ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის HOLLYWOOD-ური ოც­ნე­ბა
13-07-2015
ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის  HOLLYWOOD-ური ოც­ნე­ბა
ია სუ­ხი­ტაშ­ვილს და­ვუ­რე­კე და შევ­თან­ხ­მ­დით, რომ დი­ლით მის საყ­ვა­რელ კა­ფე­ში შევ­ხ­ვ­დე­ბო­დით, სა­დაც სამ­სა­ხურ­ში წას­ვ­ლამ­დე ყო­ველ­თ­ვის მი­ირ­თ­მევს ჩა­ის. ეს მსა­ხი­ო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი რი­ტუ­ა­ლია.

იას ძა­ლი­ან უყ­ვარს ძი­ლი, ამი­ტომ, თუ აუცი­ლე­ბე­ლი საქ­მე არ აქვს, ლო­გინ­ში ნე­ბივ­რობს. არ და­უ­მა­ლავს, რომ ცუდ გუ­ნე­ბა­ზე იღ­ვი­ძებს, პირ­ვე­ლი ოცი წუ­თი გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლია და ფხიზ­ლ­დე­ბა. ამ დროს მის­თ­ვის ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ერი­დე­ბი­ან, რომ გან­წყო­ბა არ გა­უ­უ­ა­რე­სონ. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მის­ვ­ლამ­დე ფინ­ჯა­ნი ჩა­ის­თ­ვის იც­ლის და მეც მე­პა­ტი­ჟე­ბა.
- ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ყა­ვა
არ და­მი­ლე­ვია. ად­რე ძა­ლი­ან დი­დი დო­ზით ვი­ღებ­დი კო­ფე­ინს, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე მის­თ­ვის თა­ვი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა.

იამ სი­ცი­ლით მითხ­რა, რომ დი­ლა­ო­ბით კა­რა­ქი­ან პურს ვერ ღა­ლა­ტობს. მის მე­ნი­უ­ში ყვე­ლი და "ყიყ­ლი­ყოც" შე­დის. გათხო­ვე­ბის შემ­დეგ თა­ვად უწევს სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა ად­რე დე­დაც ეხ­მა­რე­ბო­და. დე­და მის­თ­ვის ეტა­ლო­ნია.
- ბავ­შ­ვო­ბა­ში ვდარ­დობ­დი, ნე­ტავ,
ცოტა ხანს კი­დევ არ გა­ვი­ზარ­დო-მეთ­ქი, მე­ში­ნო­და, რომ დე­და ვე­ღარ მო­მე­ფე­რე­ბო­და უწინ­დე­ლი­ვით. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობ­დით, თუმ­ცა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კონ­ფ­ლიქ­ტე­ბიც გახ­შირ­და. მის რჩე­ვებს ხან­და­ხან არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი. ზოგ­ჯერ მი­ნა­ნია, რომ არ მო­ვუს­მი­ნე. მსა­ხი­ო­ბის აზ­რით, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის არა­ვი­ნაა მშო­ბელ­ზე ახ­ლო­ბე­ლი. დე­და იას ყვე­ლა პრე­მი­ე­რა­ზე ტი­რის, რად­გან არ­ტის­ტი უმე­ტეს­წი­ლად დრა­მა­ტულ რო­ლებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

იას მა­მა 22 წლის ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა. მა­მის გახ­სე­ნე­ბი­სას ხმა­ში დარ­დი და მო­ნატ­რე­ბა შე­ე­პა­რა.
- მა­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ამავ­დ­რო­უ­ლად მე­რი­დე­ბო­და მი­სი. ერ­თხელ ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­თან უთან­ხ­მო­ე­ბა მო­მი­ვი­და. გუ­ლი ძა­ლი­ან დამ­წყ­ვი­ტა მის­მა საქ­ცი­ელ­მა. მომ­ხ­და­რის გა­მო სხვა კლას­ში გა­და­ვე­დი. მა­მამ მითხ­რა, ცხოვ­რე­ბა გზაა, მრა­ვა­ლი მო­სახ­ვე­ვით, ვინც ბო­ლომ­დე წა­მოგ­ყ­ვე­ბა, შე­ნი ნამ­დ­ვი­ლი მე­გო­ბა­რია, სხვე­ბი თუ გვერ­დ­ზე ჩა­უხ­ვე­ვენ, ამა­ზე გუ­ლი არ გეტ­კი­ნო­სო. ერ­თხელ და­მა­რი­გა, და­ა­ფა­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შენ­თან ერ­თად უხა­რია, თო­რემ გა­სა­ჭირ­ში ყო­ველ­თ­ვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ის, ვინც შენს უბე­დუ­რე­ბას გა­ი­ზი­ა­რებ­სო. ად­რე არ მეს­მო­და ამ სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მჯე­რო­და, რომ მე­გო­ბა­რი ჭირ­ში უნ­და გა­მო­ცა­დო. ახ­ლა ვხვდე­ბი, ძნე­ლია ისე­თი პი­როვ­ნე­ბის პოვ­ნა, რო­მელ­საც შე­ნი წარ­მა­ტე­ბის არ შურს.

თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან ორ კვი­რა­ში იამ გა­ი­გო, რომ რო­ბერტ სტუ­რუა "ჰამ­ლე­ტის­თ­ვის"“ მსა­ხი­ო­ბებს არ­ჩევ­და. გა­დაწყ­ვი­ტა, ბე­დი ეცა­და. რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რეს­და, იას თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ჰქონ­და თუ არა. თან­ხ­მო­ბა მი­ი­ღო. ორ დღე­ში სახ­ლ­ში ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი გა­ის­მა. იას უთხ­რეს, რომ ოფე­ლი­ას როლ­ზე და­ამ­ტ­კი­ცეს და სა­ღა­მოს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო. იამ მშობ­ლებს ახა­რა, რომ მი­სი დე­ბი­უ­ტი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში შედ­გე­ბო­და, რო­ბერტ სტუ­რუ­ა­სა და ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებ­და. მა­მას ცრემ­ლი მო­რე­ვია. შვილ­მა მშობ­ლე­ბის სა­ხე­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ა­მა­ყე და­ი­ნა­ხა.

- სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად რომ ავე­დი, მას­შ­ტაბ­მა დამ­თ­რ­გუ­ნა. პარ­ტე­რი­დან სცე­ნა დი­დი არ ჩანს... ვი­ფიქ­რე, რომ ჩამ­ყ­ლა­პავ­და. პრე­მი­ე­რამ­დე კუ­ლი­სებ­ში გან­მარ­ტო­ე­ბით ვი­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი, რომ და­ნე­ბე­ბი­სა და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და.
გა­გი­ჟე­ბუ­ლი ოფე­ლი­ას სცე­ნა ამ პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის კულ­მი­ნა­ციაა. მქუ­ხა­რე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­მა­ჯილ­დო­ეს. სპექ­ტაკ­ლის­ შემ­დეგ ბა­ტონ­მა რო­ბი­კომ მითხ­რა, რომ რუს­თა­ველ­ში მსგავ­სი დე­ბი­უ­ტი დი­დი ხნის წინ ნა­ხა.

შუ­ადღე შე­მოქ­მე­დე­ბით წვა­ში

არ­ტის­ტი ლან­ჩის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ დრო­ში ის­ვე­ნებს. ვცდი­ლობ, გან­ტ­ვირ­თ­ვა­ში ხე­ლი არ შე­ვუ­შა­ლო, ამი­ტომ ლუ­კა­ზე ვე­კითხე­ბი. ლუ­კა ფეხ­ბურ­თი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.
- ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, სა­დაც ადა­მი­ანს გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა უწევს, უმუ­შავ­დე­ბა მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბის უნა­რი. ლუ­კა ფეხ­ბურთს რომც არ გაჰ­ყ­ვეს, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სხვა პრო­ფე­სი­ა­შიც გა­მო­ად­გე­ბა. მა­თე­მა­ტი­კა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვა, ამი­ტომ მინ­და, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სია აირ­ჩი­ოს. თუ მე­ო­რე კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, ხელს შე­ვუწყობ. ლუკას ხატ­ვაც ეხერ­ხე­ბა. ბიჭს დე­და სა­ინ­ტე­რე­სო კუთხით და­უ­ნა­ხავს. ნა­ხატ­ში ხა­ზი გა­უს­ვამს მი­სი გრძე­ლი კის­რი­სა და ნაღ­ვ­ლი­ა­ნად დახ­რი­ლი წარ­ბე­ბის­თ­ვის. მსა­ხი­ო­ბი ნა­ხატს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ი­ნა­ხავს, სა­ბო­ლო­ოდ კი კვლავ ავ­ტორს და­უბ­რუ­ნებს. ვფიქ­რობ, დე­დებს სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა უხ­დე­ბათ.
დე­და-შვი­ლი ზაფხულს ხში­რად ერ­თად ატა­რებს. აგა­რაკ­ზე მი­დი­ან, ომო­ბა­ნა­სა და ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ.

სა­ღა­მო და სა­უ­ბა­რი ჰო­ლი­ვუდ­ზე


პა­ვი­ლი­ო­ნი­დან თე­ატ­რ­ში მივ­დი­ვართ. სცე­ნა­ზე გას­ვ­ლამ­დე საგ­რი­მი­ო­როს­კენ მი­მიძღ­ვე­ბა. იქა­უ­რო­ბა მყუდ­რო და იდუ­მა­ლია, ემო­ცი­ე­ბის პა­ლიტ­რას მა­გო­ნებს, დიდ ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. სარ­კეს­თან ნა­ხა­ტებს ვხე­დავ. ია თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბის ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოს მიმ­ხელს: - როლ­ში შეს­ვ­ლა­ში მხატ­ვ­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი მეხ­მა­რე­ბა. ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იან ვერ­მე­ე­რის ნა­მუ­შე­ვარ­მა "გო­გო­ნა მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რით"“. ოფე­ლი­ას პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თ­ვის ბო­ტი­ჩე­ლის "ვე­ნე­რას და­ბა­დე­ბამ" გახ­ს­ნა.

