე
სერგეი ნაზაროვმა მოსკოვში, "პატარძლების" პრემიერაზე საქართველოს მთავრობის ყველა წევრი და თავად პრეზიდენტიც მიიწვია...

"წუნა და წრუწუნა" მოსკოვში რომ ვაჩვენო, ალბათ, სიხარულით გაგიჟდებიან, თუმცა ამის ლიცენზია არ მაქვს. საქართველო ჩემი სამშობლოა და მინდა ყველამ იცოდეს, რა ღირებულებების მატარებელია ეს პატარა ქვეყანა"



"არტ ჰაუსის" ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი ნაზაროვი 20 წელია მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ მის კაბინეტში ქართული დროშა საპატიო ადგილს იკავებს. ის 17 წლის მანძილზე "არტ ჰაუსის" ხელმძღვანელი იყო. კომპანიას რამდენიმე თვის წინ
გამოეყო და რუსულ კინოინდუსტრიაში ქართველი რეჟისორების ფილმების გაშვება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს და შვილებიც იშვიათად სტუმრობენ თბილისს, ამბობს, რომ მათი სამშობლო საქართველოა.

"კვირის პალიტ
რას"
ახლა უკვე Грани Кино-ს ხელმძღვანელი, სერგეი ნაზაროვი ესაუბრება.

- მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაინტერესებს, რა ხდება კრემლში. მეზობლებს ვეკითხები, რას ფიქრობენ ქართველებზე, მპასუხობენ, რომ ქართველები მათთვის ახლობლები არიან, ყველამ იცის ის ძველი ფილმები, დღეს კი რუსეთში ქართული ფილმი არ არსებობს. თუ არის, შერეულია რუსულთან, მე კი წმინდა ქართული მინდა შევიტანო... ჩემი კომპანიის სახელწოდებაა "კინოს საზღვრები", ამ ჯგუფში გაერთიანებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს ქართული კინო - ებრაელებიც არიან და რუსებიც. ვიბრძვით, რომ ქართული კულტურა უფრო ღრმად გავაცნოთ რუსეთს. მსოფლიოში ქართული კულტურის რეალიზება უფრო სერიოზულ დონეზე უნდა ავიყვანოთ.

- რა კრიტერიუმებით არჩევთ ფილმებს და რომელ რეჟისორებთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?


- პირველი ფილმი "პატარძლებია", რომლის რეჟისორიც თინათინ ყაჯრიშვილი გახლავთ. ეს ფილმი იმიტომ ავარჩიე, რომ არ ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის. თინათინი ახალგაზრდა, უნიჭიერესი რეჟისორია. "პატარძლები" მოივლის რუსეთის ყველა კინოთეატრს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მთავარია, ფილმში არ იყოს პოლიტიკური ელემენტები, ნეიტრალიზმი უნდა იგრძნობოდეს...
მულტიპლიკაციურ ფილმებსაც სიამოვნებით წავიღებდი რუსეთში. აი, "წუნა და წრუწუნა" მოსკოვში რომ ვაჩვენო, ალბათ, სიხარულით გაგიჟდებიან, თუმცა ამის ლიცენზია არ მაქვს. საქართველო ჩემი სამშობლოა და მინდა ყველამ იცოდეს, რა ღირებულებების მატარებელია ეს პატარა ქვეყანა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი საქმიანობა საქართველოსა და რუსეთს ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმარება?

- აუცილებლად! 1%-ით მაინც დავწევ აგრესიას ხალხებს შორის. რუსებს ძალიან უყვართ ქართული ხელოვნება, სამზარეულო და საერთოდ ყველაფერი ქართული. რუსეთში მოღვაწე ქართველი ებრაელები საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევენ. მინდა, რუსეთში მოღვაწე ქართველებმაც ნახონ ზრდა ქართული კულტურისა... ჩვენ შვილები გვყავს, აქ სახლ-კარი გვაქვს, ასე ვერ მივატოვებთ ყველაფერს და ვერ ჩამოვალთ... უნდა დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა კულტურით. არ არსებობს 30 წელს გადაცილებული რუსი, რომელსაც არ უყვარს საქართველო და ქართველები. შეიძლება უახლოეს წლებში პოლიტიკაშიც წავიდე, რათა დიდი წვლილი შევიტანო ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებაში.

სერგეი ნაზაროვმა მოსკოვში, "პატარძლების" პრემიერაზე საქართველოს მთავრობის ყველა წევრი და თავად პრეზიდენტიც მიიწვია. "თუ რომელიმე ვერ შეძლებს მოსვლას, ვიმედოვნებ, წარმომადგენელს მაინც გამოაგზავნიან", - ამბობს სერგეი ნაზაროვი.


მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)
luxo
03 ივლისი 2015 13:39
CamodiT CvenTan
CamodiT CvenTan, Semodgomis suni damdgara
CamodiT CvenTan, maWriT savse gvicdis qvevrebi,
duRs rqawiTeli, saferavi, borgavs xvanWkara,
CamodiT, geliT, yvelas Tavze SemogevlebiT.
CamodiT, geliT, saxlis kari Riaa Cveni,
gepatijebiT, gelodebiT mters da megobars,
saqarTvelodan, siyvaruli waiReT bevri,
waiReT bevri, rac darCeba yvelas gveyofa.
waiReT bevri, aq dagvrCeba mainc ulevi,
rom ar mogvSivdes, is cxovrebis sagzlad vataroT,
RviniT gavrecxoT, aRrenili Cveni gulebi,
CamodiT CvenTan, undobloba qars gavatanoT.
CamodiT CvenTan, oRonT tankebs, Tan nu atarebT,
Cvenc, Tqveni ezos Svilebi varT, ucxo rodi varT,
Tof-iaraRi muzeumebs gadaabareT,
A ar dagWirdebaT, didi papis saxlSi modixarT.
.-.-.- .-.-.- .-.-.-
CamodiT CvenTan Semodgomis suni damdgara
duRs rqawiTeli, saferavi, borgavs xvanWkara!
***
landi
03 ივლისი 2015 13:02
ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი და არაქართველი, ვისაც სამშობლო სახელად- საქართველო- ნამდვილი სიყვარულით უყვარს!!!
.
03 ივლისი 2015 11:54
გაიხარე
რუსეთი ჩვენი მონათესავე და მეზობელი ერია.
მიყვარს კეთილი ადამიანები განურჩევლად ერისა.

რედაქტორის რჩევით