ადა­მი­ან­მა საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ვ­ნა უნდა მო­ა­ხერ­ხოს. რა თქმა უნ­და, როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სახ­ლ­ში სარ­კის წინ ვდგა­ვარ და პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნი­უ­ან­სებს ვქმნი, მაგ­რამ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ეს პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა. ოჯა­ხის წევ­რებს თავს არ უნდა მო­ახ­ვიო შე­ნი პრო­ფე­სია, ერთ როლ­ზე ჩაბ­ჟი­რე­ბა სხვა გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლა­შიც გიშ­ლის ხელს.
ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ რო­მან­ტი­კის­თ­ვის მა­ინც ვპო­უ­ლობ დროს. ჩემ­თ­ვის რო­მან­ტი­კა სან­თ­ლე­ბით გაწყო­ბილ ვახ­შამ­თან სუ­ლაც არ ასო­ცირ­დე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლია სა­უბ­რე­ბი მა­ღალ მა­ტე­რი­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა გაქ­რა. რო­გორც შექ­ს­პირ­მა თქვა, "და­ნი­ა­ში რა­ღაც დალ­პა"...“ ისე­ვე დალ­პა მსოფ­ლი­ო­შიც...

იას ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ინ­დუს­ტ­რია არ­ტის­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლად ესა­ხე­ბა. იქ კომ­ფორ­ტია. ვერ გა­ი­გებთ ფრა­ზას: "ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვიწყებ, მაგ­რამ ფუ­ლი არ მაქვს". მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ჰო­ლი­ვუ­დი სი­ცოცხ­ლით სავ­სე, ხმა­უ­რი­ა­ნი და ფე­რა­დი ად­გი­ლია. და­იმ­ს­ხ­ვ­რა მი­თი, რომ თით­ქოს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბო­ბა მი­უწ­ვ­დო­მე­ლია. იას უკ­ვ­და­ვე­ბის ფორ­მუ­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ბე­დის­წე­რა და სუფ­თა ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა მი­აჩ­ნია.
- მა­ში­ნაც კი, თუ გა­რე­წარ პერ­სო­ნაჟს ასა­ხი­ე­რებ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რა­ნი­დან და სცე­ნი­დან შენს ფლუ­ი­დებს იღებს და უყ­ვარ­დე­ბი. თუ მსა­ხი­ო­ბი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სამ კომ­პო­ნენტს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბა. ეს მო­საზ­რე­ბა გან­მიმ­ტ­კი­ცა კო­ტე თო­ლორ­და­ვამ.

პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რ­ცით დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბუ­ლი ღა­მე

იას გარ­და­სახ­ვის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. დაღ­ლი­ლი ჩა­მო­დის კი­ბე­ზე და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თ­ვის პო­ზი­რებს.
ათის ნა­ხე­ვა­რია და სახ­ლ­ში წას­ვ­ლის დროა... ზოგ­ჯერ არა­ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და შინ გა­ცი­ლე­ბით გვი­ან, ხუ­თი სა­ა­თის­თ­ვის, ბრუნ­დე­ბა. მას ვე­რას­დ­როს ნა­ხავთ ღა­მის კლუ­ბებ­ში ან რეს­ტორ­ნებ­ში. მე­გობ­რე­ბი ჰყავს და მათ ნახ­ვას ახერ­ხებს კი­დეც, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად ლუ­კას უთ­მობს. დამ­შ­ვი­დო­ბე­ბამ­დე მი­მო­ვი­ხი­ლეთ მო­და და შო­პინ­გი. იას­თ­ვის მო­დაა ის, რისი აღ­ქ­მაც თვალს სი­ა­მოვ­ნებს. ტან­საც­მ­ლის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რადღე­ბას ხა­რისხს აქ­ცევს და არა ბრენდს.

- ერ­თხელ ყო­ველ­დღი­ურ, რეტ­­რო­ს­ტი­ლის კა­ბას კე­დე­ბი შე­ვუ­ხა­მე, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღე და სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. მწა­რე კო­მენ­ტა­რი და­მი­წე­რეს. რო­გორც ვი­ცი, არც ერთ წიგ­ნ­ში არ წე­რია, რომ კე­დი მა­ინ­ც­და­მა­ინც შარ­ვალ­თან ან შორ­ტ­თან უნ­და ჩა­იც­ვა. ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი მიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, სპორ­ტუ­ლ სა­მოს­თან კლა­სი­კურ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას ვარ­ჩევ. სა­ინ­ტე­რე­სოა, არას­დ­როს იცი, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­ვა.
მსა­ხი­ობს სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან თბი­ლად ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი და მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ინ­ტე­რე­სო დღის­თ­ვის... კა­რის მიღ­მა იას პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რ­ცე იწყე­ბა...

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე
ჟურნალი "ბომონდი", ივლისი
ანო
26 ივლისი 2015 10:10
მიშა მესხი ??? თუ რამე კარგად ვერ გავიგე ....

რედაქტორის რჩევით